ხვალ 14:00 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინა“ გამართავს ეკონომიკურ ფორუმს თემაზე „5 ტყუილი და 1 სიმართლე ლარის გაუფასურებაზე“
“როგორც მოგვეხსენება, ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება, ლარის გაუფასურების მიზეზების ძიებისას არაერთი მცდარი და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა, რაც ვითარებას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. ახლა მნიშვნელოვანია, გვქონდეს სწორი წარმოდგენა ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე, უკუვაგდოთ მცდარი თეზისები და ვიცოდეთ სიმართლე” – აცხადებენ “დოქტრინას” წარმომადგენლები.
მათივე თქმით, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გამოთქმული 5 მოსაზრება, რომელიც საზოგადოებაში გავრცელდა. ფორუმზე არგუმენტირებულად დასაბუთდება მათი მცდარობა. ასევე წარმოდგენილი იქნება ლარის გაუფასურების რეალური მიზეზები, გაიმართება მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე და წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები, მსჯელობები და ანალიზი.
ფორუმს დაესწრებიან ეკონომიკის ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები.
11.12.14