ტრაგიკულად დაღუპული, 28 წლის სპორტსმენის გურამ გუგენიშვილის ცხედარი დღეს სამების საკათედრო ტაძარში იქნა დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. ხვალ, 13 ნოებმბერს კი სპორტსმენის გასვენება 14.00 საათზე სამების ტაძრიდან მოხდება.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა M-1 Challenge-ს ყველაზე ცნობილი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი.
28 წლის სპორტსმენი, რომელიც აღნიშნულ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონიც გახლდათ, ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.
გურამმა პროფესიული კარიერა 2009 წელს დაიწყო, საწყის ეტაპზე ზედიზედ 11 ორთაბრძოლა მოიგო და მიმდევრობით M-1 Ukraine-ს, M-1 Selection Western Europe-ს და M-1 Challenge-ს ტიტულები მოიგო.
შემდეგ იყო ცნობილი ტრილოგია ამერიკელ ჯენი გარნერთან, რასაც გუგენიშვილის ტრავმები მოჰყვა და მას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა. მცირე ხნის წინ ქართველმა მებრძოლმა იაპონურ ორგანიზაცია IGF-თან კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნული კომპანიის მფარველობით სადებიუტო შერკინებაც ჰქონდა.
გასულ აპრილს გურამმა ტონი ბონელო პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. მომავალი წლის იანვარში მას იაპონიაში კიდევ ერთი ორთაბრძოლა ელოდა, რის შემდეგაც M-1 Challenge-ის ბრძოლებს უნდა დაბრუნებოდა…
12.11.14