საერთაშორისო ორგანიზაციამ Economist Intelligence Unit (EIU) მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის The Worldwide Governance Indicators (WGI) ფარგლებში საქართველოს მთავრობის საქმიანობა სხვა პარამეტრებთან ერთად “რეგულირების ხარისხიანობის” მიხედვითაც შეაფასა.
EIU-ის მიერ მსოფლიოს მთავრობები რეგულირების ხარისხიანობის მხრივ შეფასდა ისეთ ეკონომიკურ მიმართულებებში, როგორიცაა: კეთილსინდისიერი კონკურენციის პრაქტიკა, ფასების რეგულირება, დისკრიმინაციული ტარიფები, ზომაგადასული პროტექციონიზმი, დისკრიმინაციული ფასები .
EIU-ის (Economist Intelligence Unit) შეფასებით საქართველოში რეგულირების ხარისხიანობის მაჩვენებელი 100%-იანი სისტემით 70%-ს შეადგენს.
საქართველო 2013 წელს რეგულირების ხარისხიანობის მაჩვენებლით რეგიონში ლიდერია და ყველა ქვეყანას უსწრებს (თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრანა).
EIU-ის მიხედვით, 2013 წელს რეგულირების ხარისხიანობის მაჩვენებლის მიხედვით პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
საქართველო რეიტინგში 51-ე ადგილს იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებლის დონით იგი უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სლოვაკეთი და ხორვატია.
საქართველო 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებლის სიდიდით ევროკავშირის წევრი ისეთი სახელმწიფოების დონეზე დგას, როგორიცაა ჩეხეთი და ბულგარეთი, ხოლო საბერძნეთს, რუმინეთს, პოლონეთსა და სლოვენიას უმნიშვნელოდ ჩამორჩება.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეგულირების ხარისხიანობის მაჩვენებლით 2013 წელს საქართველო აშშ-საც უსწრებდა, თუმცა უმნიშვნელოდ:
აღნიშნულ კვლევასთან დაკვშირებით, დღეს ფორუმი ( “საქართველოს მთავრობის ხარისხი – Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა”) “ხელისუფლების საერთაშორისო მონიტორინგის ცენტრმა” მოაწყო. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაცია Economist Intelligence Unit-ის მიერ მომზადებული ანგარიში. საერთაშორისო ორგანიზაციამ EIU-ის (Economist Intelligence Unit) მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის The Worldwide Governance Indicators (WGI) ფარგლებში მსოფლიო მთავრობების საქმიანობის ხარისხი შეაფასა, რომელთა შორისაც საქართველოს 2013 წლის მთავრობის ანალიზიც წარმოადგინა. EIU-ის მიერ შეფასება განხორციელდა 4 აგრეგატის მიხედვით : მთავრობის ეფექტიანობა; რეგულირების ხარისხიანობა; კანონის უზენაესობა; არჩევანის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება.
აღნიშნული 4 აგრეგატის მიხედვით, საქართველოს 2013 წლის მთავრობა საქმიანობის ხარისხით რეგიონში ლიდერის პოზიციაზეა, ეფექტიანობის დონით ევროკავშირის 11 სახელმწიფოს უსწრებს, ხოლო “კანონის უზენაესობის” მიხედვით ისტორიული მაქსიმუმის დონეზეა შეფასებული.
03.11.14