ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ფორმდება, ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნამდვილად არ შეაქვს წვლილი რეგიონში დეესკალაციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ გუშინ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მოგერინი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად აქტიურად იმუშავებს ამ საკითხების განხილვაზე რუსეთის ფედერაციასთან. “ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანასკნელი მოვლენები, განსაკუთრებით დე-ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები გამყოფ ხაზებთან დაკავშირებით, ასევე, იმ ხელშეკრულებასთან მიმართებაში ვისაუბრეთ, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ფორმდება. აღნიშნული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიულ მთიანობას ძირს უთხრის და ნამდვილად არ შეაქვს წვლილი რეგიონში დეესკალაციის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად პროაქტიურად იმუშავებს ამ საკითხების განხილვაზე რუსეთის ფედერაციასთან”, – აღნიშნა მოგერინიმ. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგულია. ფედერიკა მოგერინის გამოსვლის თარგმანს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. 18.11.14
Discussion about this post