ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების ცხედრების ექპერტიზის საქმეში დღეიდან დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.
შსს-მ გარდაცვლილთა მშობლების მოთხოვნა დააკმაყოფილა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატიდან რუსუდან ბერიაშვილი შეირჩა.
ამის შესახებ ინფორმაცია მშობლებმა ომბუდსმენის მოადგილისგან მიიღეს.
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის მამის მერაბ მარგოშვილის თხოვნით, წუხელ გვიან ღამით პანკისის ხეობაში ჩავიდა და ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ქისტების მშობლებს შეხვდა.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხი ოფიციალურად არ მიუღიათ, თუმცა ცნობილია, რომ სამინისტრო სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატიდან ერთ-ერთზე შეჯერდა.
მაია ნიკოლეიშვილსა და რუსუდან ბერიაშვილს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა.
13.05.13