დიდ დიღომში, ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე რაგბის სტადიონი აშენდება. როგორ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სტადიონი სპეციალურად რაგბის ნაკრებისთვის იქნება განკუთვნილი. მათივე თქმით, სტადიონი 25-დან 30 000-მდე გულშემატკივარს დაიტევს.
ლევან ყიფიანის ინფორმაციით, პროექტზე ფრანგულმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, ამ დროისთვის მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ზუსტი თარიღები უცნობია. სტადიონი ფონდ “ქართუსთან” თანამშრომლობით აშენდება.
21.11.14