ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცეტრმა” გამართა ფორუმი “საქართველოს და კავკასიის ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო ანგარიში 2014-2019 წწ”.
ფორუმზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტი ფონდის უახლესი საპროგნოზო თვალთახედვა საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების შესახებ.
„თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცეტრის” მიერ მომზადებული პრეზენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მსყიდველობითუნარიანი ეკონომიკის განუხრელ ზრდას პროგნოზირებს. გარდა ამისა, ფონდი უახლესი 5 წლის მანძილზე ეკონომიკაში ინვესტიციების წილის მიხედვით საქართველოს კავკასიის რეგიონში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან შედარებით მაღალ შეფასებას აძლევს. ფონდის პროგნოზით ჩვენი ქვეყნისათვის მომავალი ხუთი წელი გარდამტეხი იქნება უარყოფითი აგადამხდელო ბალანსის შემცირების თვალსაზრისითაც.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს მსყიდველობითუნარიანი (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით) მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 2013 წელს 32,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4,7 %-ით აღემატება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით დახასიათდება და 2019 წლისათვის დაახლოებით 48,2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს (2013 წელთან შედარებით გაიზრდება 50,4%-ით):
მსყიდველობითუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტი
საინტერესო სურათს იძევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ:
როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, საქართველოში მსყიდველობითუნარიანი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით 5,0%-ით გაიზარდა და 7155 აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში აღნიშნული მაჩენებელი 2019 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით გაიზრდება 61,5%-ით.
ანალიზისას ირკვევა, რომ 2013-2019 წლების საშუალო წლიური ზრდა 7,1% შეადგენს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლისთვის 2012 წელთან შედარებით გაორმაგდება, ხოლო 2032 წლისთვის გაოთხმაგდება.
ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანი მშპ-ს მაჩვენებლის სიდიდით 2013 წელს საქართველო რეგიონში უსწრებდა მხოლოდ სომხეთს, თანაც უმნიშვნელოდ – ერთ სულ მოსახლეზე 121 აშშ დოლარით, ხოლო უკრაინას 1495 აშშ დოლარით ჩამორჩებოდა.
თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში 2019 წლისათვის 11004 აშშ დოლარს მიაღწევს და მისი სიდიდით გაუსწრებს სომხეთს (1204 აშშ დოლარით) და უკრაინას (46 აშშ დოლარით):
მსყიდველობითუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს აგრეთვე ინფორმაციას საგადასახდელო ბალანსის შესახებაც, რომლის ანალიზიც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:
საგადასახდელო ბალანსი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო პერიოდის მანძილზე 2008 წელი ყველაზე კრიტიკულ პერიოდად ითვლება. საგადასახდლეო ბალანსის მაჩვენებელმა 2012 წელს -11,7% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2019 წლისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 2,33-ჯერ გაუმჯობესდება.
საინტერესო სურათს გვაძლევს რეგიონის ანალიზი. აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში ლიდერობს აზერბაიჯანი, ხოლო მეორე ადგილს იკავებს რუსეთი.
როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, 2013 წელს საქართველო საგადასახდელო ბალანსის მაჩვენებლით რეგიონში უსწრებდა უკრაინას და სომხეთს. მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წლისათვის საქართველო ჩამორჩება უკრაინას, თუმცა სომხეთს კვლავ აჯობებს.
საგადამხდელო ბალანსი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო ეკონომიკაში (მშპ-ში) ინვესტიციების წილით, 2011 წლიდან მოყოლებული, რეგიონში უდავო ლიდერია.
ინვესტიციების წილმა მშპ-ში საქართველოში 2012 წელს 29,8% შეადგინა, მაშინ, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი უკრაინაში შეადგენდა 18,4%, აზერბაიჯანში 22,7%, სომხეთში 23,4%, რუსეთში 23,6%.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წლისათვის საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ (2,23 პროცენტული პუნქტით) შემცირდება და 27,6%-მდე დაეცემა, თუმცა საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერად დარჩება.
ინვესტიციების წილი ეკონომიკაში (მშპ)
03.11.14