გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ფოთში მდინარე “მალთაყვაზე” უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირი თვითნაკეთი ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევჭერას ახორციელებდა. სამართალდამრღვევებს სხვა აკრძალულ ნივთებთან ერთად, ელექტროშოკური აპარატი და ალუმინის ნაკეთობის ნავი ჩამოერთვათ. ასევე ამოღებულია 90 კგ კეფალის ჯიშის თევზი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა. 10.11.14