• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, მაისი 28, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მსოფლიო

CNN: გლობალური დათბობა დედამიწაზე, რამდენიმე წლით შენელდება

2016/05/23
in მსოფლიო
5 0
4
SHARES
59
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Glacier_at_summit_of_Mt_Kilimanjaro_003

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისო პანელმა (IPCC) 2014 წლის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, ანგარიში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების შერბილებისთვის საჭირო ღონისძიებებზე რეკომენდაციებს იძლევა. ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული ტემპერატურის საერთო ზრდა, მომდევნო ათი წლის განმავლობაში არ მოხდება. გლობალური დათბობა ეს დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესია.

ამ ფენომენზე საუბარი მეცნიერებმა 1999 წელს დაიწყეს, კვლევები 10 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და შემაჯამებელი შედეგები ყოველი წლის ბოლოს ხდებოდა ცნობილი. როგორც მეცნიერები ამბობენ, დედამიწაზე კლიმატი მუდმივად იცვლებოდა. დედამიწის მრავალწლიან ისტორიას თუ მივყვებით დავინახავთ, რომ იყო გამყინვარების და თბილი პერიოდები, როდესაც ხმელეთის უდიდესი ნაწილი ყინულის სქელი ფენით დაიფარა, მეორე შემთხვევაში, კი ტროპიკული სარტყელისთვის დამახასიათებელი ცოცხალი გარემო პლანეტის უდიდეს ნაწილს მოიცავდა.

commercial_05

ეს პროცესები ჩვენი პლანეტისთვის უცხო არ არის, უბრალოდ განსხვავებულია ამ მოვლენების სისწრაფე და მასშტაბები. ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი მატება 1800 წლიდან დაიწყო, ის ფაქტი, რომ ნახშირორჟანგი უშუალოდ ზემოქმედებს ტემპერატურაზე და კლიმატს ცვლის მეცნიერებმა დაამტკიცეს. მისი გაზომვის რამდენიმე ხერხი არსებობს. პირველი ეს ყინულია, რომელიც მრავალი ათასწლეულების მანძილზე წარმოიქმნებოდა დედამიწის ზოგ რეგიონში –  მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ლაბორატორიისა და მკვლევარის საკვლევ ობიექტად იქცა.  რა არის მასში საინტერესო? –  „დროის კაფსულა“ სწორედ ეს სახელი შეარქვეს ყინულის გულს, სადაც მოქცეულია აირის ბუშტუკები.

მეორე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა უკავშირდება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზომვას. უკვე  5 ათეულ წელზე მეტია, რაც ჰავაის კუნძულებზე არსებული ატმოსფეროს შემადგენლობას კვლევითი საერთაშორისო ლაბორატორია  იკვლევს. კვლევები ყოველი წლის ბოლოს ანგარიშში აღირიცხებოდა, არქივი გვიჩვენებს, რომ ნახშირორჟანგის კონცენტრაციის  მაღალი ზრდა 1958 წლიდან აღინიშნება.

drought

2013 წლის ბოლოსთვის, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ზედაპირი ყოველ 40 წელიწადში 1 გრადუსით თბება. დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილისატბურის აირების კონცენტრაციის ზრდით, რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სატაბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს.

გასული საუკუნიდან ფიქრობენ იმას, რომ 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია  დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც, კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.

negitator_icon_264ამ პროცესების წინააღმდეგ ბრძოლა რამდენიმე წელია, რაც მიმდინარეობს. ერთ-ერთ ქმედითუნარიან ნაბიჯად თვლიან „კიოტოს ოქმს“, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმებაა. კიოტოს ოქმი ქვეყნებისთვის სათბური აირების ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ  – თითეული ქვეყნისთვის განსხვავებულ საზღვრებს ადგენს.  ოქმის მიზანი ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის დაბალანსებაა ისეთ დონეზე, რომელიც დედამიწის კლიმატისათვის საშიში არ იქნება. ზოგიერთ მკვლევარ მიაჩნია, რომ კიოტოს ოქმის სრულიად შესრულების შემთხვევაშიც კი არ არის გარანტია, რომ ტემპერატურის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება. ოქმის მოწინააღმდეგები ამბობენ, რომ ოქმს მნიშვნელობა არ აქვს, თუკი მას გამონაბოლქვების უფრო მნიშვნელოვანი შემდგომი შემცირება არ მოჰყვა თან. ოქმის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და რომ UNFCCC-ის მოთხოვნების გადახედვა მომავალშიც მოხდება.

10834264_887767807921163_1207407322_o

2014 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ: „ზუსტად არავინ იცის რა მოხდება, თუ დათბობა გაგრძელდება, მაგრამ ის კი ვიცით, რომ დედამიწაზე ამინდი ნამდვილად შეიცვლება. ხმელეთიდან  მეტი წყალი აორთქლდება, რაც მიწის გამოშრობას გამოიწვევს. ოკეანეებთანაც იგივე პრობლემა იქნება ამას კი  მეტი წვიმა და,  შესაბამისად, სანაპირო რეგიონების დატბორვა მოჰყვება.  კლიმატის ცვლილების შედეგად მოხდება ცხოველებისა და მცენარეების ნაწილის მიგრაცია ახალ ადგილებზე, ნაწილი კი გადაშენდება. გლობალური დათბობის შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს. თუმცა არსებობს გლობალური დათბობის შენელების ბევრი ხერხიც, რაზეც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ერთად მსჯელობს.“

ამერიკულმა გამოცემა CNN-მა კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისო პანელის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმოიხილა კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული სიტუაცია დედამიწაზე და რამდენიმე მათგანზე გაამახვილა ყურადღება.

diiiidi

ყინულის დნობა ყველაზე თვალშისაცემია, რადგან იგი, ფაქტობრივად, ხელს უშლის თეთრი  დათვების არსებობასა და წარმოქმნის დიდი რაოდენობით წყლის მასას. მეცნიერები კორნელის უნივერსიტეტიდან და არიზონადან ფიქრობენ, რომ მსოფლიოს ბევრ არიდული ჰავის კუთხეში, გასანკუთრებით კალიფორნიაში გვალვა დაიწყება.

10859558_887763104588300_1269209623_n

ეს ფოტო გადაღებულია 2012 წელს, სამხრეთ სუდანში, სადაც ჩანს თუ როგორი დამსკდარია მიწა. ამასთანავე, სიცხე გამოიწვევს ხანძრებს, მყიფე ეკოსისტემის ნაწილი მარჯნის რიფები კი იწყებს გაუფერულებასა და კვდომას, ეს ფოტო ბანგლადეშთან ახლოს, წმინდა მარტინის კუნძულებთან არის გადაღებული.

Mt._Kilimanjaro_12.2006

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ის, რომ აფრიკის უმაღლეს მწვერვალზე, კილიმანჯაროზე თოვლის დნობა დაწყებულია. ეს პროცესი ბოლო 15 წელია, რაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ფოტოებზე ნათლად ჩანს თუ, როგორია თოვლის დნობის მასშტაბები მწვერვალზე.

2014 წლის მარტში გამოქვეყნებული მეორე სამუსაო ჯგუფის ანგარიში, რომელიც კლიმატის ცვლილების და საადაპტაციო ღონისძიებების ზემოქმედებებს ეძღვნება,  საუბარია ოცი წლის შემდეგ  მოსალოდნელ საფრთხეებზეც.  ანგარიშში მეცნიერები პირველ რიგში იმ პრობლემებს გამოყოფენ, რომელიც მთელს მსოფლიოში წყლის რესურსების შემცირებისა და  მომავალში საკვების უსაფრთხოების გამო დადგება.  სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის ყველაზე ფართოდ მოხმარებადი სახეობების მოსავლიანობამ მნიშვნელოვნად იკლო, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამიტომ, ანგარიშში მეცნიერები ამბობენ, რომ საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მომავალი ათწლეულების მანძილზე კიდევ უფრო შემცირდება. საკვების და წყლის რესურსების შემცირებამ შესაძლოა წარმოშვას სერიოზული კონფლიქტებიც , რომელთა მოგვარება  სწორი პოლიტიკის გარეშე უფრო და უფრო გართულდება. მაგალითად, ვარაუდობენ, რომ მომავალში წყლის რესურსის ნაკლებობა გახდება მთავარი საზრუნავი.

5592350098_71da771e78_z

მესამე ანგარიშიში საუბარია ძირითადად, რეკომენდაციებზე –  თუ როგორ უნდა იქნეს შერბილებული ყველა ის რისკი და პრობლემა, რომელიც დანარჩენი სამუშაო ჯგუფების ანგარიშებშია ხაზგასმული.  მეცნიერთა აზრით, საჭიროა ენერგეტიკის სექტორში განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წილი მინიმუმ სამჯერ გაიზარდოს. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისო პანელის ( IPCC) მიერ მომზადებული სცენარების მიხედვით , 2050 წლამდე 2010 წელს გაფრქვეული სათბურის გაზების ემისიების ოდენობა მინიმუმ 40%- ით უნდა შემცირდეს, იმისთვის, რომ ტემპერატურა 2 C-ზე მეტით არ გაიზარდოს.

10859444_887763511254926_1715443282_nIPCC ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და ამ პრობლემის მოგვარებაში ყველა რეგიონმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნებმა  უნდა იზრუნონ  სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაზე, სათბურის გაზების შემცირებასა და ეფექტური საადაპტაციო ღონისძიებების გატარებაზე.

თუმცა, აღნიშნული ანგარიშის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ  გლობალური დათბობის ის პროცესები, რომლებიც სხვადასხვა გამოხატულებას ჰპოვებს  რამდენიმე წლით გადაიდება.

atlantis-okeane

ამ ერთი მხრივ საიმედო პროგნოზს მკვლევარები იმაზე დაყრდნობით აკეთებენ, რომ ატლანტის ოკეანეში დაიწყო 30 წლიანი ბუნებრივი ციკლი, რაც გულისხმობს იმას რომ ნელი დინება თბილ ნაკადს ოკეანის ფსკერისკენ კიდევ ათწელზე მეტი ხნის განმავლობაში წაიღებს, რაც ტემპერატურის ზრდას შეუშლის ხელს.

წყარო : CNN

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1Share

მსგავსი სტატიები

ანჯაფარიძე: რუსეთისთვის მთავარი მიზანი, უახლოეს დღეებში, არის მარიუპოლი
ახალი ამბები

ანჯაფარიძე: რუსეთისთვის მთავარი მიზანი, უახლოეს დღეებში, არის მარიუპოლი

2022/04/05
“დღეს ნატოს ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას” – ზელენსკი 
ახალი ამბები

“დღეს ნატოს ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას” – ზელენსკი 

2022/03/05
უმჯობესია სადღესასწაულო ღონისძიებებზე ვთქვათ უარი – WHO
ახალი ამბები

უმჯობესია სადღესასწაულო ღონისძიებებზე ვთქვათ უარი – WHO

2021/12/21
Next Post
“ჩვენ თანამიმდევრულად ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საწარმოების გაჩენას”

"ჩვენ თანამიმდევრულად ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საწარმოების გაჩენას"

თიბილოვის “დღევანდელი განცხადება არის შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველი”

თიბილოვის "დღევანდელი განცხადება არის შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველი"

“არც რუბლის სტაბილურობას არ გაამყარებს ცხინვალთან დადებული ხელშეკრულება და არც ნავთობის ფასს არ გაზრდის”

"არც რუბლის სტაბილურობას არ გაამყარებს ცხინვალთან დადებული ხელშეკრულება და არც ნავთობის ფასს არ გაზრდის"

Discussion about this post

ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას...

სრულად
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

2022/05/26
„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

2022/05/26
„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

2022/05/26
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

2022/05/26

საინტერესო

ქართული მედია საშუალებების წინასაარჩევნო მონიტორინგი დაიწყება

9 წელი ago

კამეჩის უვარგისი ხორცის იმპორტის 3 სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა

9 წელი ago
დავით შავლიაშვილი გურიაში გაემგზავრა

დავით შავლიაშვილი გურიაში გაემგზავრა

8 წელი ago
შსს-მ მაჟორიტარობის კანდიდატის ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შსს-მ თაღლითური დაჯგუფების 10 წევრი დააკავა

8 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი  2022/05/28
  • ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  2022/05/28
  • „მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია   2022/05/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In