ჩვეენს ქვეყანას, შეუძლია ძალიან ბევრი რამით იამაყოს. ყველაზე გამორჩეულად კი, ალბათ ქართული ცეკვით. ეს ის შემთხვევა გახლავთ, როდესაც განურჩევლად ეროვნებისა, მისი ნახვის შემდეგ, აუცილებლად ჟრუანტელი დაგივლით. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართულ სისხლში გავლილი ეს ჟრუანტელი სულ სხვა ემოციებთან ასოცირდება. როდესაც, ქართულ ცეკვებს უყურებ ხვდები, რომ სიცოცხლე გიყვარს, ხვდები, რომ ყველაფერი შესაძლებელია ამ ქვეყნად, ხვდები თუ რამხელა ძალა აქვს სიყვარულს, სიძლიერეს. მასში ყველა ემოოციაა გაერთიანებული, ეს ემოციების ოკეანეა, რომელშიც შეიძლება ჩაიძირო. კიდევ ძალიან დიდხანს შემიძლია ვისაუბრო ქართულ ცეკვაზე და მის მნიშვნელობაზე, თუმცა ახლა ასპარეზს ქართული ცეკვის დავუთმობ. „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა ანსამბლ „სამა“ – ს ქორეოგრაფი – ნათია ალფაიძე. ხელოვნება, რომ უსაზღვრო იყო ვიცოდი, თუმცა ქალბატონ ნათიასთან სახლში სტუმრობის შემდეგ, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მისი სახლის მეორე სართული ავსებულია საცეკვაო ტანისამოსით, რომელსაც თავად ქმნის. მე მხვდა წილად მისი ნახვის ბედნირება და თითქოს სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. უამრავი განსხვავებული ფერი, გამორჩეული ტანისამოსი, ულამაზესი ფერთა გამა… ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო. მისი სახლი სავსეა უამრავი სიგელით და ჯილდოთი, რომელიც ანსამბლ „სამას“ აქვს მიღებული. იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოაყლიბა ეს ანსამბლი, რას ნიშნავს იყო ქორეოგრაფი და სხვა საინტერესო თემებზე თავად ნათია ალფაიძე გვესაუბრება.
ქალბატონო ნათია მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?
ცეკვა 6 წლიდან დავიწყე. სკოლის ბაზაზე, ნინო ტურიაშვილსა და რომიკო ტატიშვილს ქონათ სტუდია გახსნილი და, იქ ვცეკვავდი. 2 წელი ვიცეკვე მათთან, შემდეგ ჩავაბარე სუხიშვილების სტუდიაში. „სუხიშვილებში“ ჩემი პედაგოგი გახლდათ სუხიშვილების სოლისტი – ნინო კირვალიძე. სკოლოს დამთავრების შემდეგ უკვე ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. მაშინ, არ იყო შეერთებული თეატრალური უნივერსიტეტი და იყო კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი სპეციალობა გახლავთ – ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეგაფი. ამის პარარელურად, ვცეკვავდი ანსაბმლ „როკვაში“. შემდეგ გადავედი სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტში. პარალელურად კიდევ ვასწავლიდი ანსამბლ „მხედრულში“. როგორც ხედავთ ხელოვნებას, ცეკვას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი.
როდის ჩამოაყალიბეთ სტუდია „სამა“ და რატომ?
უკვე მეათე წელია რაც მყავს საკუთარი ანსამბლი. უნივრსტეტის დამთავრებისთანავე 2005 წელს საგარეჯოს რაიონში მიმიწვია თავად გამგებელმა, ბატონმა გარსევან ბუხნიკაშვილმა. იქ მეხუთე საჯარო სკოლაში ჩამოვაყალებე ანსამბლი. შერჩევით მოხდა ბავშვები მიღება. ნამდვილად დიდი კონკურსის ჩატარების შემდეგ ძალიან კარგი ბავშვები შეირჩა. წარმატებაც მალევე მოვიდა, ძალიან ბევრ ფესტივალებზე ვართ გასული. უკვე ვიყავით იტალიაში და თასიც ჩამოვიტანეთ. ასე, რომ წარმატება ყოველწლიურად და ყოველ თვე ემატება ანსამბლს. ანსამბლს დავარქვი „სამა“, რაც ძველ ქართულად ცეკვას ნიშნავს, ეს სულხან – საბას ლექსიკონიდან ავიღე. დღემდე ვმოღვაწეობ საგარეჯოს რაიონშიც, იქ კვირაში სამჯერ ჩავდივარ და პლუს თბილიშიც.
როგორია დაინტერესება, რამდენი ბავშვი ცეკვავს სტუდიაში და რამდენად ხელმისწაწვდომია ქართული ცეკვის სწავლა?
ბავშვები საკმაოდ ბევრი გვყავს, დაახლოებით 150–მდე ბავშვია. თუმცა ამ ბავშვების გარდა კიდევ ბევრი გაუზრდია „სამას“. პირველმა თაობამ თითქმის ყველამ უკვე ოჯახი შექმნა. ახლა ვაპირებთ 10 წლის იუბილეს აღნიშვნას, კარგი პროექტი მაქვს ჩაფიქრებული და იმედია გამოვა. ვინც დაამთავრა ანსამბლი „სამა“, იქიდან ბევრი ფიქრობს, რომ ჩემს სპეციალობას გაყვეს. „სამა” – ში მუშაობის პროცესი, ასევე იმით არის საინტერესო, რომ გვყავს ჩვენი კომპოზიტორი ბატონი – ჭაბუკა ამირანაშვილი. ჩვენ მუსიკას არავის არ ვპარავთ, პირიქით საკუთარი მუსიკა გვაქვს. ვწერთ სტუდიაში მუსიკას, ვიღებთ და ვასცენიურებთ ამ ყველაფერს. ეს კი მაყურებელში მოწონებას იმსახურებს. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ნამდვილად ხელმისაწვდომია „სამა“ – ში ცეკვა. ჩვენთან ფორმები არ იყიდება. ალბათ ერთადერთი ანსამბლი ვართ, სადაც ფორმები არ იყიდება. მე თავადაც ძალიან ბევრი რამ მაქვს შეკერილი, ასევე მეხმარებიან დედა და დეიდა. სახლში მაქვს გარდერობი, სადაც ჩვენ მიერ შეკერილ ფორმებს ვინახავ.
როგორც ახსენეთ თავად ქმნით და კერავთ საცეკვაო ტანისამოსს, როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს და როგორ არჩევთ ტანსაცმლის დიზაინს?
დიზაინს თავად ვქმნი, რადგან ბავშვობიდან მაქვს ხატვის ნიჭი. ახლა ეს ჩემს შვილსაც გამოჰყვა. არასოდეს არ ვიმეორებ სხვა ანსამბლის კოსტუმებს. არც „სუხიშვილებს“ ვიმეორებ, არც „როკვას“. „სამას“ აქვს ყველაფერი თავისებური და მე ვფიქრობ, რომ ეს მაყურებელს ძალიან მოწონს. ფერთა გამა არის აფსოლუტურად სხვაგვარი. მაგალითად, აჭარულში გვაქვს ძალიან განსხვავებული მწვანე ფერის კოსტუმი იისფერში, ეს „სამას“ ქონდა პირველად. შემდეგ ეს ძალიან ბევრს მოეწონა. ვერ წარმოედგინათ, რომ ეს ფერები შეიძლება გამოყენბული ყოფილიყო. ეს ყველაფერი მე 10 წლის უკან გავაკეთე და ახლა ვხედავ სვადასხვა ანსამბლებში, იისფერმა ძალიან იმატა. გვაქვს ძალიან ლამაზი კოსტუმები.
რამდენად ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდით? და განაპირობა თუ არა თქვენი ცეკვით დაინტერესება ოჯახმა?
ტრადიციულ ოჯახში ნამდვილად ვიზრდებოდი, ქართული სულისა და პედაგოგის ოჯახში. დედა დიზაინერი იყო, ის ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში, მას ძალიან კარგი გემოვნება აქვს. დედას ხელი არ შეუშლია ჩემთვის, რომ მე ცეკვას გავყოლოდი. სხვა საგანებს კარგად ვსწავლობის და ამიტომ ყველა ამბობდა, რომ ქორეოგაფიულზე არ უნდა ჩამებარებინა. მქონდა ძალიან ბევრი წინააღდეგობა ამის შესახებ, მაგრამ დედა ყველანერად გვერში დამიდგა.
დღეს რა ადგილი უკავია ცეკვას თქვენს ცხოვრებაში?
დღეს ცეკვას უდიდესო როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. ფაქტიურად „სამას“ ჩემს ოჯახს ვეძახი. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. ჩემს ნებისმიერ მოცეკვავეს, როგოც ჩემს შვილს შეუძლია მოვიდეს ჩემთან ოჯახში. მათ შეუძლიათ ყველაფერი გამიზიარონ რაც აწუხებთ, ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერს. ცეკვა ჩემი ცხოვრებაა, მე „სამა” – სთან ერთად ვცხოვრობ. სულ დარბაზში ვარ, სულ ძიებაში ვარ. ღამეც არ მძინავს, რადგან გვიან მთავრდება რეპეტიციები და შემდეგ მთელი ოჯახი იმას ვწყვეტთ რა კოსტუმები მოვამზადოთ შემდგომი კონცერტებისთვის. საკმაოდ ბევრი კონცერტები გვაქვს და ვფიქრობთ რა მოვამზადოთ, რომ მაყურებელი მიიზიდოს ამ ფერთა გამამ. ასე, რომ დღე და ღამე ჩემს ცხოვრებაში ცეკვაა. ქორეოგრაფია ძალიან საინტერესოა ჩემთვის, სულ ექსპერიმენტებში ვარ, სულ რაღაცას ვაკეთებ. მაქვს მაგალითად გაკეთებული ქალ – ვაჟთა ხორუმი. ზოგს ამას, რომ ვეტყვი გონია, რომ აუციელბლად საჭიროა ქალს ძალიან მაღალი ფეხი ქონდეს, მაგრამ ისე კლასიკურად და ხალხურად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ნახულობენ სულ სხვა შთაბეჭდილება რჩებათ. რა თქმა უნდა, შენიშვნებსაც ვიღებ და ამითი ვიზრდები.
გაქვთ თუ არა გამოყოფილი რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი ან რჩევა რომელსაც ყველა თქვენს მოსწავლეს ასწავლით?
გამორჩეული მაქვს ყველაფერი. ყველა ჩემ მოსწავლეს ვეუბნები, რომ თუ მათ აქვთ პრეტენზია დადგნენ სცენაზე და მოვიდეს მაყუებელი მათ სანახავად, უნდა იყვნენ განსხვავებულნი. მთელმა საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ შენ დგეხარ სცენაზე და ხარ ყველასაგან განსხვავებული. მათ ისე უნდა წარადგინონ საკუთარი ქვეყანა, სადაც არ უნდა იყვნენ, თუნდაც ქუჩაში იცეკვონ, რომ ბოლომდე გააკეთონ საკუთარი გასაკეთებელი. ამ ყველაფერს ძალიან ხშირად ვუხსნი მოცეკვავეებს, ბევრ მათგანს ტკენია ფეხი, ბევრს სისხლი წამოსვლია, მაგრამ მაინც გაუკეთებიათ ბოლომდე საკუთარი გასაკეთებელი. ეს ყველაფერი, კი ალბათ ჩემი შეძახიელების ბრალია. სულ ვახსენებ, რომ რადგან ისახავენ მიზნად სცენაზე დგომას, უნდა იდგნენ ღირსეულად. რეპეტიციებზე საკმაოდ მკაცრი ვარ, მაგრამ იმდენად შეთავსებულია ეს ყველაფერი, უფრო მორიდებას ვხედავ მათგან ვიდე შიშს. ისინი თვალებში მიყურებენ და ფიქრობენ რა გამიხარება. ხედავენ, რომ მეც მათთან ერთად მაცვია ბოტასები, საცეკვაო ფორმა და ბოლომდე ვიხაჯბი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მოსწავლეები მყავს.
რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან როდესაც ცეკვას თავად სწავლობ და როდეაც ასწავლი?
ერთამნეთისაგან ძალიან განსხვავდება. როდესაც სწავლობ იმის პასუხისმგებლობა გაქვს, რომ სცენაზე ის ქორეოგრაფი არ შეარცხვინო, ხოლო როდესაც ასწავლი და სცენაზე გადიან შენი მოცეკვავები ათმაგად ნერვიულობ. განსაკუთრებით ფარიკაობის დროს მეშინია ძალიან, რამე არ იტკინონ. განა იმიტომ, რომ არ იციან, იციან, მაგრამ არის რაღაც შემთხვევები. ახლა მოგვიწია ტატამზე ცეკვა და მართლა მეშინოდა, რომ ფეხი არ ასრიალობოდათ და არ შერცხვენოდათ. როდესაც ასწავლი, ეს უფრო რთულია და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. თავიდან ყველა გიყურებს კრიტიკის თვალით და უკვე როდესაც მოეწონებათ შემდეგ უყვარდები ადამიანს. მოწონებამდე კი ძალიან დიდი გზაა გასავლელი.
თუ მოგწონთ ქართულ ცეკვებში, ახალი ტენდენციები – თანამედროვე შტრიხები? და თუ მოგწონთ თქვენ თავად იყენებთ თუ არა?
მე მომწონს ექსპერიმენტები და თავდაც მიცეკვია სუხიშვილების ანსამბლში. ვიცი მათი პროგრამა და მახსოვს მაყურებელი მეორე პროგრამაზე ფეხზე მდგარი უკრვდა ტაშს. ექსპერიმეტები ყოველთვის უნდა ატაროს ადამიანმა, მთავარია მაყურებელმა შეაფასოს და მოეწონოს. კრიტიკას კი ყველა იმსახურებს, ყველა თაობაში იყო კრიტიკა. მე ამის წინააღმდეგი არც ჩემს ანსამბლშიარ ვარ. მყავს საკუთარი კომპოზიტორი და გვაქვს განსხვავებული მელოდიებიც, რაც, რა თქმა უნდა, გამოიყენება. ამ ყველაფერს კი ისე ვაკეთებ, რომ მაყურებელი არ გაღიზიანდეს, არ მავიწყდება ქალისა და მამაკაცის როლი. მამაკაცს, რომ ქალმა არ უნდა აჯობოს ქართულ ცეკვაში. ეს კარგად ვიცი და ჩემს ანსამბლში არასოდეს დავუშვებ ამას.
თქვენი აზრით რით განსხვავდება ქართული ცეკვა სხვა ეროვნული ცეკვებისაგან?
ძალიან ბევრი რამით განსხვავდება, განხვავდება ხასიათით. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და ყველა კუთხეს საკუთარი სტილი გააჩნია, საკუთარი შინარსი გააჩნია, საკუთარი კოსტუმი გააჩნია. ასეთი მრავალფეროვანი კოსტუმები, არც ერთ ქვეყანაში არ შეგხვდებათ. მთა სხვა არის, ბარი სხვა არის, აჭარის რეგიონი ძალიან საინტერესოა და სვანეთი ხომ საერთოდ. ასევე ჩვენი ფოლკლორი არის უძირო, მას ჩარჩოები ნამდვილად არ აქვს, ყევლაფერი შეგიძლია, რომ გააკეთო.
რომელია თქვენი საყვარელი ცეკვა და რატომ?
ჩემი საყარელი ცეკვა არის წყვილური ქალ – ვაჟთა ცეკვა ქართული. ამბობენ, ეს არის საქართველოს გვირგვინი და ეს მართლაც ასეა. მასში ჩანს ძალიან კარგად ქალ – ვაჟის ურთიერთობა. როგორები ვართ ქართველები. ქალი როგორი მოკრძალებულია მამაკაცი წინაშე და მამაკაცი როგორი ვაჟკაცურია ქალის წინაშე. ეს ყველაფერი ძალიან სინთეზურად ხდება, ეს ნამდვილი პოემაა ჩვენს ქორეოგრაფიაში. ქართული ძალიან რთული ცეკვაა, ამიტომაც არის 130 კაციან ანსამბლში ერთი წყვილი. საერთოდ შეიძლება თაობა ისე წაგივიდეს, რომ ვერ აღმოაჩინო ეს წყვილი. მე ვარ ბედნიერი, რომ მე მყავს წყვილი. რამდენიმე წყვლი ყავდა „სამას“ და ძალიან ბევრს უღიარებია, რომ საკმაოდ ძლიერი ყოფილა მამაკაციც და ქალიაც. აი ამიტომ არის ჩემი საყვარლი ცეკვა, რთულიც არის და მაყურებლისათვის გასაგები ყველა ენაზე.
რას განიცდით როდესაც ცეკვავთ და რა ემოცია მოაქვს მას თქვენთვის?
როდესაც ვცეკვავ, ჩემს გარშემო ყველაფერი ჩერდება. იმ როლში ვარ რომელი კუთხის ცეკვასაც ვცეკვავ. მე მაგალითად, ტექნიკური ცეკვები უფრო მომწონდა და მიყვარდა. მთიულური ცეკვები ყოველთვის ჩემი სტიქია იყო, ასევ ძალიან მომწონდა ფარიკაობის შესავალი და ა.შ.
და მაინც, ქალბატონო ნათია, რითი გამოირჩევა სტუდია „სამა“, სხვა მსგავსი სტუდიებისგან, რა არის თქვენი ნიშა?
„სამა“ – ს სხვა ანსამბლებისაგან გამოარჩევთ იმით, რომ თავისი სტილი აქვს. ესთეტიკა არის უმაღლეს დონეზე აყვანილი. გარეგნობაზე ძალიან ზრუნავენ ანსამბლის წევრები, ცდილობენ, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. ყველას არ შეუძლია „სამაში“ ცეკვა, ვგულისხმობ თუ არ აქვს მონაცემი ძალიან მალე და მშვიდად ვემშვიდობები. საკუთარი მუსიკალური ნომრები, რომ გვაქვს ესეც დიდი წარმატებაა, ნახატი, კოსტუმი საკუთარი გვაქვს და თავისებური სტილი გვაქვს დადგმაშიც. ჩვენთან ვერავის ვერ აღმოაჩენ მხოლოდ „სამას“ ნახავ.
თუ დადიხართ გასტროლებზე და რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
დავდივართ გასტროლებზე, ვიყავით იტალიაში, ბოდრუმში, ეგვიპტეში. ახლა ვგეგმავთ დუბაისა და ესპანეთს. ძალიან ვნერვიულობთ ყოველი გასტროლის წინ. უფრო ასმაგად მემატება პასუხისმგებლობა, თუ როგორ წარვადგენთ ჩვენს ქვეყანას. ყველაზე მეტად დამამახსოვდა ამ გასტროელბიდან, როდესაც ვიყავით ეგვიპტეში სინას მთაზე. ალბათ ერთადერთი ანსამბლი ვართ ვინც სინას მთაზე იცეკვა. მთლიანი ანსამბლი ფეხით ავედით სინას მთაზე და იქიდან საოცარი ენერგიით წამოვედით. ამას გარდა, საქართველოს კუთხეებშიც გვაქვს რეგიონული კონცერტები. ვცდილობ, რომ ჩვენი ქვეყანა გაიცნონ კარგად. სულ „მოიარე საქართველოს“ ფარგლებში ვართ ჩართულები. ახლახანს ვიყავით სვანეთში და აღფროვანებულები ჩამოვედით იქიდან.
ახლა ასევე ვართ ჩართული პროექტში – „ილია მართლის ჭავჭავაძის გაზეთ ივერიის სახლობის პროზა პოეზიის პრემია–ივერია“. ეს პროექტი უწმინდესი და უნეტსრესის ილია II ლოცვა კურთხევით ტარდება. ჩვენ უკვე ერთი წელია ჩართულები ვართ ამ პროექტში, ყოველთვიურად 12 მონაწილე ყავს პროექტს და „სამა“ არის მათი პარტნიორი. ყოველ თვე ვცეკვავთ მათ ღონისძიებებზე და დეკემბერში არის გრანდიოზული, დასკვნითი ღონისძიება, სადაც „სამა“ ძალიან დიდ სიურპრიზს პირდება მაყურებელს. ამ პროექტის ორგანიზატორი გახლავთ, ბატონი – ნუგზარ ჭიაბერაშვილი, ჟურნალ „ქართული ელიტის“ რედაქტორი.
რას ურჩევდით დამწყებ მოცეკვავეებს, როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი იმისათვის რომ გახდე წარმატებული მოცეკვავე?
დამწყებ მოცეკვავეებს ვურჩევდი, რომ ბოლომდე იბრძოლონ საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. ბევრი უნდა იმუშავო, რომ ჩანდე. დღეს ძალიან პოლულარულია ქართული ცეკვა. ალბათ 100-მდე ქორეოგრაფიული ანსამბლებია ჩამოყალიბებული. ვურჩევ, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდრონ და უყვარდეთ ის საქმე რასაც აკეთებენ, უყვარდეთ ქართული ხელოვნება.
07.11.14
ანო მუქათარიძე