გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა (IFAD) მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის The Worldwide Governance Indicators (WGI) ფარგლებში საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციული საქმიანობა შეაფასა.
IFAD -ის მიერ მსოფლიო მთავრობების ანტიკორუფციული პოლიტიკა შეფასდა ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა: “მთავრობის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და კორუფციის კონტროლი სოფლად (სასოფლო დასახლებაში)”
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) შეფასებით, 2013 წელს მთავრობის ანტიკორუფციული საქმიანობის ხარისხმა წინა 9 წლის (2004-2012 წლები) საშუალო მაჩვენებელს 21,9 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა და 80,0 %-ი შეადგინა.
IFAD-ის მიხედვით, 2012 წელს კორუფციის კონტროლის მაჩვენებელი 60,0%-ს აღწევდა.
IFAD-ის შეფასებით საქართველოში 2013 წელს კორუფციის კონტროლის მაჩვენებელმა გასული 10 წლიან პერიოდში მაქსიმალურ მნიშვნელობას მიაღწია.
აღნიშნული მაჩვენებლის სიდიდით საქართველო 2013 წელს რეგიონში თურქეთის დონეზეა, აზერბაიჯანს უსწრებს თითქმის ორჯერ, ხოლო სომხეთს – 30 პროცენტული პუნქტით.
მსოფლო ბანკის მეგა-პროექტის (WGI) ფარგლებში IFAD-ი მსოფლო მთავრობების ეფექტიანობას 2004 წლიდან აფასებს.
აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით, დღეს პრეზენტაცია ( “საქართველოს მთავრობის ხარისხი – IFAD -ის ექსპერტიზა”) “ხელისუფლების საერთაშორისო მონიტორინგის ცენტრმა” მოაწყო. შეხვედრაზე გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ მომზადებული ანგარიში განიხილეს. IFAD -მ მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის The Worldwide Governance Indicators (WGI) ფარგლებში მსოფლიო მთავრობების საქმიანობის ხარისხი შეაფასა, რომელთა შორისაც საქართველოს 2013 წლის მთავრობის ანალიზიც წარმოადგინა. IFAD -ის მიერ შეფასება განხორციელდა 5 აგრეგატის მიხედვით : მთავრობის ეფექტიანობა; რეგულირების ხარისხი; კანონის უზენაესობა; არჩევანის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება; ანტიკორუფციული საქმიანობა
მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტი The Worldwide Governance Indicators (WGI) მსოფლიო მთავრობების საქმიანობის ხარისხს მთლიანობაში 30-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელი ექსპერტიზის საფუძველზე აფასებს.
17.11.14