• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, მაისი 28, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home საზოგადოება
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურების მომატების წინააღმდეგია

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურების მომატების წინააღმდეგია

2014/11/04
in საზოგადოება
1 0
1
SHARES
15
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

41A2A165-EF1A-4182-B284-98845F3C0407_mw1024_s_nპედაგოგთა პროფკავშირი პედაგოგის საბაზო ხელფასის 2015 წლის 1-ელი იანვრიდან გაზრდას ითხოვს. პედაგოგთა პროფკავშირი საბაზო ხელფასის ნაწილობრივი გაზრდისა და პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურების მომატების წინააღმდეგია. ამასთან დაკავშირებით დღეს პედაგოგთა პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი” (სპმთპ) პედაგოგის შრომის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება.

განცხადების თანახმად, პროფკავშირი პედაგოგის საბაზო ხელფასის ეტაპობრივად გაიზარდას ითხოვს. კერძოდ, უახლესი 3 წლის განმავლობაში იგი გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. კატეგორიებს შორის განსხვავება კი გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად განისაზღვროს.

“თბილისი თაიმსი” “საქართველის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის” (სპმთპ) განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, პედაგოგის შრომის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება და თვისობრივად განსხვავდება იმ დაპირებებისაგან, რაც საზოგადოებას აცნობა პრემიერ – მინისტრმა: ,, ხელისუფლებამ განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რომელმაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულ ინტეგრაციას ხელი უნდა შეუწყოს. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-16-17 წლებში, პედაგოგთა ხელფასი 2015 წლიდან ეტაპობრივად გაიზრდება”.

3 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით შემოთავაზებულია შერეული მოდელი – საბაზო ხელფასის ნაწილობრივი გაზრდისა და პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურების მომატების შესახებ. წარმოდგენილი მოდელის პრინციპულად წინააღმდეგია პედაგოგთა საზოგადოება და სპმთპ. ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს ეტაპობრივად და უახლესი 3 წლის განმავლობაში გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად განისაზღვროს კატეგორიებს შორის განსხვავება. ვფიქრობთ, ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. განვლილი წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სასერტიფიკაციო დანამატების და კატეგორიებს შორის სახელფასო განსხვავებების მეშვეობით პედაგოგთა ხელფასის ზრდა წარმოადგენდა ფარსს. იქმნებოდა ილუზია იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავდა პედაგოგთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის, მათი მოტივაციისა და განათლების ხარისხის ამაღლებისათვის. მაგალითად, უამრავი ხელოვნური პრობლემა იყო შექმნილი 1000 ლარიანი ხელფასის დამადასტურებელი სერტიფიკატის და 75-ლარიანი სასერტიფიკაციო დანამატის გაცემის პროცესში. ამის არაერთი ფაქტი გაგვაჩნია. გამომდინარე იქედან, რომ პედაგოგთა 1%-მაც კი ვერ მიიღო 1000 ლარიანი შრომის ანაზღაურება, აღნიშნულმა ცვლილებებმა ვერ გადაჭრა მასწავლებლის პრობლემა.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებაც, ჩვენი აზრით, იგივე ტენდენციის გაგრძელებაა. ფაქტიურად, საბაზო ხელფასი იზრდება მხოლოდ 50 ლარით, დანარჩენი ხელფასების მატება დაკავშირებულია ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროექტის” მოთხოვნებთან, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა. გაუგებარია ის გადაწყვეტილებაც, რომ პედაგოგის საბაზო ხელფასი, სიმბოლურად 50 ლარით უნდა გაიზარდოს 2015 წლის სექტემბრიდან, მაშინ როდესაც საბიუჯეტო წელი იწყება 1 იანვრიდან.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას: პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს 2015 წლის 1 იანვრიდან და საბაზო ხელფასის ზრდა გაიმიჯნოს პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით სახელფასო განსხვავებისაგან. ასეთი მიდგომით უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ პედაგოგებს პროფესიული ზრდისათვის. წარმოდგენილი მოდელი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებითად ვერ ცვლის პედაგოგის მდგომარეობას და შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგთა საზოგადოებას მის მიმართ გამოკვეთილი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
ალბათ დადგა დრო, რომ ყველა, ვისაც ხელეწიფება, უფრო ღრმად ჩაწვდეს მასწავლებლების მძიმე სოციალურ მდგომარეობას, პედაგოგებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და გადაწყვეტილებების მიმღებებმა პედაგოგთა უფლებების შელახვის ნაცვლად, იზრუნონ ქვეყნისათვის უმთავრესი პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისათვის.
პედაგოგთა საზოგადოებას შესწევს ძალა, საქართველოს კონტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დაიწყოს ბრძოლა შექმნილი მდგომარეობის შესაცვლელად.

04.11.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

წალენჯიხაში უფასო IT სკოლა იხსნება – “დარწმუნებული ვარ, ბრილიანტებს აღმოვაჩენთ“ 
ახალი ამბები

წალენჯიხაში უფასო IT სკოლა იხსნება – “დარწმუნებული ვარ, ბრილიანტებს აღმოვაჩენთ“ 

2022/05/21
Turebi.ge – “აშშ-ის “მწვანე ბარათი” საქართველოში 3-4 ათასამდე ადამიანმა მოიგო”  
ახალი ამბები

Turebi.ge – “აშშ-ის “მწვანე ბარათი” საქართველოში 3-4 ათასამდე ადამიანმა მოიგო”  

2022/05/15
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა –  საქსტატის მონაცემები
ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა – საქსტატის მონაცემები

2022/05/13
Next Post
გიორგი მარგველაშვილი ბან კი-მუნს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ბან კი-მუნს შეხვდა

ქვემო ქართლი სოლიდარობის ფონდს უერთდება

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა

Discussion about this post

ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას...

სრულად
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

2022/05/26
„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

2022/05/26
„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

2022/05/26
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

2022/05/26

საინტერესო

ირაკლი კობახიძე: “ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა”

4 წელი ago
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

3 წელი ago
BBC: საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლოც კი იყოს

BBC: საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლოც კი იყოს

2 წელი ago
იუსტიციის სამინისტროს თანამშომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს თანამშომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

8 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი  2022/05/28
  • ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  2022/05/28
  • „მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია   2022/05/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In