• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, მაისი 28, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მთავარი მოვლენები
ქართველი ვუნდერკინდი, რომელიც მსოფლიოს მუსიკით აოცებს

ქართველი ვუნდერკინდი, რომელიც მსოფლიოს მუსიკით აოცებს

2015/02/21
in მთავარი მოვლენები, პერსონა
3 0
3
SHARES
36
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ალბათ, ყველას საკუთარ თავზე გამოუცდია თუ რა ძალა აქვს მუსიკას. მუსიკოსის ფიქრები, რომელიც შავ ნოტებად თეთრ ქაღალდზე გადმოდის და შემდეგ შავ-თეთრი კლავიშებით ფორტეპიანოზე სრულდება. ყველაზე გასაკვირი, არის ის, თუ რამდენად ზოგადი და რამდენად ინდივიდუალურია ის ერთდოულად. უსმენ მუსიკას და შენ მოგზაურობ საკუთარი ფიქრების, ემოციების, სურვილების, მისწრაფებების, განცდების სამყაროში. ყველას არ შეუძლია საკუთარი ხელით ააჟღეროს სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ დაწერილი მუსიკა, თან ისე, რომ სათქმელი ბოლომდე თქვას. ხშირად მითქვამს, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ქართველია… „თბილისი თაიმსი“ ამჯერად გერმანიაში მცხოვრებ, ახალგაზრდა  ქართველ პიანისტს – მარიამ ბაწაშვილს ესაუბრა. ის სულ ახლახანს პიანისტებისათვის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული – ფრანც ლისტის სახელობის საერთაშორსო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ჩვენ დავინტერესდით, თუ, როგორ მიაღწია ამ წარმატებას, როგორ ცხოვრობს გერმანიაში უნიჭიერესი პიანისტი და რა გეგმები აქვს სამომავლოდ…

10808231_10152546942468063_1316587516_n

– მარიამ პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატებას. თუ შეიძლება ჩვენს მკითხველს რომ უამბოთ რა გამარჯვება მოუტანეთ თქვენს თავს და საქართველოს ასევე რა თქმა უნდა. საკმაოდ ბევრმა ქართველმა ადამიანმა მიიღო უცხოეთიდან მოლოცვა რომ მარიამი გვყავს და რომ მან ამ კონკურსში გაიმარჯვა. რა კონკურსში გაიმარჯვე და რატომ მოყვა ამხელა აჟიოტაში მსოფლიო მუსიკის სფეროში?

– საკმაოდ ადრეული ასაკიდან ნელ-ნელა ვამჩნევდი, რომ ლისტის მუსიკას განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩემში… მასზე საუბრისას ყოველთვის ღიმილი ეფინებოდა ჩემს სახეს… მიხაროდა მისი ნაწარმოებების დაკვრა, მხიბლავდა მისი თითოეული ნოტის, ფრაზის სილამაზე.  მინდოდა, უფრო ღრმად ჩავწდომოდი მის იდეებს… ჩემმა მასწავლებელმა ქალბატონმა ნათია ნაცვლიშვილმა და მე გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილება ვაიმარში არსებულ ლისტის სახელობის მესამე ახლაგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე. (ჩატარდა 2011 წელს) კონკურსი ძალიან კარგი შედეგით დასრულდა, პირველი ადგილი, “grand prix” და ფერენც ლისტის ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლის წოდება მომანიჭეს. ამ წარმატების შემდეგ მქონდა მოწვევები სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც როგორც სოლო, აგრეთვე ორკესტრის თანხლებით ვატარებდი კონცერტებს, ვმოგზაურობდი და პარალელურად ვსწავლობდი ახალ რეპერტუარს. ახლა უკვე მეოთხე წელია ვცხოვრობ ვაიმარში და ვსწავლობ  ფერენც ლისტის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში. ძალიან მინდოდა უფრო მეტის მიღწევა ლისტთან მიმართებაში. მინდოდა მესწავლა მისი სონატა და მრავალი სხვა ნაწარმოები, რომელიც საბედნიეროდ ლისტის საერთაშორისო კონკურსის დებულებაში, სავალდებულო პროგრამაში აღმოჩნდა. შესამაბისად ერთი წლის განმავლობაში, სრულიად ფოკუსირებული ვიყავი ფრანც ლისტის 3 საათიან პროგრამაზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შევასრულე კონკურსზე – ჰოლანდიაში. საბედნიეროდ ეს კონკურსიც, როგორც სამი წლის წინ, ასევე წარმატებით დასრულდა. ამ კონკურსზეც პირველი ადგილი, საერთაშორისო პრესის პრიზი და ახალგაზრდა ჟიურის პრიზი სონატის საუკეთესო შესრულებაში მივიღე. ძალიან გახარებული ვარ… ეს კონკურსი მასპინძლობა 19-დან 29-წლამდე პიანისტებს.

10811930_10152546942478063_1994268256_n

– ფრანც ლისტის სახელობის საერთაშორსო საფორტეპიანო კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია პიანისტებისთვის. თუ შეიძლება მოგვიყევით როგორ მოხდა ამ კონკურსზე თქვენი წარდგენა?

– კონკურსის შესარჩევი ტური ჩატარდა ამ წლის მარტს, ნიუ-იორკში, უტრექსში, მოსკოვში და პეკინში. მე უტრექსში წავედი, სადაც 25 წუთიანი პროგრამა შევასრულე. შესარჩევი ტურის პასუხები ვიდეოს სახით დაიდო yotube-ზე, სადაც ჟიურის წევრები თითოეულ მონაწილეს ანბანის თანმიმდევრობით აცხადებდნენ. საბედნიეროდ დიდი ლოდინი არ დამჭირდა, რადგან ჩემი გვარი „ბ“-ზე იწყება. არჩეული იქნა 23 მონაწილე, რომლებიც 26 ოქტომბრიდან უტრექსში ჩამოვიდნენ. მეოთხედ ფინალის შემდეგ გამოაცხადეს ნახევარ ფინალისტები – 9 ადამიანი, ხოლო  თითოეული მონაწილის მიერ ჩატარებული 1 საათიანი სოლო კონცერტის შემდეგ გამოცხადდა 3 ფინალისტი… ფინალში შევასრულე სონატა “ლორელეი“ და ერთი საფორტეპიანო კონცერტი, ჰოლანდიის რადიო ფილარმონიული ორკესტრის თანხლებით.

10799276_10152546942488063_1477170954_n

– სამი ფინალისტიდან თქვენ პირველი გახვედით სცენაზე, ახლდა თუ არა თან მღელვარება თქვენს გამოსვლას? სპეციალისტები როგორ აფასებდნენ თქვენს გამოსვლას?

– ერთი სული მქონდა როდის დავუკრავდი ფინალში. იმდენად გამიხარდა ფინალში გასვლა, რომ ჩემი ნერვიულობა გადაიზარდა რაღაც კარგში, რომელმაც ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა ჩემს  შესრულებაზე.

– კონკურსზე თქვენ შეასრულეთ ”ლორელეი”, საერთაშორისო პრესა კი წერს თქვენი შესრულების მანერაზე, დახვეწილობასა და სენსიტიურობაზე, ასევე ვკითხულობთ, რომ ეს შესრულება იყო სენსაციური. მაყურებელი როგორ შეხვდა თქვენს შესრულებას?

– მაყურებლისგან ვრგძნობიდი, რომ ჩემი მთელი შესრულების განმავლობაში იყო ჩემთან ერთად, ჩვენ ყველა ერთად ვმოგზაურობდით ფერენც ლისტის მიერ ნაჩვენებ ისტორიაში… მე უბრალოდ მუსიკის გამტარებელი ვიყავი… ისინი თითოეული ტურის შემდეგ მხურვალე ოვაციებით მამხნევებენ.

10811575_10152546942493063_99443381_n

– ასეთ პერესტიჟულ კონკურსზე, თქვენ საპრიზო – პირველი ადგილი გერგოთ, პირველი შეგრძნება, რომელიც დაგეუფლათ.

– სიტყვებით აღუწერელი იყო ის გრძნობა, როდესაც ჟიურის თავჯდომარემ მეორე ადგილის პრიზიორი გამოაცხადა… ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ მე პირველი ადგილი მერგო… ბედნიერება, სიხარული, მადლიერება, სიყვარული ლისტის მიმართ… ეს ყველა გრძნობა ერთად მოვიდა და  სულ ცოტა მაკლდა, რომ არ  წავქცეულიყავი ემოციების მოზღვავებისაგან. შემდეგ  სცენაზე მიმიხმეს და მეც სიხარულით ავფრინდი. (მოგვიანებით, გადაღებულ კადრებს შევხედე და აშკარაა, რომ სცენაზე კი არ მივდიოდი, სიხარულისაგან მივრინავდი პრიზის ასაღებად.)

– ვიცით, რომ გერმაელებს ძალიან დიდი კულტურა აქვთ თქვენს სფეროში. ზოგადად ქართველების და გერმანელების ურთერთობაზე რომ გვესაუბროთ თქვენს მაგალითზე. ადვილად მიგიღეს? არ იყო ეჭვიანობა, ხელის შეშლა, რომ ამხელა წარმატებაზე შეიძლება გასულიყო ქართველი?

– გერმანელ ხალხზე ძალიან მცდარი წარმოდგენა არსებობს, თითქოს ცივი, უგულო და ეგოისტი ერია… ჩემი მთლიანი სწავლა დამიფინანსეს პირველი სემესტრიდან, სიყუვარულს მაქსიმალურად გამოხატავენ.. მე პირადად თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ გერმანიაში. აქ არის ჯანსაღი კონკურენცია და არა ინტრიგნული.

229037_222489191096901_3562207_n

– მარიამ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი შეხება მუსიკასთან?

– მუსიკასთან შეხება დავიწყე ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ნერგებში“. ჩვენი ჯგუფი საკმაოდ წარმატებული იყო. გასტროლები გვქონდა ბულგარეთში, სადაც მახსოვს ვმღეროდი და ასევე ვუკრავდი. ხოლო შემდეგ, 6 წლის ასაკში დავიწყე კლასიკური მუსიკის დაკვრა, რაც ჩემი ბებიის სურვილი იყო. ქალბატონი ნანა ნაცვლიშვილი პირველი კლასიდან იყო, არის და იქნება  ჩემი პედაგოგი! იგი ამ კონკურსზეც ჩემთან ერთად იყო ჰოლანდიაში, ჩვენ ერთად შევძელით წარმატების მიღწევა.

– როგორ ფიქრობთ რა შეუძლია მუსიკას?

– მუსიკას ძალიან ბევნაირი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ადამიანზე. შეუძლია ადამიანს დაანახოს ან შეახსენოს ისეთი ცხოვრებისეული დეტალები, რასაც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ამჩნევს. შეუძლია გაამხნევოს ან პირიქით დეპრესიულობისაკენ უბიძგოს. ჩემი აზრით, რაც ყველაზე სასიამოვნოა, მას შეუძლია ბედნიერება მიანიჭოს განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, რომელსაც პრობლემების გამო ავიწყდება, რომ ყოველი ახალი დღე ღვთის საჩუქარია, რომ მზის ამოსვლა სასიხარულოა და რომ ცხოვრებაში პატარ-პატარა დეტალებია რაც გვაბედნიერებს.

– რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?

– როდესაც ნაწარმოებს ვასრულებ, იმას ვგრძნობ რის შესახებაც არის ნაწარმოები. გლობალურად თუ შევხედავთ, ალბათ მაინც სიამოვნების გრძნობაა, რომ მაქვს შესაძლებლობა ხალხს გადავცე ცოცხალი ფორმით ის, რაც კომპოზიტორმა დაგვიტოვა ნოტების სახით.

– რომელია თქვენი საყვარელი ნაწარმოები, კომპოზიტორი და რატომ?

– ყველა კომპოზიტორს საკუთარი ადგილი უკავია ჩემს გულში, მაგრამ ლისტს კიდევ უფრო განსაკუთრებული ადგილი აქვს.

10814142_10152546942483063_1682938181_n

– პროფესია, რომელშიც საკუთარ შესაძლებლობებს სიამოვნებით გამოცდიდით?

 – მე ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, ასე, რომ არც მიფიქრია რაიმე სხვა პროფესიაზე.

– თვლით, რომ ხართ ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე?

– ჩემს თავზე საუბარი არ მხიბლავს, მაგრამ რადგან მეკითხებით, გიპასუხებთ. ძლიერი უნდა იყოს პიანისტი და საერთოდ ყველა პროფესიის ადამიანი, რაიმეს მიღწევა თუ უნდა ცხოვრებაში. შესაბამისად არც მე ვარ სუსტი.

– თვენი აზრით, რა არის საჭირო ქალისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს?

– კაცისთვისაც და ქალისთვისაც წარმატების მისაღწევად საჭიროა: საქმისადმი სიყვარული, ბევრი შრომა, თავდაჯერებულობა და იღბალი.

10806891_10152546942498063_900889798_n

-თქვენი მისამართით ალბათ, კომპლიმენტები ბევრია… თუ შეგიძლიათ გამოყოთ ყველაზე მეტად აღფრთოვანება, პროფესიული თვალსაზრისით ვისმა ყურადღებამ გამოიწვია და გვიამბოთ.

– კონკურსის შემდეგ ჟიურის წევრებთან გასაუბრების საშუალება მომეცა…. ავსტრიელმა პიანისტმა ევა ბადურა-სკოდამ დაიჭირა ჩემი ხელები, მაკოცა და მითხრა: შენ ძალიან დიდი წარმატება გელის, მე კი ერთს გთხოვ, როგორც ახლა გიყვარს თითოეული ნოტი, როგორც ახლა ხარ აღფრთოვანებული მუსიკის სილამაზით, მომავალში არ დაკარგო ეს სენსიტიურობა, დარჩი ასეთი, როგორიც ხარ… ამ კომენტარის შემდეგ ვერ შევიკავე თავი და მის თვალწინ ვიტირე…. (ამდენ ემოციებს ვერ გავუძელი)

– თქვენს ოჯახზე რომ გვიამბოთ?

– მე გავიზარდე ძალიან კეთილ, მოსიყვარულე და პატიოსან ოჯახში, მათთან კონტაქტს skype-თ ვინარჩუნებ და წელიწადში ორჯერ ჩავდივარ. ჩემთვის ჩემი ოჯახი ყოველთვის არის სიკეთის და სიმართლის მაგალითი.

– საქართველოსთან როგორ დამოკიდებულებაში ხართ? აპირებთ დაბრუნებას?

– სწავლას სავარაუდოდ ისვე ევროპაში გავაგრძელებ. სამომავლოდ სად ვიქნები ამ ეტაპზე არ გადამიწყვეტია…

1468549_540936335994374_670272384_n

– რა სამომავლო გეგმები გაქვთ? როგორ აპირებთ თქვენი კარიერის გაგრძელებას?

– პირველ ადგილის პრიზიორს აქვს 3 წლის განმავლობაშო კარიერის დახმარების პროგრამა კონკურსისგან. რაც ნიშნავს, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მექნება მსოფლისო სხვადასხვა ქალაქებში კონცერტები… გუშინ ჩემმა მენეჯერმა უკვე მაჩვენა სია, 80 კონცერი უკვე დაგეგმილია და ისიც მითხრა, რომ ეს თურმე ნახევარი სია ყოფილა, უბრალოდ დანარჩენების ზუსტი თარიღი ჯერ არ იცის… ალბათ მარტივია ჩემი სახის გამომეტყველების წარმოდგენა, როდესაც მითხრა, რომ ჩვენი კონცერტების ტური თბილისში იწყება! 8 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში სოლო კონცერტით ჩამოვდივარ! ძალიან მიხარია, რადგან რაღაც საოცრება ხდება…. საქართველოდან იწყება მსოფლიო ტური.

17.11.14

ესაუბრა ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 
ახალი ამბები

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  
ახალი ამბები

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
Next Post
ჩინურმა ცირკმა “გედების -ტბა” ახალი ინტერპეტაციით შესთავაზა მაყურებელს. ეს ვიდეო დაგარწმუნებთ, რომ ადამიანის ფანტაზიასა და შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. გედების ტბა – ბალეტი, რომელიც დაწერა რუსმა კომპოზიტორმა პეტ.რე ჩაიკოვსკიმ 1875-1876 წლებში.მისი პრემიერა 1877 წლის 20 თებერვალს შედგა მოსკოვის დიდ თეატრში. მაშ შემდეგ კიდევ მრავალჯერ დაიდგა ის სხვადასხვა სცენაზე

ჩინურმა ცირკმა "გედების -ტბა" ახალი ინტერპეტაციით შესთავაზა მაყურებელს. ეს ვიდეო დაგარწმუნებთ, რომ ადამიანის ფანტაზიასა და შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. გედების ტბა - ბალეტი, რომელიც დაწერა რუსმა კომპოზიტორმა პეტ.რე ჩაიკოვსკიმ 1875-1876 წლებში.მისი პრემიერა 1877 წლის 20 თებერვალს შედგა მოსკოვის დიდ თეატრში. მაშ შემდეგ კიდევ მრავალჯერ დაიდგა ის სხვადასხვა სცენაზე

“საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გახდება ცნობილი”

"საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გახდება ცნობილი"

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დარჩება ალიანსის საგანგებო საკითხთა შორის”

ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დარჩება ალიანსის საგანგებო საკითხთა შორის"

Discussion about this post

ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას...

სრულად
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

2022/05/26
„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

2022/05/26
„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

2022/05/26
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

2022/05/26

საინტერესო

დღეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

დღეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

6 წელი ago
ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა იმ 10 კომპანიას რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დაზარალებულთა დახმარების პროცესში

ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა იმ 10 კომპანიას რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დაზარალებულთა დახმარების პროცესში

7 წელი ago
სირიასა და ერაყის მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სპატრიარქო ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ისტორიული ძეგლების მონიტორინგისკენ მოუწოდებს

5 წელი ago
“თიბისი ბანკი” ბანკ “რესპუბლიკას” ყიდულობს

„თიბისი ბანკი“ – გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად

3 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი  2022/05/28
  • ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  2022/05/28
  • „მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია   2022/05/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In