საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დანიშნა. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანია გათავისუფლების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სამი მინისტრი შეიცვალა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს არ წარედგინება. მინისტრთა კაბინეტს პარლამენტისგან ხელახალი ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაში სჭირდება, თუკი მთავრობის ერთი მესამედი შეიცვლება. თამარ ბერუჩაშვილი 1990-1992 წლებში საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი იყო. 1998 წელს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2000-2003 წლებში ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა. ვარდების რევოლუციის შემდეგ თამარ ბერუჩაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. 2004-2010 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. თამარ ბერუჩაშვილი მოქმედი ხელისუფლების გუნდის წევრი 2013 წლის პირველი აპრილიდან გახდა, როდესაც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა. 11.11.14
Discussion about this post