• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
პარასკევი, მაისი 20, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი

”ტელევიზიით ისტერიულ ტონალობაში გადმოცემული ძალადობის ფაქტები საზოგადოების ნევროტიზაციას იწვევს”- მარინა კაჭარავა

2014/11/17
in ექსკლუზივი
1 0
1
SHARES
10
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მედიასაშუალებებით ბოლო დროს თითქმის ყოველ დღე შუქდება ძლადობის ფაქტები,   სიუჟეტებს კი თან ახლავს მძაფრი კადრები შემთხვევის ადგილიდან, ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია ძალადობრივი ფონის ამაღლება საზoგადოებაში, მედიას რა როლი მიუძღვის ამ საკითში და როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის დარეგულირება, ასევე ძალიან გახშირებულია სუიციდის შემთხვევები, ამ და სხვა საკითხებზე ”თბილისი თაიმსს” ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ესაუბრა. unnamed-24

  • ქალბატონო მარინა, ბოლო დროს ძალიან  გახშირდა ძალადობის ფაქტები ქალებზე. მედია საშუალებები თითქმის ყოველდღე აშუქებენ ქმრების ძალადობის ფაქტებს, თქვენი აზრით რას უკაავშირდება ეს ფაქტი? რატომ გახშირდა ამ ბოლო დროს ოჯახური კონფლიქტების რიცხვი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება?

ძალადობა არ არის მხოლოდ ქალზე, ძალადობის ფენომენი არსებობს ადამიანისა ადამიანზე, მათ შორის შეიძლება ქალიც იყოს მოძალადე, შეიძლება ბავშვზე იყოს ძალადობა. არსებობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. ის, რაც კარგად ჩანს დღეს და რაზეც ხშირად ლაპარაკობენ,  არის ფიზიკური ძალადობა, ძირითადად კი მამაკაცი ძალადობს ქალზე, რომელიც ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. მოძალადე იზრდება ოჯახში, ბავშვი თუ ოჯახში ხედავს ძალადობას,  ის ან მოძლადე გაიზრდება ან მსხვერპლი,  მას სხვა ალტერნატივა არა აქვს. სოციუმში თუ ადამიანი ხედავს, რომ მოძალადე არის წარმატებული, გამარჯვებული და დაფასებული, მაშინ თვითონაც ხდება მოძალადე, ამას პროვოცირებას უკეთებს ბლოგ ბასტერები, ჩვენი ტელევიზიებიც მკვლელობას აშუქებენ ისე, როგორც არცერთ ქვეყანაში. ტელევიზიით აჩვენებენ გვამს, სისხლს, გვასმენინებენ ექიმების კომენტარებს მორგიდან, პირდაპირი ჩართვებია პანაშვიდებიდან, ეს ყველაფერი საზოგადოების ნერვატიზაციას იწვევს. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ამდენი ძალადობის ჩვენება ძალადობის პროვოცირებას იწვევს, ამას ემატება სოციალური ფონი, უმუშევრობა, ხალხური ნათქვამია უმუშევარი კაცი ცოლს დაუწყებს ჯავრობასო. ნარკომომხმარებელთა ძალიან დიდი რიცხვი, ნარკომანები ჰეროინიდან და ოპიუმიდან, მეტადონზე გადავიდნენ, შემდეგ ე.წ ”კრაკადილზე”, ტაბლეტებზე და ბოლოს არაყზე, საბოლოოდ კი მივიღეთ სრული შიზოფრენია, ასეთი ადამიანი კი შეიძლება იყოს სოციალურად საშიში. ქვეყანაში, არ არსებობს თავშესაფარი, სადაც შეიძლება ქალმა შეაფაროს თავი. რეალურად ძალიან ბევრი კომპლექსური პრობლემაა, რომელიც შეიძლება იყოს ძალადობის გამომწვევი მიზეზი.

  • დღეს არის ასეთი ტენდენცია, რომ ხელი გაიშვირონ ეკლესიისკენ, რომ თითოქს ეკლესია არის ძალადობის მაპროვოცირებელი, იმიტომ, რომ ჯვრისწერის დროს მოძღვარი წყვილს პავლე მოციქულის სიტყვებს ეუბნება, რომელსაც რევიზიას უტარებენ, რომ ქალი უნდა იყოს თავისი ქმრის მორჩილი და აღარ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ ქმარმა ისე უნდა შეიყვაროს ცოლი, როგორც ქრისტემ ეკლესია, ამ სიტყვებს არავინ არ უსმენს. ვთვლი, რომ  ეს არის ქრისტიანული ღირებულებების სრული უცოდინრობის ბრალი. ის ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობისკენ იშვერენ ხელს ან შეკვეთას ასრულებენ ან არიან უცოდინრები, რადგანაც შეუძლებელია ქრისტიანობას დააბრალო ძალადობა.

1994 წელს ავსტრალიაშიც მსგავსი სიტუაცია იყო, ამ დროისთის გახშირდა ცოლზე ძალადობა, რომელსაც მედია საშუალებები ძალიან აქტიურად აშუქებდნენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიას აეკრძალა მსგავსი ფაქტების გაშუქება, შედეგად დადგინდა, რომ მკვლელობისა და ძალადობის რიცხვი ძალიან შემცირდა. რამდენად ძლიერია დღეს მედიის გავლენა ჩვენს ქვეყანაში? ინტენსიურად გაშუქებული შემთხვევები ხომ არ იწვევს ძალადობის პროვოცირებას? სიტყვა მედია ”მედიუმიდან” მოდის, რაც შუამავალს ნიშნავს. ის არის უზარმაზარი ძალისა და გავლენის პატრონი საზოგადოების ნებისმიერ ფენაზე, გასნაკუთრებით კი ბავშვებსა და ახალგზარდებზე, რომელბიც ჯერ არ არიან ფორმირებულნი და გემოვნების ჩამოყალიბების პროცესში არიან. გადაცემებსა თუ სერიალებში მომხდარი ამბების, ქცევების პირდაპირი კალკირება ხდება მოზარდზე, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკსირება, როგორც ბეჭდურ მედიას, ასევე ტელევიზიასაც. ძალადობის ჩვენება არ შეიძლება, ეს პირდაპირ იწვევს ძალადობის პროვოცირებას. აშშ ზოგიერთ შტატში მულტფილმი ”ტომი და ჯერი”, სადაც მუდმივად ძალადობის ფაქტებია, აკრძალულია, რადგანაც ამ ქცევის პროვოცირება არ მოხდეს ბავშვებში. აშშ-ში ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი, საბავშვო ბაღში ბავშვებს აჩვენეს, მულტფილმი, სადაც ყველა ერთმანეთს ურტყამდა, შემდეგ ბავშვები გაუშვეს ოთახში, სადაც იყო ძალიან ბევრი სათამაშო და გარედან აკვირდებოდნენ, იქ ატყდა ზუსტად ისეთი ამბავი, როგორიც მულტფილმში იყო ნაჩვენები, ანუ ბავშვებში ქცევის პირდაპირი გადატანა მოხდა. აქედან გამომდინარე, როგორც პატარა ბავშვი, ასევე ახალგაზრდა, ძალიან მორწყვადია და ბუნებრივია, ასეთი რამის ჩვენება ძალიან სახიფათოა. უნდა იყოს რეგულირებული ასეთი კადრი, საერთოდ სისხლის ჩვენება არ შეიძლება ტელევიზორში, რადგანაც ყველას ერთი ფსიქიკა არა აქვს. მე მოვიძიე თუ როგორ ხდება ძალადობის გაშუქება საფრანგეთში, ტელევიზიით აცხადებენ, რომ მოხდა მკვლელობის ფაქტი, მაგრამ არ აჩვენებენ არაფერს, შესაძლებელია მხოლოდ ქუჩა აჩვენონ, სადაც შემთხვევა მოხდა, ამბავს კი საინფორმაციო გადაცემის ბოლოს აჩვენებენ.

  • საზოგადოება მიჯაჭულია მდარე ხარისხის სერიალებს, ფილმებს, დღესდღეობით ძალიან პოპულარულია თურქული სერიალები, სადაც მამაკაცის როლი უპირატესია და ქალი დაკნინებულია, ეს უკანანსკნელი შეზღუდული უფლებებით სარგებლობს, თურქული სერიალების გავლენა ხომ არ იგრძნობა ქართველ მამაკაცებზე?

შეიძლება თურქულ სერიალებს, ისევე როგორც ზოგადად ტელევიზიასა და ფილმებს აქვს გავლენა საზოგადოებაზე, განსაკუთრებით იქ სადაც ნაკლები განათლებაა და ერთადერთი გასართობი საშუალება სერიალებია. გარდა იმისა, რომ შესაძლოა ძალადობის პროვოცირება ხდებოდეს, ეს მდარე ხარისხის სერიალები გემოვნებასაც უფუჭებს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, მისახედია ეს თემა, მოძალადე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ასეთი პოლიტიზირება ამ თემის და წივილ-კივილის ატეხვა არ არის საჭირო. აუცილებლად უნდა მიეხედოს იმ ადამიანებს, რომელსაც ელემენტარულად საკვებიც კი არა აქვს და გაქცეულია საზღვარგარეთ სამუშაოდ, ძირითადად კი ქალები. შესაბამისად არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ძლადობამ იმატა, ან თუ არ იმატა ზედაპირზე წამოვიდა.

  • ქალბატონო მარინა, თქვნ, როგორც ფსიქოლოგი რას ურჩევდით ჟურნალისტებს, თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

ასეთი ისტერიული ტონალობაში გადმოცემული ძალადობის ფაქტები, პანაშვიდებიდან წაყვანილი რეპორტაჟები და ძალადობის ასეტი ტირაჟირება მინიმუმ საზოგადოების ნევროტიზაციას იწვევს და მაქსიმუმ ამ ქცევის კალკირება და გადატანა ხდება.

  • ასევე ხშირია სუიციდის ფაქტები, რამდენჯერმე დაფიქსირდა მეტროში თავის მოკვლის შემთხვევაც, რამ  შეიძლება ადამიანს უბიძგოს ამ დროს?

დაახლოებით იმავე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სუიციდიც აგრესიაა, ოღონდ ამ შემთხვევაში ავტოაგრესია. აგრესია შემოტრიალებულია საკუთარი თავისკენ, ეს არის თვითგანადგურების ინსტიქტი, რომელიც თუ იმარჯვებს ადამიანზე, შესაძლებელია მოხდეს სუიციდის შემთხვევა. სოციალური თემები, კაზინოები, რომლითაც უამრავი ოჯახი გაუბედურდა, უსამსახურობა, ვალები, ეს ყველაფერი რასაკვირველია იწვევს ამ ქცევის პროვოცირებას.

  • შექმნილი გარემო, მომძლავრებული ნეგატივი რამდენად შეიძლება გახდეს სუიციდის მიზეზი…

ეს ნეგატივიც ძალიან გაბუქებულია, ბევრად უფრო მეტი ცუდი ისმის ვიდრე არის. ხომ შეუძლიათ მედია საშუალებებს, რომ რაღაც კარგიც აჩვენონ. გადაცემებშიც ერთმანეთის შეურაცყოფას და ცემა-ტყეპას აჩვენებენ, რასაც ბავშვებიც უყურებენ. ფილმებშიც ძალადობის ფაქტბეია წამოწეული, რეალობაშიც ასე ხდება. პოლიტიკოსები და ლამის მეცნიერებიც ერთმანეთის ცემა-ტყეპაზე არიან გადასული. ბავშვები კი რასაც ხედავ ზუსტად იმავეს იმეორებენ, რაც არც არის გასაკვირი.

  • თქვენი დაკვირვებით დღეს როგორია საზოგადოება…. ყველაზე მეტად რა უჭირთ და რა აწუხებთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისისთ?

ჩვენ ძალიან ემოციური ხალხი ვართ, ძალიან ადვილია ჩვენი გადარევა, ადვილად მანიპულირებადი ხალხი ვართ. ეს ემოციურობა, რომელიც გამოკვეთილია ჩვენს ეროვნულ ხასიათში, ძალიან კარგად შეიძლება იყოს, როგორც შიდა, ასევე გარე მტრის მიერ. ბოლო 25 წელია აბსოლიტურად ფსიქოტურ გარემოში ვცხოვრობთ, ამას დაემატა უშუქობა, უფულობა, უსამსახურობა, ომები, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ იყო. წარმოიდგინეთ  რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს საზოგადოება, ხალხი გარბის ქვეყნიდან, ის ვინც შესაბამისად აქ ცხოვრობს ან პოლიტიკოსია ან საზღვარგარეთ ყავს ვინმე ოჯახის წევრი, რომელიც ეხმარება, მოსახლეობის ნერვატიზაცია ძალიან მაღალია და ამას ემატება ნარკოდამოკიდებულთა ფენა, რომელიც სრულაიად უმართავია. ვიტყოდი, რომ საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი საზოგადოება.

03.11.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post
საქართველოს ეკონომიკა 15 წელიწადში თითქმის გაოთხმაგდება – სსფ-ს პროგნოზი

საქართველოს ეკონომიკა 15 წელიწადში თითქმის გაოთხმაგდება - სსფ-ს პროგნოზი

საქართველოს მთავრობა ეფექტიანობით ევროკავშირის 11 მთავრობას უსწრებს – Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა

საქართველოს მთავრობა ეფექტიანობით ევროკავშირის 11 მთავრობას უსწრებს - Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა

ბოგდან ხმელნიცკის ნაწილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას ბერი გაბრიელის სახელი მიენიჭა

ბოგდან ხმელნიცკის ნაწილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას ბერი გაბრიელის სახელი მიენიჭა

Discussion about this post

ახალი ამბები

„ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ 
ახალი ამბები

„ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ 

2022/05/19
0

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პუტინს კიდევ ერთხელ აქებს და ამბობს, რომ ბავშვებმა მაგალითი სწორედ მისგან უნდა აიღონ. „ჩვენ გვყავს პრეზიდენტი,...

სრულად
სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება 

სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება 

2022/05/19
ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება 

ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება 

2022/05/19
საზტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება არ განიხილება – გამყრელიძე  

საზტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება არ განიხილება – გამყრელიძე  

2022/05/19
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ

2022/05/18
ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

2022/05/18
“ბირთვული ომი დაუშვებელია, რადგან ჩვენი დედამიწა შესაძლოა ორბიტას მოწყდეს და სად გავფრინდებით არავინ იცის” – ლუკაშენკო 

რუსეთი ნატოს მარტო არ უნდა ებრძოლოს – ლუკაშენკო  

2022/05/18

საინტერესო

საკრებულოს დელეგაცია გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით პოლონეთში გაემგზავრა

6 წელი ago
იტალიის მთებში მცხოვრებ ბავშვებს წიგნებით მოსიარულე ბიბლიოთეკა ამარაგებს

იტალიის მთებში მცხოვრებ ბავშვებს წიგნებით მოსიარულე ბიბლიოთეკა ამარაგებს

3 წელი ago

ვიეტნამში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა

9 წელი ago

შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა

5 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • „ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ  2022/05/19
  • სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება  2022/05/19
  • ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება  2022/05/19

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In