საერთაშორისო ორგანიზაციამ Economist Intelligence Unit (EIU) მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის The Worldwide Governance Indicators (WGI) ფარგლებში საქართველოს მთავრობის საქმიანობა სხვა პარამეტრებთან ერთად “კანონის უზენაესობის” უზრუნველყოფის დონით შეაფასა.
EIU-ის მიერ მთავრობები კანონის უზენაესობის თვალსაზრისით შეფასდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი, ორგანიზებული დანაშაული, სასამართლო პროცესების სამართლიანობა, კონტრაქტების შესრულება, სასამართლო პროცესების სისწრაფე, კონფისკაცია/ექსპოპრიაცია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, კერძო საკუთრების დაცვა.
EIU-ის (Economist Intelligence Unit) შეფასებით, ბოლო 8 წლიან პერიოდში საქართველოში კანონის უზენაესობის დონის მაჩვენებელმა მაქსიმალურ მნიშნელობას 2013 წელს მიაღწია და 53,1% შეადგინა, რაც წინა 7 წლის (2006-2012წწ) საშუალო მაჩვენებელს 4,2 პროცენტული პუნქტით აღემატება.
2013 წელს კანონის უზენაესობის დონის მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ყველა ქვეყანას უსწრებს (რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრანა).
ქვემოთ მოცემულ გრაფიკში მოცემულია კანონის უზენაესობის დონის მაჩვენებლების შედარება მეზობელ ქვეყნებთან და უკრაინასთან:
2013 წელს კანონის უზენაესობის დონის მაჩვენებელი 2006 წელთან შედარებით საქართველოში 21,4%-ით გაიზარდა. როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, 2006 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებლის ყველაზე დიდი ზრდა რეგიონში ჩვენს ქვეყანაში შეინიშნება.
EIU-ის მიხედვით, 2013 წელს კანონის უზენაესობის დონის მიხედვით პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
საქართველო რეიტინგში 69-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული მაჩვენებლის სიდიდით საქართველო ევროკავშირის წევრი ისეთი სახელმწიფოების დონეზე დგას, როგორიცაა ხორვატია და ბულგარეთი, ამასთან იტალიისა და რუმინეთის ანალოგიურ მაჩვენებლებს უმნიშვნელოდ ჩამორჩება.
აღნიშნულ კვლევასთან დაკვშირებით, დღეს ფორუმი ( “საქართველოს მთავრობის ხარისხი – Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა”) “ხელისუფლების საერთაშორისო მონიტორინგის ცენტრმა” მოაწყო. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაცია Economist Intelligence Unit-ის მიერ მომზადებული ანგარიში. საერთაშორისო ორგანიზაციამ EIU-ის (Economist Intelligence Unit) მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის The Worldwide Governance Indicators (WGI) ფარგლებში მსოფლიო მთავრობების საქმიანობის ხარისხი შეაფასა, რომელთა შორისაც საქართველოს 2013 წლის მთავრობის ანალიზიც წარმოადგინა. EIU-ის მიერ შეფასება განხორციელდა 4 აგრეგატის მიხედვით : მთავრობის ეფექტიანობა; რეგულირების ხარისხი; კანონის უზენაესობა; არჩევანის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება.
აღნიშნული 4 აგრეგატის მიხედვით, საქართველოს 2013 წლის მთავრობა საქმინობის ხარისხით რეგიონში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ლიდერის პოზიციაზეა.
04.11.14