• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ანალიტიკა
საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – ბულგარეთის ანგარიში

საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – ბულგარეთის ანგარიში

2014/11/11
in ანალიტიკა, ეკონომიკა
1 0
7
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დღეს, ახალგაზრდა ნალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზში “დოქტრინა” პროექტის ექსპორტ მონიტორის ფარგლებში,  წარმოადგინეს კვლევა: “საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – ბულგარეთის ანგარიში”. შეხვედრაზე განიხილეს  ბულგარეთში საქართველოს ექსპორტის დინამიკა; წამყვანი სასაქონლო პოზიციები; მოხდა ბულგარეთის ბაზარზე საქართველოს მთავარ კონკურენტი ქვეყნების იდენტიფიცირება და ყურადღება გამახვილდა საექსპორტო ფასის და საექსპორტო მოცულობების ურთიერთ შედარებით ანალიზზე.

ევროკავშირში საქართველოს ექსპორტით ბულგარეთი ლიდერობს

ბულგარეთი 2007 წლიდან ევროკავშირის წევრი ქვეყანა და საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

2013 წლის მონაცემებით იგი საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რე­ი­ტინ­გში მე-6 ადგილს იკავებდა, ქვეყნის მთლიან ექსპორტში 5,2%-იანი წილით.

იმავდროულად 2013 წელს ბულგარეთი საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეი­ტინ­გ­ში მე-11 პოზიციას იკავებდა, მთლიან იმპორტში 2,5 %-იანი წილით, ხოლო ევრო­კავშირის ქვე­ყ­ნებიდან იმპორტში – 8,8%-იანი წილით.

2014 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწი­ფოებიდან  ბულ­გა­რეთი კვლავ საქართველოს  ერთ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში იგი ჩვენი ქვეყნის უმსხვილეს ექსპორ­ტიორ ქვეყნებში კვლავ მე-6 ადგილს იკავებს – მთლიან ექს­პორ­ტში 5,8%-იანი წილით, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოს ექსპორ­ტი­ო­რებში უდავო ლიდერი იყო.

2012  წელთან შედარებით  საქართველოს ექსპორტი ბულგარეთში გაორმაგებულია

საქართველომ ბულგარეთთან საგარეო სავაჭრობა კავშირების გაღრმავება  2003 წლის შემდეგ დაიწყო, თუმცა ამ ქვეყანასთან საგარეო ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი ევრო­კავ­შირში გაწევრიანების შემდეგ (2007 წელი), რაც ნათ­ლად ჩანს ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:

unnamed

2013 წელს ჩვენი ქვეყნის ექსპორტის მოცულობამ ბულგარეთში 150,8 მლნ აშშ დოლარი შეად­გინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ და მეტად, ხოლო 2004 წლის მაჩვენებელს და­ახ­ლოებით 10-ჯერ აღემატება.

როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, ბულგარეთიდან საქართველოში იმ­პორ­­ტირებული პროდუქციის მოცულობა 2003 წლიდან ზოგადად ზრდის ტენ­დენ­ციით  ხასიათდება, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე წლიან “ჩავარდნას” 2008-2010 წლებში. საქა­რთველოში ბულგარეთიდან იმპორტირებული პროდუქციის მაქსიმალური მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა და 271,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა 2013 წელს იმ­პორ­ტის მოცულობა, ექსპორტის მაჩვენებლის გაორმაგების მიუხედავად, წინა წელთან შე­და­რე­ბით 26,3%-ით შემცირდა, თუმცა იგი მოცულობით 2011 და 2012 წლების გარდა ყველა გა­სუ­ლი წლის ანალოგიურ მაჩვენებლებელს აღემატებოდა.

2013 წელს ბულგარეთში ექსპორტირებული პროდუქციის წილი საქართველოს მთლი­ან ექსპორტში, 2012 წელთან შედარებით 2,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 5,2%-ს მიაღ­წია. შესაბამისად 24,8 %-მდე გაიზარდა ბულგარეთის წილი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან  ექს­პორ­ტირებული პროდუქციის საერთო მოცულობაში.

თუმცა აღნიშნული მაჩვენებლების მაქსიმალური მნიშვნე­ლობა ბოლო 14 წლიანი პე­რი­­­ოდის განმავლობაში (2000-2013) 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბულგარეთზე მოდიოდა სა­ქარ­თვე­ლოს მთლიანი ექსპორტის 7,3%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან  ექს­პორ­ტირებული პროდუქციის საერთო მოცულობის – 34,6%:

 unnamed (1)

სპილენძის მადნები და აზოტოვანი სასუქები – ქართული ექსპორტის მთავარი ნიშა ბულგარეთში

საინტერესო სურათს იძლევა ბულგარეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასა­ქონ­ლო ჯგუფების ანალიზი.

2013 წელს საქართველოს მიერ ბულგარეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასა­ქონ­ლო ჯგუფი შემდეგნაირად გამოიყურება:

 

 2013 წელს საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი

unnamed (2) 

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2013 წელს საქართველოდან ბულგა­რეთ­ში ექსპორტირებული პროდუქციის 77,7%-ს სპილენძის მადნები და კონცენტრატები  იკა­ვებ­და, 21,2%-ს აზოტოვანი სასუქები, ხოლო დანარჩენ პროდუქციას ექსპორტში უმნიშვნელო წი­ლი ეკავა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველო სპილენძის მადნებისა და კონცენ­ტრა­ტე­ბის ექსპორტს ძირითადად ბულგარეთსა და ესპანეთში ახორციელებდა, აქედან ბულ­გა­რეთ­ზე აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის 72,5% მოდიოდა. ამავე წელს ბულგარეთზე მო­დიო­და საქართველოდან ექსპორ­ტირე­ბული აზოტოვანი სასუქების 24,4%.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბულგარეთი საქართველოში მოპოვებული სპილენძის მად­ნე­ბისა და კონცენტრატების ძირითადი მომხმარებელია. 2013 წლის მონაცემებით საქარ­თვე­ლოს გარდა აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს ბულგარეთში მსოფლიოს 15 ქვეყანა ახორ­ციე­ლებდა, რომელთაგანაც უდიდესი წილით (43,3%) ესპანეთი ლიდერობდა.

საქართველოზე მოდიოდა ბულგარეთში ექსპორტირებული სპილენძის მადნებისა და კონ­ცენტრატების დაახლოებით  3,9%. ჩვენი ქვეყნის კონკურენტებად გვევლინებოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ჩილე (ბულგარეთში ექსპორტირებულ სპილენძის მადნებსა და კონცენტ­რა­ტებში 17,1%-იანი წილით), პერუ (9,8%), ბრაზილია (5,1%), სომხეთი (5,0%), არგენტინა (5,0%), ავს­ტრალია (2,8%) და სხვები:

 unnamed (3)

საინტერესო სურათს იძლევა ბულგარეთში ექსპორტირებული სპილენძის მადნებისა და კონ­ცენტრატების ფასების ანალიზი, ქვეყნების მიხედვით (ფასების გაანგარიშება განხორციელდა ღირე­ბუ­ლებით გამოსახულებაში ექსპორტის მოცულობის შეფარდებით ნატურალურ გამოსახულებაშ ექსპორ­ტის მოცულობასთან).

 unnamed (4)

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბულგარეთში სპილენძის მადნებისა და კონ­ცენტრატების ექსპორტს ყველაზე მაღალ ფასში (1 კგ – დაახლოებით 7 აშშ დოლარი) ჩილე ახორციელებს, შემდეგ მოდის ავსტრალია (4,08 აშშ დოლარით) და პერუ (2,6 აშშ დოლარი).

საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტირებული 1 კგ. სპილენძის მადნებისა და კონ­ცენტრატების ფასი, კონკურენტ ქვეყნებთან შედარებით დაბალია და 1,29 აშშ დოლარს შეადგენს.

ბულგარეთის აზოტოვანი სასუქების ბაზარზე საქართველო სიდიდით მეორე ექსპორტიორია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აზოტოვანი სასუქები 2013 წელს საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში მეორე ადგილს იკავებდა 21,2%-იანი წილით.

საქართველო აზოტოვანი სასუქების ექსპორტს 2013 წელს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორციელებდა, აქედან 24,4% – ბულგარეთზე, 24,0% – თურქეთზე, – 21,0% აშშ-ზე, ხოლო დანარჩენი 30,5%  – სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 2013 წელს ბულგარეთში საქართველოს გარდა მსოფლიოს 30-მა ქვეყანამ განახორციელა, თუმცა მათ შორის საქართველოს მეორე ადგილი ეკავა 16,1%-იანი წილით.

საქართველოს მთავარ კონკურენტებად გვევლინებოდნენ შემდეგი ქვეყნები: ეგვიპტე (29,9%-იანი წილით), იორდანია (15,5%), რუმინეთი (10,5%) და რუსეთი (7,4%). ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს ბულგარეთში 2013 წელს ექსპორტირებული აზოტოვანი სასუქების სტრუქტურას ქვეყნების მიხედვით:

 unnamed (5)

 11.11.14

 

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

ერთი დოლარი 2.90 ლარი ღირს – ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის 12 მარტში იყო
ახალი ამბები

ლარი პანდემიამდელ დონეზე გამყარდა – რა ღირს ერთი დოლარი

2022/05/23
რა უნდა მოვიმოქმედოთ საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად
ახალი ამბები

რა უნდა მოვიმოქმედოთ საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად

2022/05/21
ერთი დოლარი 2.90 ლარი ღირს – ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის 12 მარტში იყო
ახალი ამბები

ერთი დოლარი 2.90 ლარი ღირს – ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის 12 მარტში იყო

2022/05/20
Next Post
“1-ელი სექტემბრიდან პენსია ყველა პენსიონერს გაეზრდება”

"1-ელი სექტემბრიდან პენსია ყველა პენსიონერს გაეზრდება"

საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთში დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთში დაიწყო

Discussion about this post

ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 
ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 

2022/05/25
0

შაბათს გადაცემა „სთორის“ სტუმარი გიორგი გილიგაშვილი იქნება. ამის შესახებ გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი თემა, რაზეც გიორგი ისაუბრებს...

სრულად
საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

2022/05/25
„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

2022/05/25
მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

2022/05/25
მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

2022/05/24
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2022/05/24
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

2022/05/23

საინტერესო

4 ოქტომბერს ონის იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება

4 ოქტომბერს ონის იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება

6 წელი ago
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით შეიცვალა

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით შეიცვალა

7 წელი ago
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისათვის პოლიტიკა მკაცრდება

დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

6 წელი ago
„იპრის ბრძოლა“ ქართულად

„იპრის ბრძოლა“ ქართულად

2 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • „12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი”  2022/05/25
  • საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე  2022/05/25
  • „რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ  2022/05/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In