საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მაისის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჩატარდება. კვლევის მიზანი საქართველოში 2013 წლის მაისის ინფლაციის დონის გაანგარიშებაა.
ფასებზე დაკვირვება ფასების 19 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდება. ფასები შეგროვდება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე, აცხადებენ საქსტატში.
მაისის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 ივნისს გამოქვეყნდება.
10.05.13