სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი შვედეთის ელჩს საქართველოში მარტინა ქუიკს შეხვდა. როგორც “თბილისი თაიმსს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
მინისტრმა სტუმარს სამინისტროს საქმიანობის სფეროები და სხვადასხვა პროექტები გააცნო.
მხარეებმა სამთავრობო სექტორთან და ასევე შვედურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
11.11.14