სპორტის სასახლეში, ხვალ, “აუთლეტ ფესტივალი” გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, “ევრო ბრენდის” ფარგლებში ამიერკავკასიაში პირველად უპრეცედენტო შოპინგ-ფესტივალი გაიმართება, რომელიც ყოველწლიურად ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმართება და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმელი და აქსესუარები.
ევროპული ბრენდის პროდუქცია 80%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება, რაც ფესტივალის მთავარი სავიზიტო ბარათია.
ფესტივალს საზეიმოდ გახსნიან “ევრო ბრენდ”-ის იტალიის, ესპანეთის და რუმინეთის წარმომადგენლები.
ასევე, გახსნას დაესწრებიან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, შოუბიზნესის და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები.
14.05.13