ალფრედ ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, სქესისა თუ სარწმუნოებისა კანდიდატებს – ფიზიკის, ქიმიიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, ლიტერატურის, მშვიდობისა და ეკონომიკის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. ნობელის ანდერძის მიხედვით, პრემიის მინიჭების უფლება აქვს სტოქჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას ფიზიკის, ქიმიისა და ეკონომიკის დარგში. შვეციის აკადემიას, სტოქჰოლმში ლიტერატურის დარგსი და ნორვეგიის პარლამენტის სპეციალური კომიტეტი ირჩევს ნობელის პრემიის ლაურეანტებს მშვიდობის დარგში. პრემიალური თანხის ოდენობა, როგორც წესი, 30-70 ათასი ამერიკული დოლარით განისაზღვრება. პრემიის გადაცემის საზიმო ცერემონიალი კი 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს იმართება.
1901 წლიდან ნობელის პრემია ყველა ქალსა და მამაკაცს, განურჩევლად ეროვნებისა აძლევდა საშუალებას დაფასებულნი ყოფილიყვნენ ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, მედიცინისა და მშვიდობის დარგში. ნობელის პრემია, არ გაიცემა მათემატიკის დარგში. ლეგენდის თანახმად, ნობელმა ამ დარგში პრიზი იმიტომ არ დააწესა, რომ მისმა საყვარელმა ქალმა მას მათმატიკოსი ამჯობინა. თუმცა, ამ ფაქტის დამადასტურებელი ისტორიული ცნობა არ არსებობს.
2014 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პაკისტანელ აქტივისტს 17 წლის მალალა იუსუფზაის გადაეცა, რომელიც ნობელის პრიზის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. 17 წლის მალალა საქვეყნოდ ცნობილი, 2009 წელს გახდა, როდესაც განათლების უფლებებისთვის მებრძოლი ბლოგერი გოგონა თალიბებმა მძიმედ დაჭრეს. წელს მშვიდობის დარგში, 17 წლის მალალას გარდა წარდგენილი იყო – 278 ნომინანტი, მათ შორის რომის პაპი ფრანცისკე.
საუკუნეზე მეტია, რაც ნობელის პრემია რამდნეიმე სფეროში გამორჩეულ, ნოვატორ ადამიანებს აჯილდოებს, თუმცა არც ერთი ქართველი, ჯერჯერობით ნობელის პრემიის ლაურეატი არ გამხდარა. პირველი ქართველი ნომინანტი, ნობელის პრემიაზე იყო გრიგოლ რობაქიძე, ლიტერატურის დარგში, შემდეგ მერაბ კოსტავა, ოთარ ჭილაზე, ჭაბუა ამირეჯიბი და დავით მაღრაძე.
”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა, თუ რამდენად აქვთ ქართველ მეცნიერებს მზაობა და პირობები იმისათვის, რომ ნობელის პრემიაზე წარდგნენ, ზოგადად რა კრიტერიუმებს ითავლსიწინებს შვედეთის აკადემია პრემიის მსისანიჭებლად.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია:
”ნობელის კომიტეტს, ყავს 500 ექსპერტი, რომელნიც პრაქტიკულად არიან აღიარებული სპეციალისტები თავიანთ დარგში. მათ პრეროგატივას წარმოადგენს, დააკვირდნენ მსოფლიოში მნიშვნელოვან აღმოჩნებს სხვადსხვა დარგებში. არიან ქვეყნები, რომლებიც გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ, ყველაზე მეტი ებრაელი ნომინანტი ყავს ნობელის პრემიას. იყო რამდენიმე ნომინანტი საქართველოდანაც, ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი ქვეყნიდან ხარ. ქართველებს გვყავს ძალიან ბევრი კარგი მეცნიერი, თუმცა მე არ შემიძლია დავასახელო რომელიმე მათგანი და ვთქვა, რომ ის აუცილებლად მიიღებს ნობელის პრემიას. ძალიან პერსპექტიული დარგია ბიოტექნოლოგია, საინტერესოა, რომ ჩინეთში გაიხსნა ერთობლივი ჩინურ-ქართული სამეცნიერო ცენტრი, სადაც თანამშრომლები წაიყვანეს საქართველოდან და ძალიან აქტიურად მუშაობენ, ამას ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არა გვაქვს ფინანსური საშუალება იმისა, რომ უახლესი ექსპერიმენტები ჩავატაროთ. ძალიან შეზღუდულები ვართ რესურსებში, ერთ მეცნიერზე 100 ათასი ლარი მაინც უნდა იხარჯებოდეს, რომ სერიოზული შედეგი მივიღოთ. ირანი ერთ მეცნიერზე ხარჯავს 600 ათასს, ასევე დიდი დანახარჯები აქვს ისრაელს. ძალიან დიდი ფინანსური რესურსი ჭირდება შედეგის მიღწევას. ”
პოეტი რატი ამაღლობელი:
”დღემდე ლიტერატურის ჟანრში, რამდენიმე ქართველი იყო ნომინირებული, თუმცა აქამდე ქვეყანას არცერთი ნობელის ლაურეანტი არ ყავს. მე ვფიქრობ, რომ ეს გლობალური პრობლემაა, თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში საქართველო და თანამედროვე ქართული ლიტერატურა არ არის ადეკვატურად წარმოდგენილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვიცნობენ. არც კლასიკურს და არც თანამედროვე ქართულ ნაწარმოებებს არ იცნობენ ისე, როგორც ჩვენ ამას ვისურვებდით. ვფიქრობ, ნობელის პრემიის გაცემა, ყარაულის თოფის გასროლასავით არ ხდება, ეს ძალიან დიდი პროცესია და ძალიან დიდი შრომაა საჭირო, ეს უნდ აიყოს, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი პროცესის ლოგიკური დასასრული. პროცესი კი მოიცავს – თანამედროვე ლიტერატურის თარგმნა რამდენიმე ენაზე, მათი ადეკვატური გამოცემა და გაცნობა. ახლა ეს, ასე არ ხდება და ძალიან დიდი სამუშაოა ამ კუთხით. ”
29.10.14
ნინა პირტახია