• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, ივნისი 26, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home კულტურა
„ქართული მხატვრობა, სანამ არ მოიშორებს რუსული სკოლის გავლენას, მანამდე მის განვითარებაზე ზედმეტია ლაპარაკი“ – გიორგი რუხაძე

„ქართული მხატვრობა, სანამ არ მოიშორებს რუსული სკოლის გავლენას, მანამდე მის განვითარებაზე ზედმეტია ლაპარაკი“ – გიორგი რუხაძე

2014/11/12
in კულტურა
2 0
1
SHARES
19
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ხელოვნების ყველა დარგი, საკუთარ სათქმელს სხვადახსვაგვარად ამბობს. ამ შემთხვევაში, ყურადღებას მხატვრობაზე გავამახვილებთ. მხატვრები საკუთარ სათქმელს სხვადასხვა ფერებად, სხვადასხვა ფიგურებად, სხვადასხვა ფორმებით გადმოცემენ. ეს მათი სათქმელი კი, იმდენად მრავალფეროვანი, იმდენად ლამაზი და იმდენად გასაოცარია, რომ ძალიან რთულია ადამიანი გულგრილი დარჩეს. მათი კალამი ფუნჯია, მელანი კი საღებავი. მხატვრობა, ჩემთვის იმდენ ემოციასთან ასოცირდება მიჭირს მისი სიტყვებით აღწერა, აი ხატვა, რომ შემეძლოს კი დაგიხატავდით. სამწუხაროდ ამ უნიკალური ნიჭით, მხოლოდ რჩეულნი არიან დაჯილდოებულნი. “თბილისი თაიმსი” ერთ-ერთ ასეთ გამორჩეულ ახალგაზრდა მხატრვარს – გიორგი რუხაძეს ესაუბრა. ის, ახლა გერმანიაში სწავლობს და იქ მოღვაწეობს. ძალიან საინტერესოა მისი ფერებით დანახული სამყარო. რატომ წავიდა გერმანიაში, იქ რას საქმიანობს, რა არის მისთვის მხატვრობა, ამ და სხვა თემებზე გიორგი თავად გვესაუბრა.

318802_250197958355749_1583531844_n

როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?

დავიბადე იმერეთის პატარა ქალაქ თერჯოლაში, ჩემი კავშირი ამ ქალაქთან მხოლოდ დაბადებით შემოიფარგლა. მამა სამხედრო იყო და მოგვიანებით დედაც შეუერთდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და არაერთი წელი გაატარეს ერთად სამხედრო სამსახურში. ეს განაპირობებდა ჩვენი ოჯახის ხშირ გადაადგილებას. ბოლო გაჩერება იყო ქუთაისი და ამ დროისთვის ჩვენი ოჯახი ხუთი წევრისგან შედგებოდა : მამა, დედა, უფროსი ძმა, მე და უმცროსი ძმა. ქუთაისი არის ქალაქი, საიდანაც დაიწყო ყველაფერი. ეს ჩემი ქალაქია. ქუთაისში დავამთავრე სკოლა და ხელოვნების ლიცეუმი ფერწერის მიმართულებით. ხანმოკლე პაუზის და გარკვეული მომზადების შემდეგ, იყო სამხატვრო აკადემია. აკადემიის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ იყო DAAD-ის სტიპენდია და გერმანია. მყავს მეუღლე და გვყავს  პატარა დანიელი, უკვე ორი თვის გახდა. ამჟამად ვარ შტუტგარდის უნივერსიტეტის სტუდენტი, პარალელურად ვაკეთებ გამოფენებს და აქტიურად ვმუშაობ ახალ ნამუშევრებზე.

10542925_883173178382187_1731401564_n

რატომ გადაწყვიტეთ გამხადრიყავით მხატვარი და კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი არჩევანით?

არ მახსოვს მიმეღოს გადაწყვეტილება მხატვრად გახდომასთან დაკავშირებით, ყველაფერი  ბუნებრივიად მოხდა. გენეტიკამაც თავისი როლი შეასრულა, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. რაც მახსოვს სულ ვხატავდი და ეს მომწონდა. მახსოვს პირველ კლასში, როგორ მიხევდა მასწავლებელი სახატავი რვეულიდან ნახატებს, გამოფენის მოწყობას აპირებდა. მაშინ ამ ყველაფრისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. როგორც ჩანს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ხანდახან როგორც ვხუმრობთ ხოლმე ზემოდანაც მქონდა მხარდაჭერა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, როცა უკვე არჩევანი და გადაწყვეტილება ჩემი გასაკეთებელი იყო, გადავწყვიტე სერიოზულად შემესწავლა საქმე, რომელიც ასე ძალიან მაინტერესებდა. გამევლო ყველა ის საფეხური, რაც ჩემს მხატვრად ჩამოყალიბებაში დამეხმარებოდა.

10578956_883175288381976_488953906_n

როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება მხატვრობასთან და რა ის ემოციეებთან ასოცირდება?

 ჩემ პირველ შეხებად მხატვრობასთან, შეიძლება ჩაითვალოს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ეს იყო, რაღაც უცხო და საინტერესო, რაღაც ახალი რომელმაც შეძლო და ბევრი რაღაც შეცვალა, ჩემს მხატვრად ჩამოყალიბებაში. აქ მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რაღაც მქონდა სასწავლი და ამ ყველაფრისთვის ბევრი ფიზიკური და გონებრივი შრომა დამჭირდებოდა. პრაქტიკული და თეორიული სწავლების პროცესში ვხვდებოდი, რომ მხატვრობას კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო ღრმა ხედვა ჭირდება, რაც სცდება ყველა ტექნიკურ თუ თეორიულ ცოდნას. აკადემია არის სახლი, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების ექვსი წელი.

10744513_883177251715113_1657219183_n

გქონიათ თუ არა გამოფენები და თუ შეგიძლათ გაიხსენოთ თქვენი პირველი გამოფენა?

პირველი გამოფენა მქონდა ხელოვნების ლიცეუმში. ალბათ, ყველა მხატვარს ახსოვს პირველი გამოფენა. არ მახსოვს როგორი ემოცია მქონდა, სამაგიეროდ მახსოვს მოდევნო წლების გამოფენებზე, როგორ ვაკვირდებოდი დამთვალიერებელს და ვცდილობდი მისი ემოციები წამეკითხა. უბრალოდ გაინტერესებს მისი შთაბეჭდილება და შენი იდეა რამდენად თანხვედრაშია. ყოველი ახალი გამოფენა ახალი მოლოდინია, მოლოდინი ახლის და შენი პასუხისმგებლობაც გამოფენიდან გამოფენამდე იზრდება.

10749453_883176955048476_1544260189_n

რატომ და როდის წახვედით გერმანიაში სასწავლებლად და გარდა სწავლისა რიითი ხართ დაკავებული?

გერმანიაში წავედი 2012 წლის აგვისტოში DAAD-ის სტიპენდიით. ეს არის გერმანული გაცვლითი პროგრამა. რომელსაც ყველა სფეროში აქვს სტიპედიები და მათ შორისაა ხელოვნებაც. გავიარე კვალიფიკაციის ამაღლების კურსი შტუტგარდის სამხატვრო აკადემიაში, პროფესორ Cordula Güdemann – ის სახელოსნოში. ყოველთვის მინდოდა მესწავლა ევროპის სახელოვნებო სასწავლებელში და აქ მოხვედრამაც თავისი შედეგები გამოიღო. აქ ხელოვნების მიმართ საერთოდ განსხვავებული სწავლის სისტემა, განსხვავებული დამოკიდებულებ გახლავთ. სასწვლებელი და პროფესორი მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს სტუდენტს სახეოვნებო სივრცეში თავის დამკვიდრებაში. კეთდება გამოფენები და პროექტები რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია.

10410214_4485386270966_2261450662763649582_n

სად სწავლობთ გერმანიაში, რამდენად განსხვავდება არსებული სწავლის ხარისხი ჩვენი ქვეყანაში არსებული უნივერსიტეტებისგან?

სწვლების პრინციპი რადიკალურად განსხვავებულია. პროფესორი მუშაობს ჯგუფთან ერთად, სტუდენტები უშუალოდ მონაწილეობენ სასწავლო პროცეში. კვირაში ერთხელ ხდება ჯგუფის შეკრება და რამოდენიმე სტუდენტის ახალი ნამუშევრების განხილვა. ხდება ნამუშევრების შეფასება, არკვევენ რა იყო ამ კონკრეტული ნამუშევრის ინსპირაცია და რის გადმოცემას ცდილობდი. თუ რამდენად გაიგეს შენი სათქმელი და თვითონ როგორ ხედავენ ამ კონკრეტული იდეის გადაწყვეტას. ეს ყველაფერი, გეხმარება შენი ნამუშევრის სხვა კუთხით დანახვაში. რაც საბოლოოდ ძალიან კარგ შედეგს იძლევა, ქართული სახელოვნებო სასწავლებლებისგან განსხვავებით. არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ვიყო, მაგრამ ქართული მხატვრობა, სანამ არ მოიშორებს რუსული სკოლის გავლენას, მანამდე მის განვითარებზე ზედმეტია ლაპარაკი. თუ გადავხედავთ, ჩვენც გვყავს გამორჩეული ხელოვანები და მათი ხელოვნების ინსპირაცია ან აღმოსავლეთი იყო ან დასავლეთი ან ორივე ერთად ტრადიციებთან შეზავებული. ამ საკითხს ძალიან კარგად ეხება დავით კაკაბაძე. რომელმაც შეძლო და ქართული ფერწერა სხვა საფეხურზე აიყვანა. ხოლო, ის რასაც დღევნდელი გაგებით, ქართულ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში ტრადიციებს ეძახიან სასწრაფოდ არის გადასახედი.

954589_883173281715510_1382970587_n

გერმანიაში დამწყები მხატვრებისთვის შესაძლებლობები თუ არის, უფრო მეტი ვიდრე საქართველში?

გერმანიაში ახალგაზრდა მხატვრებისთვის არის ყველაფერი, რაზეც საქართველოში მხოლოდ ოცნება შეგვეძლო. საზოგადოების მღალი ინტერესი ხელოვნების მიმართ განსაზღვრავს ამ სფეროს აქტიურობას და ღირებულებას. თუნდაც მატერიალური კუთხით, რომ ვისაუბროთ ეს არის ფულის დაბანდების საშუალება. გალერეების ან კერძო კოლექციონერების მიერ, ხდება ახალგაზრდა საინტერესო მხატვრების მოძიება. იძენენ მათ ნამუშევრებს, უკეთებენ გამოფენებს და ფუთავენ ისე, რომ მისგან რამოდენიმე წელიწადში სერიოზული მოგება მიიღონ. საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგს, რომლითაც ყველა მხარე კმაყიფილია. პირველივე გამოფენის დღიდან ეს პროცესი პროგრესირებს და შედეგი მატერიალურად ძლიერი ცნობილი ხელოვანია. საქართველოს რაც შეეხება, ქართული ფულის ჩადება ახალგაზრდა მხატვრებში თითქმის არ ხდება. ამ ბოლო პერეოდში ამ მხრივ, რაღაც ძვრები შეინიშნება და იმედია ეს პროცესი განვითარებადია.

ვინც არ ხატავს მისთვის ეს პროცესი ყოვლად გაუგებარია. არ შეუძლია წარმოდგენა თუ როგორ იწვევს გარემო იდეების თუ შეგრძნებების ინსპირაციას და როგორ გამოხატავ ამას მასალაში. ყველა ემოციას თავისი ფერი აქვს. ხატვის პროცესშიც კი შედეგი შეიძლება ბუნდოვანი იყოს . როცა იწყებ, ზუსტად იცი რაც გინდა, მერე უკვე გინდა, რომ რაც შეიძლება კარგი გამოვიდეს. ეს ძიების პროცესი კი ხელოვნებაში უსასრულოდ გრძელდება.  ყოველი ახალი ეტაპი გამორიცხავს იმას რაც ზუსტად იცოდი, რომ გამოვიდოდა. ძირითადი სახატავი მასალა. ამ ეტაპზე ზეთის საღებავია. როგორი ტექნიკითაც ვმუშაობ ეს უკანასკნელი ყველაზე კომფორტული და სასიამოვნოა. ყველა კარგ თვისებასთან ერთად ზეთის საღებავს საოცარი ვიზუალური ეფექტი აქვს. თავისი სიღრმის და ჟღერადობის გამო.

1045036_556265681082307_1126489775_n

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? როგორ აპირებ კარიერის გაგრძელებას?

როგორც უკვე ავღნიშნე, შტუტგარდის სამხატვრო აკადემიაში გავიარე ორ წლიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში. ამჟამად, შტუტგარდის უნივერსიტეტში, გავდივეარ გერმანული ენის სასწავლო კურსს, რომლის დასრულების შემდეგ, მინდა სწავლა გავაგრძელოელო ლუდვიგსბურგის კინოაკადემიაში ანიმაციის და ეფექტების ფაკულტეტზე. რატომ ანიმაცია? ეს არის მედია შეუზღუდავი შესაძლელობებით, რომელიც ყველაფრის გაკეთების საშუალებას გაძლევს. ანიმაციაში შეგიძლია ყველაზე არასტანდარტული იდეაც კი რეალობად აქციო.

10736138_883175111715327_358901208_n

რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?

ნამუშევარი არის ემოციის ის ნაწილი, რაც გინდა სხვამაც გაიზიაროს. ამ ემოციას გარემო განსაზღვრავს და ეს შეიძლება სიყვარულიც იყოს პროტესტიც, აღშფოთებაც, იუმორიც, ან ყველაფერი ერთად. ჩემი ნამუშევრები. უფრო ემოციების რეალობაა და პირდაპირი კავშირი აქვს გარემოს ზემოქმედებასთან. ცუდია, რომ არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი, სამგიეროდ ნახატებით ლაპარაკი მიყვარს. თუ კარგად დააკვირდებით, იქნებ იმათ უფრო მეტი გითხრან ჩემზე, ვიდრე მე საკუთარ თავზე. ჯერ ყველაფერი წინ არის, მაქვს საინტერესო გეგმები და იმედი მაქვს მათი განხორციელების საშუალება უახლოეს მომავალში მომეცემა. მერე უფრო ბევრის თქმას შევძლებ.

12.11.14

ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

The Guardian-ის წლის საუკეთესო ფილმებს შორის სალომე ჯაშის “მოთვინიერებაც” დასახელდა 
ახალი ამბები

The Guardian-ის წლის საუკეთესო ფილმებს შორის სალომე ჯაშის “მოთვინიერებაც” დასახელდა 

2022/06/10
„თბილისის ცის ქვეშ“ – თბილისში შეირჩევა ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას კონცერტები გაიმართება
ახალი ამბები

„თბილისის ცის ქვეშ“ – თბილისში შეირჩევა ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას კონცერტები გაიმართება

2022/04/19
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

2022/01/14
Next Post
ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, გურამ გუგენიშვილის გამოსვენება ხუთშაბათს სამების ტაძრიდან მოხდება

ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, გურამ გუგენიშვილის გამოსვენება ხუთშაბათს სამების ტაძრიდან მოხდება

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერს შეხვდა

ოლეგ მელნიკოვთან კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

ოლეგ მელნიკოვთან კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

Discussion about this post

ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი 
ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი 

2022/06/25
0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე წააგო...

სრულად
დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

2022/06/25
ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება 

ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება 

2022/06/25
“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” –  პუტინის მოკავშირე  

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე  

2022/06/24
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ – არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან 

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი

2022/06/24
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

2022/06/24

საინტერესო

CNN: კომპანია H&M-ის ბოდიში საზოგადოებას

CNN: კომპანია H&M-ის ბოდიში საზოგადოებას

4 წელი ago
„კარფური“ არასეზონური ხილის გაყიდვაზე უარს ამბობს

„კარფური“ არასეზონური ხილის გაყიდვაზე უარს ამბობს

1 წელი ago
ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით ასპარეზობს

ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით ასპარეზობს

3 წელი ago

Yahoo სოციალური ქსელ Tumblr-ის შეძენას გეგმავს

9 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი  2022/06/25
  • დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან  2022/06/25
  • ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება  2022/06/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In