ფოთისა და ხობის ეპარქია პატრიარქის მოლოდინშია. 10 მაისს ილია მეორე ხობის რაიონს ეწვევა, სადაც ახალ საეკლესიო კომპლექსს აკურთხებს.
მეორე დღეს პატრიარქი ხობის ისტორიულ მონასტერში გადაინაცვლებს, სადაც პარაკლისს აღავლენს და საპატრიარქო რეზიდენციას დაათვალიერებს.
12 მაისს კი ილია მეორე ფოთის განახლებულ ტაძარს აკურთხებს.
08.05.13