„როგორც იქნა!“ – ასე შეაფასა მსოფლიომ, ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის გახსნა. 2001 წლის 9 სექტმებრის ტერაქტიდან 13 წლის შემდეგ, ტყუპი ცათამბრჯენის ადგილთან ახლოს დღეს უკვე ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი დგას. ტერაქტის ადგილას კი ორი შადრევანი გაიხსნა.
ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 541 მეტრის სიმაღლისაა და მისი საერთო ღირებულება 3.8 მილიარდი ამერიკული დოლარია. რკინა ბეტონის, ეს ვერცხლისფერი კონსტრუქცია თავისი სიმაღლითა და მოცულობით მთელს შტატებში უკვე პირველ ადგილს იკავებს.
როგორც არქიტექტორები და პროექტის ავტორები ამბობენ, ცათამბრჯენის მშენებლობის გზა მარტივი არ ყოფილა, ამ შემთხვევაში სირთულე და დაბრკოლება თანხებთან არ იყო დაკავშირებული. მათი თქმით, ორი მთავარი ბარიერი ჰქონდათ გადასალახი. პირველი – გამკლავებოდნენ ტკივილს, რომელიც მათთან ასე ახლოს, ნანგრევებში მაგრამ მაინც იგრძნობოდა და მეორე – შებრძოლებოდნენ ტყუპი ცათამბრჯენის ნამსხვრევებს, რომელსაც მთელი მანჰეტენი მოეცვა, ისევე როგორც იმ ტკივილს – რომელმაც 9 სექტემბერს მსოფლიო ქვეყნების საზღვრები ელვის სისწრაფით გადაკვეთა.
ყველაფერი 2006 წლის აპრილის თვეში დაიწყო, თუმცა სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2002 წელს უკვე დაგეგმილი იყო. პროექტს დადებითად გამოეხუმაურნენ მაგრამ მოწინააღმდეგეები მაინც ბევრნი იყვნენ. ისინი თვლიდნენ, რომ პროექტს ტერორისტები გამოწვევად ჩათვლიდნენ და ახალ ტერაქტს მალევე დაგეგმავდნენ. ამასთანავე ფიქრობდნენ, რომ სავაჭრო ცენტრის მატერიალურ-ტექტნიკური ბაზის გარდა ეკონომიკური სახსრების გამოყოფაც გაჭირდებოდა. მათ მთავარ არგუმენტს კი მაინც საზოგადოების გრძნობები წარმოადგენდა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ნიუ-იორკის ეს შენობა, რომელიც ყველა ქუჩიდან და ადგილიდან გამოჩნდებოდა ადამიანებს ტკივილს ყოველდღიურად გაახსენებდა. მაგრამ,როგორც პროექტის ავტორი და ერთ-ერთი არქიტექტორი ფილიპ ფლოი ამბობს „ცათამბრჯენი პირიქით, ახალი ამერიკის, ტკივილთან ბრძოლის, სიძლიერისა და სიყვარულის სიმბოლო უნდა იყოს, სიმბოლო რომელიც იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი მემორიალი იმ ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ, რომლებიც პოლიტიკური თამაშებისა და ტერაქტის მსხვერპლნი გახდნენ.“
შენობის ორი სართული მუზეუმსა და გარდაცვლითა ხსოვსნის საპატივცემულო დარბაზებს დაეთმობა. 11 სექტემბრის თავდასხმამ, რომელშიც ალ-ქაიდას 19 თვითმკვლელი ტერორისტი იყო 2700 ადამიანი იმსხვერპლა. ისლამისტმა ტერორისტებმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი შეიპრყო, მათ გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-ოირკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ შენობებს, რომლებიც 2 საათის განმავლობაში ინგრეოდა, მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დაეჯახა, ხოლო მეოთხე პენსილვანიაში, სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.
„ნიუ-ოირკელები კვლავ დაინახავენ ცათამბრჯენს. ესაა შენობა რომელმაც უნდა ამოავსოს ის სიცარიელე, რომელიც ჩვენს გულებშია. შენობის ნაგებობის სიმტკიცე მნიშვნელოვნად აღემატება სამშენებლო სტანდარტების ნორმებს, რის გამოც იგი შეერთებული შტატების ყველაზე უსაფრთხო ნაგებობად ჩაითვლება, ვფიქრობ, მას ნამდვილად უწოდებენ მსოფლიოს მერვე საოცრებას, არა მარტო ვიზუალით, არამეთ შიდა ინტერიერით,“ – განაცხადა სავაჭრო ცენტრის მთავარმა არქიტექტორმა, გოტესდინერმა.
ნიუ-იორკში რამდენიმე მაღალი შენობაა. მათ შორისა არის – 300 მეტრიანი ნიუ-იორკის „Times Tower“, 450 მეტრიანი “Empire State Building”, რომელიც ტყუპი შენობების შემდეგ ყველაზე მაღალ შენობებად ითვლებოდა ნიუ-იორკში. 3 ნოემბრიდან კი 541 მეტრით სწორედ მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი დაიკავებს პირველ ადგილს, WTC -ს გახნის პარალელურად ახალი სახელიც შეურჩიეს და მას ცნობილ ამერიკულ გამოცემებში უკვე მოიხსენიებენ, როგორც WTC – „Freedom Tower“-ს „მშვიდობის კოშკს“.
შენობაში არსებულ – 104 სართულზე მდებარე საოფისე ფართებს – 71 უახლესი ტექნოლოგიების სამგზავრო ლიფტი მოემსახურება. ცენტრის მთლიანი საოფისე ფართების 60%-ი უკვე გაქირავებულია, როგორც ცნობილია 1 კვ.მ -ის ფასი 65 დოლარიდან 100 დოლარამდე იზრდება. 2015 წლისთვის ახალი მუზეუმის გახსნასთან ერთად დაგეგმილია შენობის რამდენიმე სართულზე ობსერვატორიის გახსნაც.
საინტერესოა, თუ გაიხსნება სავაჭრო ცენტრის რომელიმე მაღალ სართულზე რესტორანი სახელწოდებით – „Windows On The World”?
წყარო: BBC
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე
Discussion about this post