• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, მაისი 25, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ანალიტიკა

ყველაზე ეფექტიანი რეგიონში საქართველოს მთავრობა?

2014/11/06
in ანალიტიკა
1 0
1
SHARES
17
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რამდენიმე დღის წინ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში გაიხსნა ფორუმი “საქართველოს მთავრობის მენეჯმენტის ხარისხი – საერთაშორისო შემაჯამებელი ექსპერტიზა, (პრობლემები და გამოწვევები)”. ფორუმზე განიხილეს მსოფლიო ბაnკის პროექტ Worldwide Governance Indicators – ის (WGI) ფარგლებში მომზადებული საქართველოს მთავრობის შეფასების ანგარიშის მიმოხილვა; WGI-ის ანგარიში 1996-2013 წლების პერიოდს ეხება და აერთიანებს მთავრობის შეფასების ექვს აგრეგატს  მსოფლიოს 200 ქვეყნისა და ტერიტორის შესახებ. ეს აგრეგატებია: 1) ხმა და ანგარიშვალდებულება; 2) პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივობა; 3) მთავრობის ეფექტიანობა; 4) რეგულირების ხარისხიანობა; 5) კანონის უზენაესობა; 6) კორუფციის კონტროლი(ანტიკორუფციული საქმიანობა). ზემოთ ჩამოთვლილ ყველა აგრეგატში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით.

საინტერესოა, რამდენად სწორია აღნიშნული დასკნვა. იმის შესახებ თუ რამდენად ეფექტურია საქართველოს მთავრობა? როგორია მისი მენეჯმენტი და აღნიშნული შეფასებები აისახება თუ არა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „თბილისი თაიმსს“ ექსპერტები: ირაკლი ზარქუა, მიხეილ დუნდუა და სოსო ცისკარიშვილი ესაუბრნენ.

11

  • მსოფლიო ბანკის  პროექტ  – Worldwide  Governance  Indicators-ის (WGI) შეფასებით,  საქართველოს  2013 წლის მთავრობის ეფექტიანობა, 2012 წლის გარდა, უკლებლივ ყველა გასული წლის მაჩვენებელს აღემატება და რეგიონში ყველა ქვეყანას უსწრებს,  ეთანხმებით თუ არა აღნიშნულ შეფასებასდა თუ არ ეთანხმებით რატო?არის თუ არა არსებული მთავრობის პოლიტიკა ეფექტური?  როგორ შეაფასებთ, საქართველოს დღევანდელი მთავრობის მენეჯმენტის ხარისხს? რა დადებით და უარყოფით მხარეებს გამოყოფთ?

ZARQU-300x300ირაკლი ზარქუა:

„ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციების, მითუმეტეს მსოფლიო ბანკის  კვლევები ძალიან ავტორიტეტულია და პატივსაცემი ნებისმიერ სფეროში.  არის შემთხვევები, როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრი და ამ შემთხვევაში ჩემიც, არ ემთხვევა, თუნდაც ასეთი ცნობილი ორგანიზაციის კვლევებს. თუმცა ეს  მათ მნიშვნელობას და კომპეტენტურობას ჩრდილს როდი აყენებს. ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობის ეფექტურ მენეჯმენტზე საუბარი ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია, თუმცა  არის სფეროები სადაც  მთავრობის „უნარიანი და ეფექტური“  ხელი უკეთ ჩანს, გასულ წლებთან შედარებით. კერძოდ, ჯანდაცვის  და   სოფლის მეურნეობის  მიმართულება  ( რთველი 2013-2014), ასევე ენერგეტიკა. მართალია კახი კალაძე ცდილობს, გზა მონახოს ტარიფების დაწევის, ყველა საშუალება მოძებნოს, რომ ამ სექტორში ფინანსები მოიზიდოს და ჰესები ააშენოს, თუმცა, ჯერ კიდევ შორს ვართ ოპტიმალურ მდგომარეობამდე და ამაში მოახლოებული ზამთარიც მალე დაგვარწმუნებს. დანარჩენ სფეროებში, როგორიც გახლავთ – ფინანსები და ბიუჯეტი  ძალიან დიდი პრობლემებია, პრობლემური ბიუჯეტი, დაბალი ეკონომიკური ზრდა და აქტიურობა, უმუშევრობა და ა.შ. სამართლიანობა და სასამართლო ხელისუფლება, ჯერ კიდევ ათი ათასობის დაზარალებული ადამიანი ელოდება სიმართლის დადგენას და შელახული რეპუტაციის, წართმეული ქონების თუ ღირსების აღდგენას; საგარეო ველზე კი, ჩემდა სამწუხაროდ არასახარბიელო რეზონანსი და გამოხმაურება, თუნდაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან. საშინაო პოლიტიკური ვითარება, საკმაოდ დაძაბული და ვფიქრობ, ისევ კოჰაბიტაციის რეჟიმში არის მთავრობა და პრეზიდენტი; ინფრასტრუქტურული კოლაფსი; ამ ყველაფრის საპირწონედ მილიონობით გამოწერილი პრემიები და მომატებული ხელფასები მთავრობის ცალკეული პირებისგან. ასეთ ვითარებაში, მიმაჩნია, რომ მთავრობის ეფექტიან მენეჯმენტზე საუბარი ცოტა გადაჭარბებულია. ამიტომ არ ვეთანხები ამ კვლევის შედეგებს.

დღევანდელი მთავრობის ძლიერი მხარეა რომ  ქვეყანაში  არ არის  ე.წ „ელიტარული კორუფცია“;  ნუ მე არ მსმენია ყოველ შემთხვევაში. ძლიერი მხარეა ასევე ის რომ,  ამჟამინდელი ხელისუფლება  არ ზემოქმედებს  სასამართლო ხელისუფლებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალაია არ გამართლდებოდა 6 ბრალდებიდან 5-ში, უგულავას და  მერაბიშვილს კი დიდი ხნის წინ ექნებოდათ გამოტანილი განაჩენი ყოველგვარი გამოძიებისა და  კვლევების გარეშე. მიუხედავად ამდენი პრობლემებისა ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ პრემიერს და მის გუნდს მაინც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და მის მხარეზეა. რაც შეეხება სუსტ მხარეებს, ეს არის მეტისმეტი გაუბედაობა; ნეპოტიზმი; ზოგ შემთხვევებში არაკომპეტენტურობა და კოალიციური მმართველობა. ჩემის აზრით, საქართველო ჯერ შორს არის იმ მდგომარეობიდან, რომ ქვეყანა მართოს განსხვავებული ღირებულებების და ორიენტაცის პირებისგან დაკომპლექტებულმა კოალიციამ. ეს არის, სათავე ბევრი გაუგებრობის და უხეხულობის ხელისუფლებაში.”

181230_316009285200683_1599757493_nმიხეილ დუნდუა:

“Worldwide Governance Indicators-ის მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყნის და ტერიტორიის მთავრობებს აფასებს, ეყრდნობა 30-მდე საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ექსპერტიზას, რის გამოც კვლევა უპრეცენდეტოდ მაშტაბურია. შესაბამისად, მისი დასკვნები პატივსაცემია და გასათვალიწინებელი. კარგია, რომ მსოფლიო ბანკის ამ ავტორიტეტული პროექტის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ეფექტიანობით ლიდერობს კავკასიაში და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორისაც; მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიანობით უსწრებს თურქეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის და თვით იტალიის მთავრობებს, მაგრამ ყოველივე ამან ხელისუფლება ხიბლში არ უნდა ჩააგდოს. ყურადღების მოდუნება აქ ყოვლად დაუშვებელია, მითუმეტეს ახლა, ევროასოცრების ხელშეკრულების ამოქმედების ფონზე. წინ 2015 წელია და დგება დრო, როცა მთავრობის ეფექტიანობამ საზოგადოების უმრავლესობის კეთილდღეობაში პოვოს  ასახვა.

ეფექტიანობა გაზრდილია რამდენიმე მიმართულებით. ბიზნესი განთავისუფლდა სახელმწიფო ზეწოლისაგან. წინასწარ გადასახადებს არავინ იხდის; სახელმწიფოს სასარგებლოდ წილებს, ავტომობილებს, სახლ-კარს, ბიზნესს არავინ თმობს; სახ.ტენდერის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე შექმნილი კომპანიები  უკვე ვეღარ იმარჯვებენ. მაგრამ, საგადასახადო გეგმის შესრულებს მიუხედავად, საბიუჯეტო სახსრები ნელი ტემპით იხარჯება, მართალია ამის მიზეზი ძირითადად ჩაშლილი ტენდერებია (რაც კორუფციაზე კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება), მაგრამ უკვე მომავალი წლიდან ასეთი ხარვეზები მთავრობას აღარ ეპატიება. მთავრობა მოვალეა ყოველ წელს პროგრესი აჩვენოს.”

cis სოსო ცისკარიშვილი:

“მსოფლიო ბანკს აქვს ზოგჯერ არადამაჯერებელი მიდგომები შეფასებების გამოტანისას. „doing” ბიზნესის კატეგორიაში საქართველო ლიდერად იყო წარმოჩენილი. მსოფლიო ბანკი ვერ მიუხვდა მზაკვრობას წინა ხელისუფლებას  და ვერ გამიჯნა ერთმანეთისაგან ორი ცნება “doing business“ და „starting business“. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის  პირობებში, ყველაზე მარტივი ბიზნესის დაწყება იყო საქართველოში. რა მოსდიოდა ამ ბიზნესს ორი სამი-თვის შემდეგ, ეს უკვე აღარ აინტერესებდა მსოფლიო ბანკს. მათ ეგონათ, რომ როგორც სხვა ნორმალურ ქვეყანებში, აქაც ბიზნეს თუ დაიწყებ გააგრძელებ ჩვეულებრივად. ჩვენთან რეალობა კი სულ სხვაგვარია, როოდესაც „starting business“ სრულიად შეუსაბამო კრიტერიუმებით იყო წარმოდგენილი. ჩვენთან  ჯადანცვის ერთეულები ისე იხსნებოდა, რომ თავად მკურნალს არ მოეთხოვებოდა დიპლომი ან რაიმე ტიპის დამამტკიცებელი საბუთის წარმოედგინა. მთავარი იყო შენატანი, მთავრი იყო ის, რომ ნებისმიერი ახალი ბიზნები იყო მათთვის უკანონო შემოსავლის წყარო. სწორედ ამიტომ, გვაქვს ასეთი მაჩვენებლი ბიზნესის დაწყების კუთხით.  თუ სიმართლე ვინმეს მართლა აინტერესებს, დათვალოს თუ არ წაიკითხავს ის 10 000-მდე განცხადება, რომელიც პროკურატურაში უძრავად დევს. ეს დოკუმენტები ინახავს უამრავ ტრაგედიას ჩვენი მოსახლეობისას: წართმეული ბიზნესი, წართმეული ქონება და ა.შ.

დადებითი ალბათ ის არის, რომ გარკვეული გამჭირვალობა ახასიათებს ჩვენი მთავრობის წევრებს. ისინი არ არიან მიუწვდომელნი საზოგადოებისათვის. ეფექტურობის კუთხით, ძნელია რაიმე მაღალი მოთხოვნები წაუყენო მთავრობას, როდესაც ძალაუფლება კონცეტრირებულიაერთი პირის ხელში. ფორმალურად ეს არის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეალურად კი ყოფილი პრემიერ მინისტრი-ბიძინა ივანიშვილი. ასეთ ვითარებაში მთავრობის წევრებს რასაკვირვეკელია უჭირთ საქმიანობა. მთავრბის ნდობა კი, დაკარგეს ადამიანებმა, რომლებიც ისმენენ, რომ მთავრობის გუნდის მუშაობა არის ეფექტური. ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ და ა.შ ერთ დღესაც კი იღვიძებენ და 7 მინისტრი გადაყენებულია. მენეჯმენტის ასეთი ფორმა არასოდეს სიმყარეს არ უქმნის მთავრობას. დღესაც არავის გაუკვირდება თუ  კიდე რამდენიმე ადამიანს მოხსნიან, თანაც ისე, რომ კონკრეტულ შენიშვნას არ მისცემენ. როდესაც სოფლის მეურნეობის უაღრესად წარმატებულ 2 მინისტრს მოხსნია და მის მაგივრად დანიშნავ ადამიანს, რომლის ბიოგაფიაშიც ყველაზე მაღალი თანამდებობა არის პოლიციელობა და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, რასაკვირველია საკუთარი მდგრადობის ხარისხი მთავრობის წევრებისთვის დაბალი იქნება.”

06.11.14

ანო მუქათარიძე

 

 

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე
ანალიტიკა

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

2022/05/17
არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 
ანალიტიკა

არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 

2022/05/17
ხორბლის ბაზრის 30 %-ს უკრაინა და რუსეთი წარმოადგენს – რა არის ალტერნატივა
ანალიტიკა

ხორბლის ბაზრის 30 %-ს უკრაინა და რუსეთი წარმოადგენს – რა არის ალტერნატივა

2022/03/05
Next Post
“ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ცალკეულ უწყებაში იმისთვის, რომ ჩვენი ევროპასთან ინტეგრაცია მოხდეს სწრაფად “

"ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ცალკეულ უწყებაში იმისთვის, რომ ჩვენი ევროპასთან ინტეგრაცია მოხდეს სწრაფად "

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 7 დაურეგისტრირებელი სახერხი დალუქა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 7 დაურეგისტრირებელი სახერხი დალუქა

ირაკლი ღარიბაშვილი: “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, გარდა დავით ზალკალიანისა, რჩებიან ადგილებზე”

ირაკლი ღარიბაშვილი: "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, გარდა დავით ზალკალიანისა, რჩებიან ადგილებზე"

Discussion about this post

ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 
ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 

2022/05/25
0

შაბათს გადაცემა „სთორის“ სტუმარი გიორგი გილიგაშვილი იქნება. ამის შესახებ გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი თემა, რაზეც გიორგი ისაუბრებს...

სრულად
საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

2022/05/25
„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

2022/05/25
მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

2022/05/25
მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

2022/05/24
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2022/05/24
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

2022/05/23

საინტერესო

აზარბაიჯანის და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრები 17-18 მაისს შეხვდებიან

9 წელი ago
სამხედრო ტერმინთა ელექტრონულ ლექსიკონზე მუშაობას იწყება

სამხედრო ტერმინთა ელექტრონულ ლექსიკონზე მუშაობას იწყება

8 წელი ago

იონას პასლაუსკასი: საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტულია

5 წელი ago
ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილი წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილი წარადგინა

7 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • „12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი”  2022/05/25
  • საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე  2022/05/25
  • „რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ  2022/05/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In