დღეს თამარ მეფის ხსენების დღეს, ახალგაზრდულო მოძრაობა დავითიანნი, წევრი მანდილოსნების ინიციატივით, დააფუძნებს „თამარის სადროშე“–ს“, ასევე მოეწყობა თამარობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
როგორც დავითიანნიში აცხადებენ რუსთაველის ძეგლიდან რიყის პარკამდე მოეწყობა სადღესასწაულო მსვლელობა, რომლის შემდეგაც გაიმართება ახალგაზრდების შემოქმედებითი საღამო.
მათივე ინფორმაციით, მსვლელობის დაწყებამდე 16:30 სთ–ზე „თამარის სადროშე“-ს წევრები საზოგადოებას მიმართავენ მნიშვნელოვანი ეროვნული ინიციატივით.
რიყის პარკის ამფითეატრში მოეწყობა ახალგაზრდების შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დავითიანნთან არსებული ლიტერატურული კლუბი „დალკი“, უსინათლოთა საზოგადოების წევრები, სხვადასხვა ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ჯგუფები.
ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ წმინდა თამარ მეფის ხატები.
ცნობოსთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით 2013 წელი თამარ მეფის წლად გამოცხადდა.
14.05.13