მსოფლიო ბანკში საქართველოში გარემოსდაცვითი მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი ესწრებოდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს მდგომარეობის შესახებ კვლევას ატარებს, რომლის შედეგადაც მომავალი წლისთვის ქვეყნის გარემოსადაცვითი ანალიზის ანგარიში მომზადდება.
შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის წინასწარი შეფასება და შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს. ასევე, გარემოსდავითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
დოკუმენტის მიზანი, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოსთვის გარემოსდაცვითი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაა.
დოკუმენტში აღწერილი შეფასება ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: 1) ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობა და გარემოს დეგრადაციის ეკონომიკური ანალიზი, 2) პრიორტეტული გარემოსდაცვითი მიმართულებების ინსტრიტუციური შესაძლებლობების შეფასება.
20.11.14