• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, ივნისი 26, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მსოფლიო
BBC: „ქათმის გრიპი” მსოფლიოს სამ კონტინენტზე – ევროკომისიის საგანგებო განცხადება!

BBC: „ქათმის გრიპი” მსოფლიოს სამ კონტინენტზე – ევროკომისიის საგანგებო განცხადება!

2016/05/23
in მსოფლიო
5 1
5
SHARES
69
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

10816072_878878165476794_752098426_n

ევროკომისიამ  ფრინველის ვირუსის, ე.წ „ქათმის გრიპის“ მასშტაბების გაზრდის შესახებ  სასწრაფო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიამ  დაიწყო თავდაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება ევროპის კონტინენტზე. ვირუსის გავრცელების პოტენციურ ქვეყნებში კონკრეტული რეკომენდაციები  უკვე გადაგზავნილია. ევროკომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნოემბრის თვეში ვირუსის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებზე, რომლებიც კომისიის შეფასებით ვირუსის ეპიდემიის ზღვარზე დგანან.  

„ქათმის გრიპის“ გავრცელების ახალ ნაკადს  წლის დასაწყისში ვარაუდობდნენ. ჰიპოთეზა  მას შემდეგ გამოითქვა, რაც თებერვალში  მოულოდნელად, გრიპმა ჩინელი ფერმერი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩინეთში თავდაპირველად, ივარაუდეს, რომ  ქალის გარდაცვალების მიზეზი ფრინველის ვირუსი არ იყო, თუმცა სამკვირიანი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა , რომ 73 წლის ქალბატონის სიკვდილი H5N1 ვირუსმა განაპირობა, რომელითაც იგი შინაური ქათმების ფერმაში დაავადდა.

10816039_878876725476938_643739523_nექსპერტების განცხადებით, გაურკვეველია სად არის ვირუსის პირველწყარო. მან ერთდროულად იფეთქა, რამდენიმე კონტინენტზე. ნოემბრის თვეში ჩინეთის სხვა პროვინციაში კიდევ ერთი პირს დაუფიქსირდა  ვირუსი.

დასავლელმა მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ ქათმის ვირუსის ახლად დაფიქსირებული შტამი ადრე არ გამოვლენილა.

ევროკომისიის აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია,რომ ექსპერტები ახალი შტამის შესწავლას იწყებენ და ფიქრობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა მუტაცია განიცადოს და ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს, თუმცა საბედნიეროდ, ამის მეცნიერული ან ფაქტობრივი დასკვნა ჯერჯერობით არ არსებობს და იგი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.

10811676_878876822143595_1336020365_n

რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ იმ კონკრეტულ ტერიტორიებზე, სადაც დაფიქსირდა ქათმის ვირუსით ფრინველთა სიკვდილიანობა დაუყონებლივ უნდა განადგურდნენ სხვა ფრინველებიც. ამასთანავე, დაუშვებელია ამ ტერიტორიებიდან ფრინველის ხორცის გაყიდვა, ჩაბარება ადგილობრივ ბაზრებზე. ჰოლანდიის მთავრობის განცხადებით, ისინი აღნიშნულ რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებენ, რადგან ქვეყანაში ფრინველის ვირუსის გავრცელების სერიოზული კერა უკვე არსებობს.  ევროკომისიის ამ ღონისძიებების ამოქმედებამდე, ჰოლანდიამ უკვე გადადგა რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი ვირუსთან საბრძოლველად. ქვეყანაში ვირუსი 16 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთ-ერთი სოფელის ფერმაში, რამდენიმე ქათამი მოკვდა. ფერმაში ვირუსის გავრცელების მომენტში 150 000 ქათამი იზრდებოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევროკავშირის სანიტარული სტანდარტების შესაბამისად ქათმების განადგურება და ფერმის დეზინფიცირება გასულ კვირას დაიწყო. სანიტარულმა სამსახურმა მეზობლად მდებარე ფერმების შემოწმება დაიწყო, ასევე აკრძალა ამ რეგიონებიდან კვერცხის, ქათმისა და სხვა პროდუქციის გატანა.

10811467_878875798810364_1262410369_nსანიტარული სამსახურის განცხადებით, გრიპის ახალი ტალღა შესაძლოა უკავშირდებოდეს გადამფრენ გარეულ ფრინველებს, რომლებიც სამხრეთისკენ მიფრინავენ ან გერმანიაში დაღუპულ ჩიტებს, რომელთა სპეციალიზირებული გამოკვლევა ოქტომბრის თვეში არ მოხდა. ევროკომისიის განცხადებით, ამ კონკრეტული შემთხვევების შესაძლო კავშირზე კვლევა უკვე დაწყებულია: „ჩვენი ღონისძიებების მიზანია ვირუსის გავრცელების მასშტაბების სწრაფი შემცირება, დაავადების კონტროლი და სასწრაფო პრევენცია. აუცილებლად უნდა აიკრძალოს ფრინველის პროდუქტის წარმოება და შეიქმნას თავდაცვითი ზონები. არ უნდა გავრცელდეს ვირუსი ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები ხელს შეუწყობენ აღნიშნული ღონისძიებების ზედმიწევნით გატარებას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ჰოლანდიაში მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა აღმოსავლეთში ფიქრობენ, რომ მათთვის ეს პროცესი ორმაგად მტკივნეული იქნება, იგი ხომ მსოფლიოში მეორე, უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანაა. სანიტარული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსი ადამიანს მხოლოდ ფრინველთან ახლო კავშირის შემდეგ გადაეცემა, ამიტომ  ისინი ფერმერებს საკუთარ ფერმებში სასწრაფო სანიტარული ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ.

10814158_878875622143715_21463683_n

ქათმის ვირუსი პირველად, მე-19 საუკუნეში იტალიაში დაფიქსირდა. იგი ამჟამად, კლასიკური ჭირის ფორმით იშვიათად გვხვდება, თუმცა უფრო ხშირად რეგისტრირდება ახალი შტამებით. გრიპის შესწავლა 1902 წელს დაიწყო და დღემდე, კვლევებს მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში განაგრძობენ . ადამიანური ზარალის გარდა, ეკონომიკური ზარალიც საკმაოდ დიდია, მისით დაავადებული ფრინველთა 5%-20%-ი კვდება. გრიპით ავადდება ყველა სახის, ჯიშისა და ასაკის შინაური და გარეული ფრინველი.

10814356_878875802143697_235650810_nმეურნეობაში ფრინველის გრიპის აღმძვრელი შეიძლება მოხვდეს საკვებით, ინვენტარ–მოწყობილობით. ამ მხრივ, მეცნიერების აზრით, განსაკუთრებით საშიშია არადეზინფიცირებული საბრუნავი ტარა, რომელსაც გადააქვს ფრინველის ხორცი და კვერცხი.

მეცნიერების განცხადებით, დაავადების პირველი შემთხვევბი გვხვდება წიწილასა და დასუსტებულ ზრდასრულ ფრინველში. განსაკუთრებით არასრულფასოვანი კვების, ტრანსპორტირების და შემჭიდროვებულად გამოზრდის დროს. ქათმის დასუსტებულ ორგანიზმში ვირუსის პასაჟირებით იზრდება ვირუსის ვირულენტობა და შემდგომში ავადმყოფობა ვრცელდება. როგორც წესი, 30-40 დღეში ავადდება ყველა ამთვისებელი ფრინველი.

ევროკომისიის აღნიშნულ განცხადებაში ხაზგასმულია ის ფაქტიც,რომ  ინფექციის აღმძვრელის წყარო თავად ავადმყოფი და დაავადება გადატანილი ფრინველია. განცხადების ეს ნაწილი სწორედ გერმანიის მისამართით არის გაკეთებული, რადგან ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაფიქსირებული ვირუსის H5N8 შემთხვევას სათანადო ყურადღება არ მიექცა.

10822549_878876378810306_591958881_n

განცხადებას კრიტიკულად აფასებენ აღმოსავლეთში. სამხრეთ კორეაში ფიქრობენ, რომ ევროპა პანიკამ მოიცვა და არ არის საჭირო მილიონობით ფრინველის განადგურება. დასავლელი ექსპერტები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. ისინი ამბობენ, რომ ფრინველის ვირუსის ახალი ნაკადი სხვა ნაკადებისგან იმით განსხვავდება , რომ იგი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ახალთახალი შტამით გვევლინება. ამის დასტურია სწორედ ევროპის კონტინენტზე ვირუსის H5N8 შემთხვევა და  ეგვიპტეში 24 ნოემბერს დაფიქსირებული ვირუსის  H5N1 შტამი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილ ქალს ეს ვირუსი სწორედ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ინფიცირებულ ფრინველთან ჰქონდა კონტაქტი.

ამდენად, კითხვაზე თუ რა განსხვავებაა ვირუსის სხვადასხვა შტამს შორის კომისია პასუხობს, რომ ვირუსის – H5N8 შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი დაბალია, რაც დასტურდება 25 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, Yorkshire – ში დაფიქსირებული ქათმების სიკვდილით. ვირუსის იგივე შტამია რეგისტრირებული გერმანიასა და ნიდერლანდებში. ხოლო გრიპის – H5N1 შემთხვევამ ჩინეთსა და ეგვიპტეში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

10833760_878876375476973_344947198_n

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, საბედნიეროდ ვირუსის უმეტესი ფორმა არ აინფიცირებს ადამიანს, მაგრამ შესაძლოა H5N1 და H7N9  ვირუსი ინფიცირებული ფრინველის კვერცხისგან ან ხორცისგან გადავიდეს ადამიანზე. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზეა შეჩერებული პროდუქციის წარმოება. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკაში ნათლად ჩანს, რომ H5N1 ვირუსით ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალი – 60%-ია. 2003 წლიდან 2013 წლამდე ამ შტამით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა კი 384 -ს მიაღწია.

10818767_878877198810224_159718761_n

ვირუსის ძირითადი ნიშნებია: მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელისა და კუნთების ტკივილი, ხშირად ვითარდება პნევმონია.

 წყარო: BBC

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1Share1

მსგავსი სტატიები

ანჯაფარიძე: რუსეთისთვის მთავარი მიზანი, უახლოეს დღეებში, არის მარიუპოლი
ახალი ამბები

ანჯაფარიძე: რუსეთისთვის მთავარი მიზანი, უახლოეს დღეებში, არის მარიუპოლი

2022/04/05
“დღეს ნატოს ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას” – ზელენსკი 
ახალი ამბები

“დღეს ნატოს ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას” – ზელენსკი 

2022/03/05
უმჯობესია სადღესასწაულო ღონისძიებებზე ვთქვათ უარი – WHO
ახალი ამბები

უმჯობესია სადღესასწაულო ღონისძიებებზე ვთქვათ უარი – WHO

2021/12/21
Next Post

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე დაბა ბაკურიანის რწმუნებული დააკავა

გიორგი მარგველაშვილი: “მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის, რომ ბალტიის ასამბლეა იყო პირველი, ვინც დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება”

გიორგი მარგველაშვილი: "მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის, რომ ბალტიის ასამბლეა იყო პირველი, ვინც დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება"

Financial Times - საქართველო მოუწოდებს დასავლეთს, დაგმოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება

Discussion about this post

ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი 
ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი 

2022/06/25
0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე წააგო...

სრულად
დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

2022/06/25
ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება 

ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება 

2022/06/25
“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” –  პუტინის მოკავშირე  

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე  

2022/06/24
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ – არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან 

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი

2022/06/24
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

2022/06/24

საინტერესო

მინიატურული სცენები, როგორც რეალურის ანარეკლი

მინიატურული სცენები, როგორც რეალურის ანარეკლი

7 თვის ago
მარიამ ჯაში – დღეს მსოფლიო უყურებს საქართველოს, როგორც წარმატების მაგალითს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში

მარიამ ჯაში – ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსება 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა

4 წელი ago
ხვალ ეკონომიკური ფორუმი თემაზე – „5 ტყუილი და 1 სიმართლე ლარის გაუფასურებაზე“ გაიმართება

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

6 წელი ago
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

3 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი  2022/06/25
  • დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან  2022/06/25
  • ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება  2022/06/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In