“სარფის” კონტროლის ზონაში საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომნლებმა კინოლოგიური ცენტრის ძაღლების მეშვეობით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სგპ “სარფის” კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა “მერსედესის” მარკის სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მარშრუტით სტამბოლი-თბილისი.
ავტობუსის დათვალიერებისას, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიური ცენტრის ძაღლების მეშვეობით, მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს 7 გრამი მარიხუანა. ნარკოტიკული ნივთიერება საქართველოს მოქალაქეს თ. ხ.-ს ეკუთვნოდა, რომელიც აღნიშნული ავტობუსით მგზავრობდა.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს შსს აჭარის მთავარი სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებას გადაეცა.
18.11.14