ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზესის სკოლის სტუდენტები სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას მოითხოვენ! ბოლო თვეებში უნივერსიტეტის მიამრთ სწავლის ხარისხზე და ფინანსურ საკითხებზე ხშირად ისმის პრეტენზიები. ამჟამად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თავად სტუდენტები უპირისპირდებიან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის რამდენიმე სტუდენტი სკანდალურ აღიარებასაც აკეთებს და შიდა სამზარეულოს რამოდენიმე მნიშვნელოვან დეტალსფარდას ხდის. სტუდენტები აკადემიური პერსონალის არაკვალიფიციურობაზე, სტანდარტიზებული და ობიექტური შეფასების სისტემის არარსებობაზე და სწავლების მეთოდიკის სერიოზულ პრობლემბზე საუბრობენ. სტუდენტები მიუთითებენ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით შეიმჩნევა ე.წ. „ფავორიტი“, თითქოს „პოლიტიკურად ლოიალური“ სტუდენტებისლობირება. „რაც ილიაუნში ხდება, ეს არ არის ბოლონიის პროცესთან მიერთება. ეს თაობის დაღუპვაა და ამაზე პასუხისმგებლობა, გარდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა, კიდევ ვინმემ უნდა იგძნოს. რას აკეთებს ქვეყანაში განათლების სამინისტრო?!“-აცხადებენ სტუდენტები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერისტეტი რამდენიმე ძლიერი ლექტორის დახმარებით გადის ფონს, რომლებიც საგნის პროფესიონალები არიან, თუმცა რამდენიმე ლექტორის კვალიფიკაცია არ ცვლის სრულ სურათს. განსაკუთრებით მაშინ, როცა სისტემურ დარღვევებს აქვს ადგილი. აღნიშნულზეც თავად სტუდენტები მიუთითებენ.
უნივერსიტეტის პრობლემბის გასაჯაროების მიზნით SKANDAL.GE-ს ილიუანის სტუდენტები დაუკავშირდნენ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს აქვთ შიში საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებისა და იდენტიფიცირების, რის გამოც ანონიმურობის დაცვა მოგვთხოვეს, თუმცა რედაქცია მხოლოდ ღია კომენტარებს გთავაზობთ:
გიორგი ცინარიძე (მე-3 კურსი):
„უკვე მესამე წელია ილიაუნის ბიზნეს სკოლაში ვსწავლობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ფაკულტეტზე
სწავლის ხარისხი არც ისე კარგია. აქ მუშაობენ ლექტორები, რომლებიც თავიანთ საქმეს გულგრილად ეკიდებიან, მათთვის ეს სამსახური მეორეხარისხოვანია. კონკრეტულად: აცდენენ ლექციებს (არც აღდგენითებს ატარებენ), აგვიანებენ, ქულებს სტუდენტების სურვილის მიხედვით წერენ. ერთი სიტყვით, მათ მიერ ჩატარებული კურსი არასრულყოფილი და არაფრისმომცემია. ჩემი აზრით, თითოეული ასეთი ფაქტი მოქმედებს, პირველ რიგში, ბიზნეს სკოლის და შემდეგ უნივერსიტეტის სწავლის ხარისხზე. რაღა თქმა უნდა, აქ საუბარი არაა ყველა ლექტორზე.
აქვე მინდა შევეხო ბოლო დროს გაურკვეველი მიზეზებით განთავისუფლებული ლექტორების საკითხს. დასანანია, რომ სამსახურიდან გაანთავისუფლეს ძალიან ბევრი პროფესიონალი ლექტორი. მაგალითად ბატონი გიორგი ლიპარიშვილი. ადამიანი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმის წყალობით სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. არ გავაგრძელებ ლექტორების ჩამოთვლას. უბრალოდ ვიტყვი, რომ თუ ასე გაგრძელდა, უნივერსიტეტში იქნება არაპროფესიონალიზმის ზეიმი. ჩემი აზრით, ეს საკითხები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, პირველ რიგში, სტუდენტების მხრიდან.“
თორინკე ტალახაძე (კურსდამთავრებული):
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლო 2 წლის სტატისტიკით (სტუდენტთა ქულების დონით საქართველოს უნივერსიტეტებში ათეულშიც ვერ შედის). ეს მრავლისმეტყველია… მოხდა ამაზრზენი ფაქტი 2 წლის წინ: ილიადან გაუშვეს ლექტორთა დიდი ნაწილი ბიზნესის ფაკულტეტზე, ამას მოწმობს მათი ყვლა ინსტაციის სასამართლოში გამარჯვება. არავის უკითხავს და დანიშნეს ყოვლად მიუღებელი დეკანი, ლექტორთა დაბალი დონე აწუხებს ილიას, მაგალითად სრატეგიულ მენეჯმენტს ასწავლიდა სულ სხვა არაპროფესიული გამოცდილების ლექტორი. აღარ ავაგრძელებ…. სწავლის დონე დაეცა… საგანი მეწარმეობა ისე დამთავრდა სემინარი არ ჩატარებულა. ამაში ფულს ვიხდით…. ამავდროულად, უზრდელი ლექტორები… და ეს პიროვნებები: “თეა თუთბერიძე, სერგო რატიანი, ემზარ ჯგერენაია, ლადარია, ირაკლი ლექვინაძე, ანუკა კირვალიძე არ ჯდება სტუდენტთა დიდ ნაწილში. ილიას უნივერსიტეტი არის წმინდანის სახელობის. სასულიერო პირის მოწვევაზე უარი განაცხადეს, სამაგიეროდ ჩაატარეს „საიდუმლო სირობის“ პრეზენტაცია. დასკვნა ხალხსითვის მიმინდია.“
ჯონი ოჩხიკიძე (მე-3 კურსი):
„როგორც დიდი ილია ამბობდა: ”აწყმო თუ არ გწყალობს,მომავალი შენიაო”. ვფიქრობ, საქართველოს ქვეყნის მომავალი ჩვენ ვართ, სტუდენტები, რომლებმაც ფაქტიურად მცოცავი ჭაობიდან უნდა გამოვათრიოთ ქვეყანა ჩვენივე ცოდნით. იმ ცოდნით, რომელსაც უნივერსიტეტი გვაძლევს! აი ამაზე მინდა დაფიქრდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები, როდესაც ლექციას ხსნიან, როდესაც ”ცოტათი” აგვიანებენ, როდესაც ქულას უმატებენ იმის გამო, რომ ორჯერ ლექციაზე ნამყოფმა სტუდენტმა სტიპენდიისთვის თხოვა და ამას სხვა სტუდენტები ხედავენ. მე-3 კურსის, ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და ასე მგონია, ისევ სკოლიდან ისევ სკოლაში დავბრუნდი, სადაც მასწავლებელი ხშირად გვიტოვებდა ერთიდაიგივეს, მოსაყოლად…(წიგნშიც ჩახედვაც შეიძლებოდა). მხოლოდ ერთი რამე მინდა, ხარისხიანი სწავლება! იმაზე მაინც დაფიქრდით, რომ როცა დაბერდებით მომავალი თაობის სათრევი იქნება ქვეყნის ჭაპანი იმ ცოდნით, რომელსაც თქვენ გვაძლევდით. პატივისცემით, რიგითი სწავლასმოწყურებული ილიაუნელი.“
გვანცა ხულუზაური (მაგისტრანტი):
„2007 წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე. სწავლის 4 წლიანი პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ სტუდენტურ აქტივობაში ვიყავი ჩართული და ვთვლი, რომ სწორედ ეს წლები დამეხმარა მიმეღო დიდი გამოცდილება, რომელიც დღემდე მეხმარება. თითქმის ყველა სტუდენტური ინიციატივა, ახალი პროექტი რომლის განხორციელების სურვილიც გვქონდა სტუდენტებს იღებდა მაქსიმალურ მხარდაჭერას, როგორც ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლებისგან (კონკრეტულად ქ-ნ მაია გონაშვილი), ასევე ლექტორთა გუნდისგან, რომლებიც უშუალოდ გახლდნენ ყველა აქტივობის მონაწილენი.
სწავლის პროცესი ყოველთვის იყო დატვირთული პრაქტიკული დავალებებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ლექცია ასევე სემინარი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც ილიას უნივერსიტეტში. ზუსტად ვიცოდი რომ აღნიშნული სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ღრმა ცოდნის მიღების საშუალებას მომცემდა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცემოდა პროფესიული წინსვლისათვის.
დღეისათვის კი ილიას უნივერსიტეტში შევიჩერე სტუდენტის სტატუსი, რაც რამოდენიმე გარემოებით არის განპირობებული:
1. უნივერსიტეტი რომელიც ყოველთვის ხმამაღლა აცხადებდა რომ იყო სამართლიანი, რომელიც მხოლოდ სტუდენტების სასიკეთოდ დგამდა ნაბიჯებს აბსოლიტურად უსამართლოდ მოიქცა და თანამდებობიდან გაათავისუფლა სტუდენტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი;
2. არავინ მოისმინა სტუდენტების აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის მასშტაბით შეგროვებული ხელმოწერები, შეხვედრები, სხვადასხვა განცხადებები სოციალურ ქსელზე, მიმართვები ადმინისტრაციას და უნივერსიტეტს, ეს ყოველივე იქნა უგულებელყოფილი;
3. სასწავლო პროცესი შეწყვიტეს პროფესიონალმა კადრებმა, წარმატებულმა ლექტორებმა, რომლებიც მაქსიმალურად დიდ ცოდნას გვაძლევდნენ სასწავლო პროცესში;
4. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ ახალი სასწავლო პროცესისთვის უმოკლეს დროში შეირჩნენ ახალი კადრები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება იყო ბუნდოვანი, გაურკვევლი. ხდებოდა ლექციების გაცდენა, გაურკვევლი სიტუაცია და ქაოსი რომელსაც თან სდევდა სტუდენტების აზრის გაუთვალისწინებლობა და არასამართლიანი პოლიტიკა ზოგადად საუნივერსიტეტო სივრცეში.
ამ კონკრეტული მიზეზების გამო, დღეისათვის მე მაქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი. რთულია ისწავლო იმ უნივერსიტეტში სადაც შენს აზრს პატივს არ სცემენ, არ ითვალისწინებენ და რეალურ პასუხს არ გაძლევენ მიმდიანარე მოვლენებზე. ვიმედოვნებ რომ ილიას უნივერსიტეტს უმოკლეს პერიოდში დაუბრუნდებიან გამოცდილი, წარმატებული კადრები და სასწავლო პროცეში ჩვეულ რიტმში გაგრძელდება. სტუდენტებს საშუალება მოგვეცემა გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი კვალიფიციური კადრების დახმარებით, ილიას უნივერსიტეტს კი დაუბრუნდება სამართლიანი, წარმატებული, და სწავლის ხარისხზე ორიენტირებული უნივერსიტეტის სახელი.“
ბექა გელაშვილი(მე-3 კურსი):
„ილიაში სწავლის დაბალ ხარისხზე მიუთითებს ის, რომ არ არსებობს შეფასების სისტემა, ხანდახან დავალების ქულა უფრო მეტად ფასდება, ვიდრე შუალედური… რაც შეეხება ლექტორებს ძალიან ბევრი კარგი ლექტორია ილიაში, საქმის პროფესიონალები, მაგრამ ბევრს არ აქვს ლექტორობის გამოცდილება და ვერ გადმოსცემენ კარგად. ბევრი აგვიანებს, აცდენს, ტელეფონზე საუბრობს და ა.შ.“
მარიამ სარალიძე (მე-2 კურსი):
„ილიაში არის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია, მაგალითად სილაბუსში მითითებული უნდა იყოს საგანს რომელსაც ავირჩევთ კვალიფიციური ლექტორი წაუძღვება თუ მისი მაგისტრანტი, ხშირად საგანს რომ ვირჩევთ სილაბუსში რომელიმე მოწვეული პროფესორის სახელი და გვარი წერია თუმცა ლექციებსაც და სემინარებსაც მაგისტრანტები ატარებენ, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ მე არ შემხვედრია მაგისტრანტი რომელიც ჩემს სწავლის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ალბათ მხოლოდ ბიზნეს სკოლის ლექტორებს არ ეხებათ, ესაა პასუხისმგებლობის აღება პირად შეტყობინებებზე, ხშირად ვწერთ ლექტორს რაიმე შეკითხვას ან ინფორმაციის დაზუსტებას, თუმცა პასუხი ან საერთოდ არ გვიბრუნდება, ან ძალიან გვიან. ასევე ხაზს გავუსვამდი დასაქმების პერსპექტივასაც, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს აქვს სტუდენტური დასაქმების პროგრამები, მათ მიერ შემოთავაზებული სამუშაო ადგილები არ არის დამაკმაყოფილებელი, სტაჟირებაც კი არ იძლევა საკმარის გამოცდილებას, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა უნივერსიტეტს კონტაქტები დაემყარებინა დამსაქმებლებთან, რომელიც სტაჟირების წარმატების გავლის შემდეგ დასაქმებასაც უზრუნველყოფდნენ.“
ნინო გელდიაშვილი (მე-3 კურსი):
„ძალიან მიყვარს ილიაუნი და ყველგან, ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ის, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ბევრი პრობლემაა. პირველ რიგში კი ეს სწავლის ხარისხს ეხება, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ყველა საგანს, თუმცა არის ისეთი კურსები, რომლის გავლასაც ფაქტობრივად აზრი არ აქვს. ეს ძირითადად არჩევით საგნებს ეხება. ასევე კიდევ ერთი პრობლემა გადაწერის საშუალებაა, რაც ძალიან ბევრ საგანზე ხდება, მესმის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და უნდა გვესმოდეს რომ თუ არ გადავიწერთ ჩვენთვისვე იქნება კარგი, თუმცა ვფიქორბ, რომ უნივერსიტეტი ამ ფაქტს არასაკმარის ყურადღებას აქცევს, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ უნივერსიტეტში საგამოცდო ცენტრი შემოვა და ისინი ჩაატარებენ გამოცდებს!“
ზურა გურგენიშვილი (მე-3 კურსი):
„მე უკვე 3 კურსელი ვარ… ძალიან მაწუხებს ის მდგომარეობა, რაც ბიზნესის სკლაშია დღეს. როდესაც ჩემი უფროსი მეგობრებისგან მესმის, თუ რა იყოს ბიზნესის სკოლა 2-3 წლის წინ და რა არის ახლა – გული მიკვდება. შეიძლება პარადოქსულია, მაგრამ მე, ერთი უბრალო სტუდენტი, უნივერსიტეტისგან მხოლოდ ხარისხიან სწავლებას ვითხოვ. ვითხოვ შეფასების ერთიან სისტემას (როდესაც მე ფინანსური აღრიცხვის ქეისი დავწერე ერთ დღეში, რადგან სულ 6 პუნქტი იყო ძალიან მარტივი… ჩემმა მეგობარმა, სხვა ლექტორთან იგივე ქეისი დიდი შრომის შედეგად ჩააბარა, იმ ქეისში 30-მდე კითხვა იყო… ეს თუ სამართლიანია, მე მომიტევეთ!) ძალიან არ მომწონს ისიც, რომ არჩევითი საგნების ლექციები ცდება, ლექტორი ტელეფონზე საუბრობს, ღამის 3 საათზე იწერებიან, რომ შუალედური გვაქვს ხვალ 10 საათზე და ა.შ. ასევე მინდა ავღნიშნო ფავორიტი სტუდენტების ტენდენცია და მინდა, განათლების სამინისტრომ რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ პრობლემებზე. მე უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ აწყობს უნივერსიტეტს ის, რომ სტუდენტებმა მარტივად გადალახონ ზღვარი? იქნებ იმიტომ, რომ რაიმე საპროტესტო ტალღა აიცილონ თავიდან? ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა უფრო დიდ პროტესტს გამოიწვევს. მინდა იცოდეს ნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, რომ ჩვენს უკან ძალიან ბევრი სტუდენტი დგას და ისინი მხოლოდ იმიტომ არ იღებენ ხმას, რომ ეშინიათ ადმინისტრაციისა. განსაკუთრებით იმის ფორნზე, რომ ლექტორებს ერთი წინადადებით ათავისუფლებენ, სრულიად უმიზეზოდ. კიდევ ერთს დავამატებ იმ სტუდენტების გასაგონად, ვისაც ჰქონიდა, რომ სტატისტიკური მონაცემებით პირველობა რამეს ნიშნავს: ილიაუნის პირველობა მაგონებს საქართველოს პირველობას ბიზნესის კეთების კუთხით, სინამდვილეში რა შედეგიცაა ყველამ კარგად ვიცით“
სოფო გურასაშვილი (მე-3 კურსი):
„გამარჯობა, ყველა სხვა პრობლემასთან ერთად გამოვყოფდი სტიპენდიების პრობლემას, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც სტიპენდიების სია საერთო რეიტინგით დგება, ყველა ფაკულტეტს თავისი სირთულე აქვს და შესაბამისად ფაკულტეტების მიხედვით უნდა იყოს რაოდენობა განსაზღვრული. ასევე უნდა აღვნიშნო ლექციების გაცდენის პრობლემა, ზოგიერთ ლექტორს არ აქვს დრო, შესაბამისად ხშირად გვიცდენს ლექციას, ქულების შეტანაც ავიწყდებათ და ხანდახან 1თვე გადის ქულების მოლოდინში.“
წყარო: http://skandal.ge/, სტილი დაცულია