ყავა ეს ის სასმელია, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ყოველდღიურად მიირთმევს, იგი მზადდება მარადმწვანე Coffea-ს გვარის ხის მარცვლებისგან. ეს გვარი 40-მდე სახეობას მოიცავს, მაგრამ სამრეწველო მნიშვნელობა მხოლოდ რამდენიმე სახეობის ყავის ხეს გააჩნია. ახლად დაფქული ყავის სურნელი მის მოყვარულებს, ხშირად შეუდარებიათ ნატიფი ფრანგული სუნამოების სურნელთან, თუმცა სინამდვილეში, როგორც ექსპერტები ამბობენ, ყავისადმი სიყვარული მაინც მისმა განსაკუთრებულმა გემომ განაპირობა. ამ მეტად საჭირო მცენარის ისტორია ეთიოპიის მთიანეთში, ველური ყავის სამშობლოში იღებს სათავეს. დღესდღეობით მსოფლიოში, 25 მილიონზე მეტ საოჯახო მეურნეობას, დაახლოებით, ოთხმოც ქვეყანაში 15 მილიონი ყავის ხე აქვს გაშენებული.
საქართველოში პირველი ინდუსტრიული ყავის საწარმოს სახელი, „ჩერისთან“ არის დაკავშირებული. იგი ოფიციალურად 2014 წლის ივნისის თვეში გაიხსნა, პირველად კი საწარმოს შესახებ ქართველმა მომხარებელმა მას შემდეგ გაიგო, რაც მედიის წარმომადგენლებისთვის ივნისის დასაწყისში საწარმოს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ჟურნალისტებმა საწარმოს ტერიტორია, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერეს და საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცვნენ.
„ჩერის“ კუთვნილი საწარმო განთავსებულია თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში, საწარმოში ყავის წარმოების პროცესი რთული და კომპლექსურია, როგორც კომპანიაში აცხადებენ, გემრიელი ყავის წარმოება ხელოვნებაა და არა მეცნიერება. ამჟამად, „ჩერი“ ორი დასახელების ნალექიან ყავას აწარმოებს: „ჩერი“ – კლასიკი, რომელიც წარმოადგენს 100%-ით არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავს და „ჩერი“ – ორიგინალი, რომელიც ნაზავია აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშის.
„თბილისი თაიმსი“ პირველი ქართული ყავის საწარმოს ისტორიით, მისი წარმოების პროცესითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ირაკლი ლომთათიძე აღნიშნულ საკითხებზე გვესაუბრა.
რას წარმოადგენს კომპანია „ჩერი“ და რა უპირატესობები აქვს მას ყავის სხვა, მწარმოებელ კომპანიებთან შედარებით?
„ჩერი“ ყველაზე დიდი ყავის საწარმო კომპანიაა მთელს საქართველოში. საწარმოს შექმნის ისტორია 2012 წელს იწყება, ჩვენ დავრეგისტრირდით, შემდგომ დაახლოებით, ოქტომბრის თვეში დავიწყეთ საწარმოს მშენებლობა, რაც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. 2013 წლის ნოემბერში კი დავასრულეთ საწარმო მთლიანად და 2014 წლის 5 ივნისს გავხსენით. ასე, რომ „ჩერი“ ქართულ ბაზარზე უკვე 7 თვეა, რაც არსებობს, იგი აწარმოებს 100 % ით ნატურალურ ყავას , რომელიც ქართველი მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული, როგორც აღვნიშნე, ჩვენი საწარმო ყველაზე დიდია საქართველოში თავისი წარმადობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი თვის განმავლობაში იმაზე მეტ ყავას ვაწარმოებთ, ვიდრე ის მოხმარებაშია. სრული დატვირთვის შემთხვევაში შეგვიძლია მინიმუმ 200 ტონა ყავის გადამუშავება თვეში. ჩვენი საწარმო აღჭურვილია გერმანული Probat-Werke – ს დანადგარებით. ქართულ ბაზარზე, სამწუხაროდ, ფეხმოკიდებულია იაფასიანი ყავა, ამ ყავის მწარმოებლები 100 გრამს 1 ლარად სთავაზობენ მომხარებლებს, რაც ძალიან იაფია და რა თქმა უნდა, მომხარებლისთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს არაა ნამდვილი ყავა. „ჩერიმ“ კი 100 გრამი ხარისხიანი ყავა ქართველ მომხარებელს ორ, სამ ლარად შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ოდნავ მეტია მაინც გავრისკეთ, რადგან ჩვენ დარწმუნებული ვიყავით რომ 100%-იან ნატურალურ ყავას ჩვენი მომხარებელი სიამოვნებით მიიღებდა და სწორედ „ჩერიზე“ გაკეთდებოდა არჩევანი. ჩვენი მოლოდინი გამართლდა.იგი ნამდვილად ძვირფასია, ჩვენი წარმოებული ყავის ჯიშების ნაზავი და უნიკალური გემო იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ასეთი მაღალი ხარისხისა და გემოს ყავა საქართველოში არავის უწარმოებია.
როგორც აღნიშნეთ, „ჩერი“ სპეციალურად მომხარებლებისთვის შეიქმნა, როგორი იყო მისი შექმნის პროცესი?
გვყავდა გერმანელი სპეციალისტი მოწვეული საქართველოში, იგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვეხმარებოდა და გვასწავლიდა ყავის მოხალვის ტექნოლოგიებს. რეცეპტი წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანაში მოყვანილი 100% ნატურალური ყავების ნაზავს, რაც განაპირობებს „ჩერის“ გამორჩეულ, სპეციფიკურ გემოს. ამასთანავე, თითოეული ჯიშის ყავის მარცვალი ჩვენს საწარმოში, ყავის ინდუსტრიაში აღიარებული საუკეთესო გერმანული დანადგარების საშუალებით არის გაწმენდილი და მოხალულია უნიკალური ტექნოლოგიით. ამჟამად, ჩვენ ვაწარმოებთ ორი დასახელების ყავას, ყავა „კლასიკი“ და „ორიგინალი“.
როგორია ქართული ბაზარი ამ სეგმენტზე, რამდენად აკმაყოფილებთ თქვენ სტანდარტებსა და რომელ კომპანიას თვლით, თქვენს კონკურენტად ?
როგორც აღვნიშნე, ყავის ბაზარი საქართველოში იაფასიანია, ანუ არაბრენდირებული ყავა იყიდება. რაც ნიშნავს იმას, რომ არავინ იცის მათი წარმომავლობა, ამასთანავე, ეს ყავები მუხუდოსა და სოიოს ნაზავია, ნამდვილი ყავის მარცვალს კი ძალიან ცოტა წილი უკავია. ხარისხი ნაკლებია მაგრამ ფაქტობრივად, ასეთ ყავებს ფასი ყიდის მხოლოდ. „ჩერი“ კი სწორედ ამ ტენდენციას ებრძვის და ვიცით, რომ ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ჩვენი საწარმო ISO სტანდარტებით არის აშენებული, რაც მთავარია მაქსიმალურად არის დაცული სანიტარული ნორმები, გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიები და ვაკმაყოფილებთ, არსებულ სტანდარტებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში. ჩვენი საწარმოს შემადგენლობაშია საწყობები , როგორც მწვანე მარცვლის ასევე დაფასოებული ყავის, ლაბორატორია, მოსახალი, საფქვავი და დამფასოებელი დანადგარები, ყველა თანამშრომელი იმოსება სპეციალური ტანისამოსით. საწარმოშია ასევე გახსნილი ჩვენი ოფისიც. რაც შეეხება კონკურენტებს, საქარველოში ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე არ გვყავს, არის უცხოური იმპორტირებული ბრენდები რომელთა წილიც უმნიშვნელოა. თუმცა, ვფიქრობ რომ ნამდვილად გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ვიყოთ პირველები ქართულ ბაზარზე, ამისთვის სწორედ ყავის ხარისხით ვაჯეთებთ აქცენტს ჩვენი საწარმოს გახსნიდან ერთი წლის თავზე გვინდა ჩავატაროთ ბაზრის კვლევა და შემდგომ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ საწარმოს შედეგებსა და პერსპექტივებზე. ის კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ათიდან რვა მაღაზიაში ნალექიანი ყავის კატეგორიაში „ჩერი“ პირველ .
რას ნიშნავს სახელი „ჩერი“ და როგორია ყავის წარმოების პროცესი თქვენს კომპანიაში?
„ჩერი“ ნიშნავს ყავის ნაყოფს. მას ვყიდულობთ ღია ბაზარზე ჰამგურგში, ანტვერპენში. ამ ქალაქებში იგი ჩამოდის ყავის მომყვანი ქვეყნებიდან, ფასები თითქმის ყოველდღიურად იცვლება, ზუსტად გათვლა არ შეგვიძლია რამდენი შეიძლება დაიხარჯოს. იგი დამოკიდებულია მოთხოვნა – მიწოდებაზე. 60-70 კგ ტომრებით ვღებულობთ მწვანე მარცვალს ამის შემდეგ კი იწყება საწარმოო ციკლი: გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება . ჩვენი ყავები არის ეთიოპიიდან, გვატემალადან, კენიიდან და კიდევ სხვა მრავალი ყავის მომყვანი ქვეყნიდან . ამასთანავე, გვაქვს სიახლეც, ჩვენ ცაბაძის 8 ნომერში გავხსენით „ჩერის“ მაღაზია, სადაც მომხარებლებს შეუძლიათ შეიძნონ, როგორც მოხალული ყავა ადგილზე დაფქვით, ისე მწვანე მარცვლები, ვყიდით ასევე 15 დასახელების ყავას ,როგორც მწვანე მარცვალს ასევე მოხალულს. მაღაზიაში მოსული მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს ჩერის მარცვლებისგან მომზადებულ: ლატე, კაპუჩინო, ესპრესოსდა ამერიკანო, რაც ნამდვილად სიახლეა
როგორია „ჩერის“ სოციალური პასუხისმგებლობა?
კომპანიაში დასაქმებულია 50 ადამიანი, წარმოების ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვიც. ვიღებთ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას და შეძლებისდაგვარად ვერთვებით სხვადასხვა აქტივობაში. ყავის გემო დამოკიდებულია მწვანე მარცვლის წარმომავლობაზე, მოხალვასა და მოდუღებაზე. მნიშვნელოვანია განწყობა, რა განწყობითაც დალევ ის გემო ექნება ყავას.
რას გეგმავთ მომავალში, თუ აპირებს კომპანია ყავის სხვა სახეობის გამოშვებას და დაკავშირებულია თუ არა თქვენი გეგმები პროდუქციის ექსპორტთან?
ჩვენი პროდუქცია საქართველოს ყველა რეგიონში იყიდება, ყველაზე დიდი მოთხოვნა დედაქალაქშია. ექსპორტთან დაკავშირებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ვაპირებთ ყავის გატანას რუსეთში, ამასთანავე გაზაფხულისთვის ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ „ჩერი“ თებერვლისთვის ორი ახალი დასახელების ყავას შევთავაზებთ მომხმარებელს. ძალიან ბევრი და სასიამოვნო ისახლე იქნება.
10.12.14
ნათია კეკენაძე