• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, მაისი 29, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home კატეგორიის გარეშე
რატომ დაიხარჯა რიყეზე არსებული კარკასის ასაშენებლად 89 მილიონი ლარი?  – თემურ ხომერიკი

რატომ დაიხარჯა რიყეზე არსებული კარკასის ასაშენებლად 89 მილიონი ლარი? – თემურ ხომერიკი

2014/12/12
in კატეგორიის გარეშე
2 0
2
SHARES
25
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

1410868237_img_0273

„არის მთელი რიგი სიმახინჯეები ისტორიულ ზონაში, რომელიც აუშნოებს ქალაქს. არის ყბადაღებული რიყის თემა. ეს არის რაღაც ჩასაყლაპი მოწყობილობა, რომელიც ყლაპავს ფულს და სამაგიეროდ არ იძლევა არაფერს. მაგალითად 63 000 ლარი გადავიხადეთ წყალში, ამდენი წყალი კი არ ჭირდება რიყეს ნამდვილად. აღმოჩნდა, რომ მეიდან ჯგუფს და რამდენიმე ბიზნეს სტრუქტურას, მათ შორის თავად მშენებელ ფირმას NCC-ისაც უკანონოდ ჩაბმული ქონდათ საკუთარი წყლის მილები ჩვენს მრიცხველზე. ეს ძლივს ჩავახსნევინეთ თბილწყალს და სამწუხაროა, რომ თბილწყალი ხელს უწყობდა ამ ყველაფერს“ – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ „თბილისის განვითარების ფონდის„ ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა განუცხადა.

„თბილისის განვითარების ფონდის მთავარი პრობლემების დაძლევას ვაპირებ წლის ბოლომდე. მიმაჩნია, რომ ძირითადი პრობლემა რაც იყო აღურიცხაობა, უწესრიგობა და უკანონობა უკვე დავძლიეთ. მეორე პრობლემა, რომელიც იყო კადრების არაკვალიფიციურობა და თანამდებობებზე მკვდარი სულების გაფორმება, ამასაც დაესვა წერტილი. უკვე რეორგანიზაციაც მოხდა და გარდა ამისა განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია. სამსახურში როდესაც მოვედი, დადიოდა სულ რამდენიმე კაცი. გაფორმებული იყო 82 ადამიანი, მათგან 62 იყო შტატის მუშაკი, ხოლო დანარჩენი შტატგარეშე მუშაკები. შტატგარეშე მუშაკი, ხშირად იღებდა 20 000 ლარს, ხოლო შტატის მუშაკი 1 500 ლარს. ეს გადანაწილება, კი მათი პოლიტიკური წარსულის მიხედვით ხდებოდა. ყურადღება ექცეოდა იყო, თუ არა პატიმრობაში და ა.შ. ვინც პატიმრობაში იყო მეტს ურიცხავდნენ. მაგალითად ლექსო თაბუაშვილი, როგორც კი დააკავეს, საშუალო ხელფასი გაუხდა 26 000 ლარი, იგივე მოხდა ყოფილ გამგებელზე – დავით ავალიანზეც და ა.შ. ეს ერთგვარი შესანახი ზონა იყო, იყვნენ ზონდერები, მათ ყავდათ დაქვემდებარებული პოლიტიკოსები, მაგალითადად: ეკა ხერხეულიძე, ჯარჯი დოლიძე. მოკლედ აქ იყო თავშესაფარი. საინტერესოა ასევე ის, რომ მხოლოდ 35 კომპიუტერი იყო მუშა მდგომარეობაში. ყველა, რომ მოსულიყო სამსახურში არც დასაჯდომი ექნებოდათ და არც კომპიუტერები. როდესაც ხალხმა სამსახურში სიარული დაიწყო, მეგობარს ვთხოვე და რამდ ენიმე კომპიუტერი შემოვატანინე. დღეს ორგანიზაციას აქვს შინა განაწესი, რომელიც არ ქონდა, უკვე მოწესრიგებულია წესდება, იკვრება ბალანსი, ჩატარდა შედარებები, რითიც ის მაინც გავიგეთ ვისი რა გვმართებს. არსებობს უდიდესი საწყობი. ჩვენი ძალებით ვერ გავიგეთ რა არის იქიდან წაღებული და რა დატოვებული. ვთხოვეთ დახმარება ქალაქის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს და მან დაიქირავა სამხარაულის საექსპერტო ბიურო. ძალიან ძნელია დაადგინო ზუსტად რამდენია დატაცებული. ამას გარდა ძალიან ბევრია უკანონო გარიგებები სხვადასხვა სტრუქტურებთან, გადარიცხულია ავანსად დიდი ოდენობის თანხა, ფორმა ორები არ არის შესატყვისობაში არსებულ პროექტებთან, სახლების უმრავლესობა უპროექტოდ და უნებართვოდ არის აშენებული. ახლა ჩვენ გვიხდება იმაზე ზრუნვა, რომ დაუმტკიცოთ ეს ტერიტორია იმ ხალხს ვინც გამოყვანილია ქირით ბინებიდან. გვაქვს პრობლემური ქონებებიც, ანუ გვაქვს გასაყიდად გამზადებული სახლები, აქედან მხოლოდ რამდენიმეს არ ედავება არავინ.

ასევე არის შეგნებულად წაგებული და შეგნებულად მოგებუილი პროცესები. ფულის რეცხვის ფაქტები, როდესაც მაგალითად ერთ ლარად იყიდი რაღაცას, მერე ისევ დააბრუნებ, მერე მილიონებად ისევ იყიდი, მერე ლარად გააჩუქებ და ა.შ. არის მთელი რიგი სიმახინჯეები ისტორიულ ზონაში, რომელიც აუშნოებს ქალაქს. არის ყბადაღებული რიყის თემა. ეს არის რაღაც ჩასაყლაპი მოწყობილობა, რომელიც ყლაპავს ფულს და სამაგიეროდ არ იძლევა არაფერს. მაგალითად 63 000 ლარი გადავიხადეთ წყალში, ამდენი წყალი კი არ ჭირდება რიყეს ნამდვილად. აღმოჩნდა, რომ მეიდან ჯგუფს და რამდენიმე ბიზნეს სტრუქტურას, მათ შორის თავად მშენებელ ფირმას NCC-ისაც უკანონოდ ჩაბმული ქონდათ საკუთარი წყლის მილები ჩვენს მრიცხველზე. ეს ძლივს ჩავახსნევინეთ თბილწყალს და სამწუხაროა, რომ თბილწყალი ხელს უწყობდა ამ ყველაფერს. იგივე ხდებოდა თელასზეც, იქ ვერ გაიგებდი ვინ და რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარდა. 20 000-30 000 ლარი მოგვდიოდა ელექტროენერგიის გადასახადი. ესეც ახლა ჩავხსენით და გადავეცით გამოსაკვლევად საგამოძიებო ორგანოებს, ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი დაიბრუნებს ყველაფერს რაც მართებს. ბიზნეს სტრუქტურა ვალდებულია გადაიხადოს იმის შესამაბისად, რასაც მოიხმარს. ჩვენ არ გვაქვს დენის გაყიდვის უფლება, ეს თელასის ვალდებულებაა. სამწუხაროდ თელასიც მშვენივრად ეწყობოდა ამ ბიზნეს სტრუქტურებს, დიდი ხანი არ მიუქცევიათ ყურადღება, რომ ჩატარებულიყო ტექნიკური ექსპერტიზა, რადგან გარკვეულიყო ვის აქვს ჩვენგან მოპარული ელექტროენერგია.

get_imgამას ემატება შენობა, რომელიც თბილისის საკონცერტო და საგამოფენო დარბაზად იწოდება. რეალურად იქ არის კარკასი, რომელმაც ფაქტიურად ჩაყლაპა 2 ქუთაისი დონის ქალაქის ბიუჯეტი, 89 მილიონია გადარიცხული ამ შენობის ასაშენებლად. ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ 14 გადარიცხვაა განხორციელებული 2010 წლიდან 2013 წლის ბოლომდე, მაშინ როდესაც ეს შენობა უნდა დასრულებულიყო 2012 წლის ბოლოს. მოხდა ისე, რომ ფული ნელ-ნელა ირიცხებოდა. არაუფლებამოსილმა პირმა ვინმე ტურძელაძემ, რომელიც იყო მოსახლეობასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ხელი მოაწერა პროექტსაც, ფორმა ორებსაც, მიღება-ჩაბარების აქტებსაც, ეკონომისტიც თავად იყო, სანტექნიკოსიც, მოკლედ ასეთი უნივერსალური ხელმომწერი აღმოაჩინეს, რომელმაც ერთ ღამეში მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის „გააპრავა“, რაც კი NCC-იმ მიიღო. ამ კარკასის ქვეშ დგება წყალი, ჩვენ ძალიან დიდი ფული გვეხარჯება ტუმბოების მუშაობაში, რადგან იმისაც არ გამოეთხაროს ძირი რაც გაკეთებულია. ეს კონსტრუქცია ფაქტიურად წყალში დგას და წარმოიდგინეთ იმ შახტაში წესით უნდა ჩადიოდეს სცენა. ამას გარდა სივრცე თვითონ კეთილმოუწყობელია და სამუშაოები გეგონება მიტოვებულია. სწორედ ამ ყველაფრის გაკეთება დაჯდა 89 მილიონი ლარი. ალბათ საგამოძიებო ორგანოებიც იტყვიან თავის სიტყვას. ღმერთმა ქნას, რომ ამ ბიზნეს სტრუქტურამ მოიყვანოს ექსპერტები და დაასაბუთოს, რომ ნამდვილად შეასრულა აღნიშნული სამუშაოები. გვაქვს ასევე კალა უნბანი, ერთადერთი უბანი, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით იქნა დაწყებული. კალა უბანს გააჩნდა საკუთარი ნახაზი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შენობები მაინც ამ ნახაზის გვერდის ავლით აშენდა. გამოდის, რომ ეს შენობები, არის უკანონოდ და უნებართვოთ აშენებული. ძალიან ბევრი თანხაა გადარიცხული სხვადასხვა ფირმებისათვის ამა, თუ იმ პროექტების განსახორციელებლად, თუმცა სამწუხაროდ ეს გადარიცხვები მხოლოდ ქაღალდზეა აღნიშნული. რეალურად კი არაფერია გაკეთებული. საშინელი მდგომარეობაა აღმაშებლის გამზირზეც, მის გასაკეთებლად 35 მილიონი დაიხარჯა, ახლა კი უკვე თავიდანაა გასკეთებელი. პრობლემად რჩება ერეკლეს მოედანიც, ჟურნალისტის სახლთან ამოღებულია დიდი ორმო, რომელშიც წყალი დგება, საპატრიარქოს უკან ასეთი ნაგავსაყრელი შექმნეს წლების განმავლობაში. არის მთელი რიგი ქუჩები, რომელსაც იმფრასტრუქტურული გაუმჯობესება ჭირდებათ. აღარაფერს ვამბობ დიუმას ქუჩაზე, სადაც არსებული ისტორიული შენობები საშინელ მდგომარეობაშია.

ყბადაღებულია გუდიაშვილის მოედნის თემა, იქ შენობები დანგრევის პირასაა. აქ დაიწყეს მშენებლობა, შემდეგ გამოიყენეს ის, რომ არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოების წარმომადგენლებს კონფლიქტი ქონდათ, ფული წაიღეს და სამუშაოები შეაჩერეს. სინამდვილეში ფირმამ იმ ფულით სხვაგან აწარმოა სამუშაოები რითაც მოგებული დარჩა. მოკლედ ძველ ქალაქს აქვს ძველი, ისტორიული მძიმე პრობლემები, რომელიც არ გადაწყვიტეს. მთავარ პრობლემად რჩება ისიც, რომ შენობებს არ აქვთ საძირკველი, პირდაპირ მიწაზეა დადგმული შენობები, როგორც, კი წყალი გამორეცხავს ძირს, ისინი დაინგრევა. ამავე დროს მოქმედებს სატრანსპრტო ნაკადებიც. ჩვენი აზრით უნდა იყო ქუჩები, სადაც მაცხოვრებლის გარდა, მსუბუქი მანქანებით არ უნდა შედიოდეს არავინ. რას ვაკეთებთ? პირევლი – მოვაწესრიგეთ თვითონ ფონდი, ძალიან ძნელი იყო ეს პროცესი, ფონდი დაემსგავსა ორგანიზაციას, მეორე – გავმართეთ ურთიერთობები სხვადასხვა სტრუქტურებთან, მესამე – ვცდილობთ და ნაწილობრივ მივაღწიეთ, რომ მოსახლების ნდობა დავიბრუნეთ. იყო შემთხვევები, როდესაც მოსახლეობაც გარკვეულ გარიგებებში იყო ძველ ფონდის ხელმძღვანელობასთან. ფონდი უკეთებდა იმას, რაც მათ არ ერგებოდათ, სამაგიეროდ, კი ართმევდნენ ფართებს. ახლა აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე ის დანაპირები არ არის შესრულებული, ხოლო ამათი ტერიტორიები მითვისებულია სხვა შენობებით. არის სადავო სიტუაცია, რომლის გადაჭრა ძალიან გართულდება, თუ ქალაქის მერიამ ერთიანად არ გამოაცხადა ამინისტია და ეს შენობები არ დამტკიცდა. წარმოიდგინეთ დგას შენობები და ვერ შეგვყავს მოსახლეობა მის ტერიტორიაზე, რადგან რეესტრი არ გვაძლევს ამის საშუალებას. რეესტრიც მართალია, რადგან ვინ არის ამ ფართების მესაკუთრე ცოტა ძნელი გასარკვევია. ჩვენთან შექმნილია ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობს როგორც ქალაქის არქიტექტურულ სამსახურთან, ასევე ქონების მართვის სამსახურთან, კეთიმოწყობის სამსახურთან… ამ სტრუქტურას არ უნდა ქონოდა პოლიტიუკური დატვირთვა. ამის გამო ფონდი აქციეს არა სამეურნეო, საფინანსო, არამედ კორუფციულ ბუდედ. ძალიან ძნელი იყო ამისაგან გამიჯვნა და ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით, რომ სრულად გავემიჯნეთ ამ ყველაფერს. ხელშეკრულებები ისეთი წამგებიანი პირობებით არის დადებული, ჩვენ თუ არ დავასაბუთეთ, რომ მართლები ვართ ვიღაცამ შეიძლება საზღვარგარეთ წაიღოს ეს ხელშეკრულელები და სახელმწიფოს ათმაგი დაუჯდეს ეს ყველაფერი.

რას ვაპირებ მომავალში? ყველა ხელშეკრულება დაიდება კონკურენტულ საფუძველზე. მოგეხსენებათ ახლა სახელმწიფოში მიდიც ცვილებები საფინანსო სფეროში, თვითმართველობების ბიუჯეტი შეიძლება სახაზინო მართვას დაექვემდებაროს. ასეთ შემთხევაში ჩვენზე გავრცელდება სახელმწიფო შეზღუდვების კანონი. იქ ჩაიწერება, რომ სახელმწიფო ფული სანამ არ გადაიქცერვა შენობად, ნაგებიობად, გზად… იქნება ჩვეულებრივ სახელმწიფო სახსრები. სახელმწიფოო სახსრების ხარჯვა, კი უნდა მოხდეს ტენდერების მეშვეობით. მე 5 წლის განმავლობაში ვხელმძღვალეობდი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. ჩემ ხელში ჩამოყალიბდა კანონმდებლობაც, ეს სტრუქტურაც. ასე, რომ დეტალურად ვიცი ამ სტრუქტურის პლუს-მინუსები. ამას გარდა მთელი რიგი ქვეყნების: ნორვეგიის, ბელგიის და სხვათა წარმოამდგენლობი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარონ. საგულისხმოა ისიც, რომ ამ სააგენტოს არ ქონდა არც ვებ -გვერდი და არც ტელეფონი. ამჟამად ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. გაიხსხნა ჩვენი ფონდის ქართულ-ინგლისური ვებ-გვერდი. ვაპირებთ, რომ რუსლული და ფრანგულ ენოვანიც გახდეს. გვინდა, რომ ყველა იყოს ჩართული ჩვენი დედაქალაქის პრობლემებში. მესმის რომ, უზარმაზარი თანხა ჭირდება და ერთ წელში ვერ მოწესრიგდება ის პრობლემები რაც დაუგროვდა ქალაქს ძველ თბილისში. ქალაქის მერი, მთელი მერიის ადმინისტრაცია გვერდში გვიდგას. ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას ვუთანმებთ გამგეობას, ფონდის თავჯდომარე არის ვიცე-მერი, წევრები არიან მერის მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურის უფროსები და ა.შ. ასე, რომ ჩვენ ფაქტიურად ჩვენ მერიის სამეურნეო გაგრძელება ვართ.

ველით, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ფასადებს ექნება ისტორიული სტატუსი მინიჭებული, ხოლო მის უკან არსებული შენობების გაუმჯობესების საშუალება მიეცემათ იქ მაცხოვრებლებს. ამის მიზეზი , კი არის ის, რომ შენობებს სიძველისაგან ძალიან დიდი პრობლემები ექმნებათ მათი ისტორიული ნაწილი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ მის უკან უნდა იყოს ჩვეულებრივი გამართული საცხოვრებელი ადგილი. ჩვენ ასევე გვსტუმრობდა ევროპის არქიტექტორთა კავშირის თავჯდომარე, ექსპერტები, რომელთაც აქვთ ამ სიძველის შენარჩუნების გამოცდილება, იყვნენ გერმანელებიც, იატალიელებიც. ლიტველებმა ძველ უბნებზე მუშაობის კონკრეტული ტექნოლიგიები შემოგვთავაზეს. მათ გვაჩვენეს ბევრი ისეთი რამ, რაც ჩვენ გამოგავდგება. იმისთვის, რომ ვნახოთ რა ხდება მიწის ქვეშ, აღარ დაგვჭირდება გადათხრითი სამუშაოები, შეიძლება ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენება. არ არის აუცილებელი, რომ მიწისქვეშა წყლები ამოვავსოთ და ისე ავაშენოოთ შენობები, ეს ყველაფერი ცოტა ძვირი დაჯდება, სამაგიეროდ საუკენეებს გაუძლებს,“ – აცხადებს ფონდის ხელმძღავნელი.

12.12.14

ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული 
კატეგორიის გარეშე

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული 

2022/04/15
1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ
კატეგორიის გარეშე

1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

2021/11/26
“შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ელოდება სამ ოქტომბერს, რათა გააპროტესტოს არჩევნების შედეგები” – მამუკა არეშიძე
კატეგორიის გარეშე

“შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ელოდება სამ ოქტომბერს, რათა გააპროტესტოს არჩევნების შედეგები” – მამუკა არეშიძე

2021/09/30
Next Post
საქართველოსა და ქართული კულტურის მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში 10 ახალგაზრდა ერთვება

საქართველოსა და ქართული კულტურის მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში 10 ახალგაზრდა ერთვება

ირაკლი ღარიბაშვილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მშენებლობის ვადებით დაინტერესდა

ირაკლი ღარიბაშვილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მშენებლობის ვადებით დაინტერესდა

ჯაბა სამუშია: “11 ათასამდე ოჯახს დასუფთავების დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს”

ჯაბა სამუშია: "11 ათასამდე ოჯახს დასუფთავების დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს"

Discussion about this post

ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას...

სრულად
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

2022/05/26
„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

2022/05/26
„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

2022/05/26
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

2022/05/26

საინტერესო

ანაკლიის პორტის პროექტში დასაქმებისთვის მოსახლეობის შრომითი რესურსის აღირცხვა იწყება

ანაკლიის პორტის პროექტში დასაქმებისთვის მოსახლეობის შრომითი რესურსის აღირცხვა იწყება

6 წელი ago
“თუკი პანდემიის მესამე ტალღა გვექნება, ის არ იქნება ისეთივე მძიმე და მასშტაბური, როგორიც მეორე ტალღა იყო” – იოსებ არჩვაძე

“თუკი პანდემიის მესამე ტალღა გვექნება, ის არ იქნება ისეთივე მძიმე და მასშტაბური, როგორიც მეორე ტალღა იყო” – იოსებ არჩვაძე

1 წელი ago
ლარი კვლავ გამყარდა

ლარი კვლავ გამყარდა

7 წელი ago
რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ-მინისტრის განმარტება

რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ-მინისტრის განმარტება

2 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი  2022/05/28
  • ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  2022/05/28
  • „მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია   2022/05/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In