• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, მაისი 29, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავებს მოუწოდებს

2014/11/15
in პოლიტიკა
1 0
1
SHARES
10
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

201409201443267367irakli (2)პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდებს, დაიცვან წესრიგი დღევანდელ აქციაზე და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას ხელს შეუშლის.

პრემიერ მინისტრის საზოგადოებისადმი მიმართვა პრემიერის “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. პრემიერის განცხადებას “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ.

“ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ეს პროცესი შეუქცევადია. ყველასათვის ნათელია, რომ ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეიძლება შეგვხვდეს, რომელიც ღირსეულად უნდა გადავლახოთ.

ჩვენი ხელისუფლება კარგად ხედავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხეს, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას და საქართველოს ერთიანობას ემუქრება.

ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევას და აფხაზებს სთავაზობს ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც არა მარტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეფასდება, არამედ აფხაზებს, როგორც ერს, გაქრობით დაემუქრება.

მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ უკვე ავამოქმედეთ საერთაშორისო ბერკეტები, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები ძალას არ დაიშურებენ და წინ აღუდგებიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში ხელყოფის მცდელობას.

დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩვენი აფხაზი ძმები შეეგუებიან ამას, კეთილგონიერებას გამოიჩენენ და საქართველოს დაუკავშირებენ თავიანთ მომავალს.

არა მგონია, დღეს არსებობდეს ადამიანი, რომელიც ვერ ხვდებოდეს, როგორ ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა. რადიკალიზმი დღეს სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მშვიდობიანი, კარგად გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკის გარდა, ყველა სხვა ნაბიჯმა შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. გაუაზრებელმა მოქმედებამ და რადიკალიზმმა საქართველო 2008 წლის ომამდე მიიყვანა. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის – ჩვენ ემოციური გადაწყვეტილებების უფლება არა გვაქვს.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია საქართველოს თითოეული მოქალაქის მისწრაფებაა, და ამიტომაც სრულიად მიუღებელია, როცა საყოველთაო პროტესტს ქვეყნის ანექსიის წინააღმდეგ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა თავის თავზე მიიწერს და ქვეყნის მთლიანობის იდეას მხოლოდ საკუთარ თავთან აიგივებს. და ამას ის ხალხი ცდილობს, რომლის პოლიტიკამაც ხელი შეუწყო ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპირებას, დაიღუპა ასეულობით ადამიანი, დაიკარგა კოდორი და ახალგორი, დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი, დევნილად იქცა ათეულ ათასობით ადამიანი.

მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს თითოეული მოქალაქის ნებას, გამოხატოს თავისი აზრი. ეს უფლება ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული და ხელისუფლება უპირობოდ დაიცავს მათი გამოხატვის თავისუფლებას.
მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიცვან წესრიგი ხვალინდელ აქციაზე და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას შეუშლის ხელს.

იმედი მაქვს, რომ აქცია ჩაივლის ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგულია”,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის გუშინდელ მიმართვაში.

15.11.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე
ანალიტიკა

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

2022/05/17
არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 
ანალიტიკა

არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 

2022/05/17
“ამ ეტაპზე აზოვსტალის დამცველები განწირულები არიან” – ზაზა ცოტნიაშვილი
ახალი ამბები

“ამ ეტაპზე აზოვსტალის დამცველები განწირულები არიან” – ზაზა ცოტნიაშვილი

2022/05/17
Next Post
“ტოლერანტობა ეს ის დემოკრატიული ღირებულებაა, რომლის დასამკვიდრებლადაც ჩვენ დიდი ძალისხმევა არასოდეს დაგვჭირვებია”

"ტოლერანტობა ეს ის დემოკრატიული ღირებულებაა, რომლის დასამკვიდრებლადაც ჩვენ დიდი ძალისხმევა არასოდეს დაგვჭირვებია"

როგორია ქართული ღვინის ეკონომიკა და რა გამოწვევები და საფრთხეებია მსოფლიო ბაზარზე

დავით ბაქრაძე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა

დავით ბაქრაძე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა

Discussion about this post

ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას...

სრულად
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

2022/05/26
„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

2022/05/26
„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

2022/05/26
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

2022/05/26

საინტერესო

სათამაშოები,რომლებიც ბავშვის შემოქმედებითი უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ

სათამაშოები,რომლებიც ბავშვის შემოქმედებითი უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ

4 წელი ago
თეა დარჩია: „მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა მითხრა, აირჩიე, გინდა, იყო მკვლელი დედა, თუ განსხვავებულ ადამიანს გაზრდიო. 9 თვე ვიცხოვრე იმ აზრით, მერე რა-მეთქი. ეს ადამიანი უკვე ჯილდოა…“

თეა დარჩია: „მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა მითხრა, აირჩიე, გინდა, იყო მკვლელი დედა, თუ განსხვავებულ ადამიანს გაზრდიო. 9 თვე ვიცხოვრე იმ აზრით, მერე რა-მეთქი. ეს ადამიანი უკვე ჯილდოა…“

6 თვის ago
ღია კარის დღე სპეციალური ოპერაციების ძალებში

ღია კარის დღე სპეციალური ოპერაციების ძალებში

3 წელი ago
ბავშვთა კვების კომპანია HIPP-ი საქართველოში წარმოების გაფართოებას გეგმავს

ბავშვთა კვების კომპანია HIPP-ი საქართველოში წარმოების გაფართოებას გეგმავს

7 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი  2022/05/28
  • ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  2022/05/28
  • „მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია   2022/05/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In