• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ეკონომიკა

ლარის გაუფასურებაში, ექსპერტები, ეროვნული ბანკის მენეჯმენტის ბრალეულობას ხედავენ

2014/12/13
in ეკონომიკა, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
1 0
1
SHARES
11
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

IMG_9034

სასტუმრო თბილისი მერიოტში ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზმა „დოქტრინა“ ეკონომიკურ ფორუმი გამართა. ფორუმის თემა გახლდათ “ლარის დევალვაცია და მისი გამომწვევი მიზეზები”.

ქვეყანაში  ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი დებატი თუ შეხვედრა გაიმართა, გამოითქვა ექსპერტული შეფასებები და მიზეზები სხვადასხვაგვარად აიხსნა. “დოქტრინაში” აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი და არა საიმედო მოსაზრება გამოითქვა. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ „დოქტრინამ“ მორიგ ფორუმზე ლარის გაუფასურებაზე ისაუბრა.

   ფორუმზე „დოქტრინას“ დირექტორმა, მიხეილ დუნდუამ წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებული 5 მოსაზრება განიხილა. ეს მოსაზრებები იყო:

  1. ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირება
  2.  2012 წლის შემდეგ საექსპორტო შემოსავლების შემცირება
  3.  2013 წლიდან საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მკვეთრად გაუარესება
  4. მიმოქცევაში ფულის მასის 2012 წელთან შედარებით შემცირება
  5. არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მიმოქცევაში ფულის ბრუნვის სიჩქარის კატასტროფული ზრდა.

შეხვედრაზე არგუმენტირებულად, სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დასაბუთდა აღნიშნული მოსაზრებების მცდარობა.

ღონისძიების ორგანიზატორების მხრიდან, ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზად ეროვნული ბანკის მიერ ბაზრიდან მიმოქცევაში არსებული დოლარის დიდი მასის ამოღება დასახელდა, რამაც დოლარი დეფიციტური გახადა და ბალანსი დაარღვია.

 როგორც „დოქტრინაში“ აცხადებენ, 2008-2012 წლებში მიღებული 4,5 მილიარდიანი დახმარება იმჟამინდელ ხელისუფლებას ეფექტურად რომ გამოეყენებინა, დღეს მისი დაფარვა ლარის კურსს დარტყმას ვერ მიაყენებდა. რომ არა 2013-2014 წლების  საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მკვეთრი გაუმჯობესება, ექსპორტის ზრდა, პირდაპირი ინვესტიციების მატება, ლარის კურსი დღეს შეუქცევადად გაუფასურდებოდა.   ეროვნულ ბანკს დღეს აქვს საკმარისი რეზერვი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ლარის კურსი თუნდაც 2012 წლის დონეს დაუბრუნდეს. მაგრამ ახლა მთავარია  ეკონომიკის ზრდაზე აქცენტის გადატანა ვიდრე კურსის ხელოვნული შენარჩუნება, რომელიც უკვე სტაბილიზირებას იწყებს და დეკემბრის თვეში არსებითად დარეგულირდება.

პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. დისკუსიაზე წარმოდგენილი იქნა ლარის გაუფასურების რეალური მიზეზები. ფორუმს ესწრებოდნენ  ეკონომიკის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და სხვადასხვა უნივერსიტეტის დოქტორანტები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „The Tbilisi Times“  ფორუმის მონაწილეებს გაესაუბრა :

„დოქტრინას“ დირექტორი – მიხეილ დუნდუა :

“ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება, ლარის გაუფასურების მიზეზების ძიებისას არაერთი მცდარი და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა, რაც ვითარებას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. ახლა მნიშვნელოვანია, გვქონდეს სწორი წარმოდგენა ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე, უკუვაგდოთ მცდარი თეზისები და ვიცოდეთ სიმართლე. ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან დოლარის დიდი მასა ამოიღო, რამაც ლარი დოლარის ბალანსი დაარღვია. ქვეყანაში საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მკვეთრი გაუმჯობესების პროცესით დაიმედებულმა ეროვნულმა ბანკმა 2013 წლის ნოემბრამდე მთლიანობაში ნახევარ მილიარდზე მეტი, ანუ 555$ მილიონი დოლარი ამოიღო- გაყიდა ლარი და იყიდა დოლარი. წარმოქმნილმა დეფიციტმა 2013 წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც ტრადიციული სეზონური ფაქტორების გამო დოლარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია. კურსის დასარეგულირებლად ეროვნუIMG_9019ლი ბანკი იძულებული გახდა ბაზარზე დოლარის მასა გაეზარდა და სავალუტო აუქციონზე   220 მილიონი დოლარი  გაყიდა. მიუხედავად ამისა,  2013 წელს დოლარის წმინდა ამოღებამ 335 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ ამოღებული დოლარის მასამ  ლარის კურსს თავი 2014 წლის ნოემბრის ბოლოს შეახსენა, როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო.

ეროვნულ ბანკს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ამოღებული დოლარის დაბრუნება ეკონომიკისათვის, თუმცა მისი შეხედულებით, ლარი-დოლარის კურსთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენები ფასების ზრდაზე ისეთ გავლენას არ ახდენს, რომ ინფლაციამ მიზნობროვ დონეს  – 6%-ს გადააჭარბოს. ამიტომაც დოლარის გაყიდვას არ აპირებს. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა მთლიანობაში 100 მილიონი დოლარის წმინდა გაყიდვა განახორციელა (იყიდა 200 ხოლო გაყიდა 300 მილიონი დოლარი), თუმცა ეს გაყიდული 100 მილიონი, 2013 წელს ამოღებული დოლარის მასის მესამედზე ნაკლებია.”

 დავით კიკვიძე – საზოგადოება და ბანკები:

“რაც შეეხება ზოგადად ლარის კურსის ვარდნას,  ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ლარის საერთაშორისო გამყარება ხდება. ამას დაემატა ისიც, რომ შიდა პანიკა დაიწყო მოსახლეობაში, მათ აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. ჩვენი ქვეყნის ფინანსური განათლების დონე იცით, რომ ძალიან დაბალია, შესაბამისად მოსახლეობის არაადეკვატური რეაქციაც გარდაუვალი იყო.

IMG_9023 ამასთანავე, ბევრი სხვა პოლიტიკური მოვლენაც დაემთხვა ამ პროცესებს, თუნდაც ის რომ ბიუჯეტის ხარჯვა გარკვეულ პროცესებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ალბათ, თავდაპირველი მიზეზი მაინც ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა, ჩემი აზრით, თავის დროზე არ მოახდინა ინტერვეცია, არ მოახდინა დოლარის შემოდინება ეკონომიკაში, რამაც საბოლოოდ ამ შედეგებამდე მიგვიყვანა. მაგრამ მეორე მხრივ, მოხარული ვარ იმით, რომ ეროვნულ ბანკში საკმაოდ კარგი სპეციალისტები მუშაობენ, თუნდაც ბატონი გიორგის სახით და შესაბამისად, მისი განცხადებებისა  და ბევრი სხვა ქმედების საფუძველზე მოხერხდა ის, რომ ლარის კურსი სტაბილურდება.”

 

ამირან კაპანაძე – ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი:

IMG_9093

“ვფიქრობ, კარგი იქნება თუ სახელმწიფოსა და ბიზნესის წარმომადგენლები ჩაერთვებიან ამ ფორუმებზე. აუცილებელია, რომ ორივე სფერომ ექსპერტებთან ითანამშრომლოს.  ლარის კურსთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ეროვნულ ბანკს  აქვს მკვეთრი  მოქმედებები გაკეთებული, რაც უშუალოდ გამოვლენილი იქნა მათ მიერ გაკეთებულ აბსურდულ განცხადებებში. 

ჩემი აზრით, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა, იქედან გამომდინარე რომ ახალგაზრდა, კვალიფიციური პროფესიონალები იყვნენ ჩართულნი ამ ფორუმის მომზადებასა და ანალიზში. ჯანსაღი ტენდენცია იქნება თუ ეს პროექტი მომავალში მიიღებს ინტენსიურ ხასიათს. “

IMG_9028

ნოდარ ჭიჭინაძე – ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი:

“ლარის ასეთი მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია შემდეგმა ორმა ფაქტორმა :

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ლარის დევალვაცია არ ყოფილა ბუნებრივი და მითუმეტეს, ეკონომიკური ფაქტორებიც არ ყოფილა ამის მიზეზი. ეს იყო ნამდვილად სპეკულირებული, რაშიც დამნაშავე, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკია. ამ ყველაფერს კი ადასტურებს ის არგუმენტაცია, რაც დღევანდელ შეხვედრაზე იქნა წარმოდგენილი. სტატისტიკამ ნათლად აჩვენა ლარის გაუფასურების რეალური სახე. ჩვენ დავინახეთ,რომ პირადპირი უცხოური ინვესტიციები პირიქით გაზრდილია. მიმდინარე წლის სამ კვარტალში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე ეს დანარჩენი გასული წლების განმავლობაში ხდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას, ფულადი გზავნილების შესახებ გამოთქმულ ვარაუდებზე და კიდევ სხვა იმ მრავალ მიზეზზე, რაზეც ეროვნული ბანკი საუბრობდა. საბოლოო დასკვნა ის არის, რომ ეს ყოველივე ნამდვილად არ ქმნიდა იმის წინაპირობას, რომ ლარი გაუფასურებულიყო, პირიქით მათ მომავალში პოზიტიური შედეგები უნდა ჰქონოდათ.

მეორე ფაქტორად მიმაჩნია ის, რომ საქართველოში ლარის კურსის დადგენის მექანიზმი სრულყოფილებისგან არის ძალიან შორს, რეალურად ეს პროცესები კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკთან მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ხდება. შესაბამისად, სანდოობა არის ძალიან ნაკლები. ლარის კურსის გაუფასურება დაახლოებით, ერთი კვირა მიმდინარეობდა და ასევე ერთ კვირაში გამყარდა, სწორედ აღნიშნული პროცესები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნა იყო ხელოვნური ფაქტორებით გამოწვეული. საჭიროა მსგავსი შეხვედრებით მეტი დაინტერესება. საზოგადოებაც გაცილებით მშვიდად იქნება თუ იცის რა ხდება, სამწუხაროდ კი დღეს არავინ არ იცის სინამდვილეში რა, რატომ ხდება ქართულ ეკონომიკაში. შეხვედრის კიდევ ერთი უპირატესობა იყო ის, რომ ექსპერტებმა აზრი გაცვალეს და ყველა გამოთქმული შეფასება ადეკვატური და რეალობასთან მიახლოვებული იყო.”

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასევე იმ გარემოებასაც, რომ ეროვნული ბანკის ამჟამინდელი მენეჯმენტი ძველი მთავრობის, ნაციონალური მოძრაობის, მიერაა დაკომპლექტებული და გამორიცხული არ არის, რომ პროცესები პოლიტიკურად იყოს მართული და მოტივირებული.

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 
ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 

2022/05/25
საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 
ახალი ამბები

საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

2022/05/25
„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 
ახალი ამბები

„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

2022/05/25
Next Post

"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ჩამოვიდნენ და დაიცვან საყდრისი" - ირაკლი მამალაძე

მამუკა ღლონტმა ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა

საქართველოს ეკლესიამ დაგმო საყდრისში განხორციელებულ ვანდალიზი

საქართველოს ეკლესიამ დაგმო საყდრისში განხორციელებულ ვანდალიზი

Discussion about this post

ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 
ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 

2022/05/25
0

შაბათს გადაცემა „სთორის“ სტუმარი გიორგი გილიგაშვილი იქნება. ამის შესახებ გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი თემა, რაზეც გიორგი ისაუბრებს...

სრულად
საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

2022/05/25
„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

2022/05/25
მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

2022/05/25
მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

2022/05/24
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2022/05/24
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

2022/05/23

საინტერესო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი 148 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 27 უკვე გამოჯანმრთელდა

2 წელი ago
Mckinsey: ტრადიციული მედია პოზიციებს თმობს –  როგორი იქნება მსოფლიო 2019 წლის შემდეგ?!

Mckinsey: ტრადიციული მედია პოზიციებს თმობს – როგორი იქნება მსოფლიო 2019 წლის შემდეგ?!

6 წელი ago

დღეს ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი 86 წლის გახდებოდა

6 წელი ago
CNN: მსოფლიოს ახალი სავაჭრო ცენტრი აფრიკაში: მშენებლობების „ბუმი“ კონტინენტზე

CNN: მსოფლიოს ახალი სავაჭრო ცენტრი აფრიკაში: მშენებლობების „ბუმი“ კონტინენტზე

7 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • „12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი”  2022/05/25
  • საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე  2022/05/25
  • „რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ  2022/05/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In