ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ნაკრებს, პოლონეთთან შეხვედრის ნებისმიერი შედეგით დასრულების შემდეგ დატოვებს.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პოლონეთთან გასამართი შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იქნება ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე და მიუხედავად შედეგისა, თანამდებობას დატოვებს.
პოლონეთთან შეხვედრის წინ გამართული პრესკონფერენცია ჟურნალისტთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტების უკმაყოფილება სატელევიზიო გადაცემებში ქეცბაიას მიერ მედიის მისამართით გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს მოჰყვა.
sportall.ge-ს ცნობით, კულუარული ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ქეცბაიას შესაძლო შემცვლელად ალექსანდრე ჩივაძეს განიხილავენ.
14.11.14