ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი “მაესტროდან” მიდის. ღლონტი ამის შესახებ “ფეისბუქში” წერს.
“მე გავდივარ “მაესტროს“ მესაკუთრეთა რიგებიდან და ჩემს წილს უსასყიდლოდ გადავცემ თანაბრად “მაესტროს“ პირველ დამფუძნებლებს.
რატომ მივდივარ მაესტროდან? იმიტომ, რომ დავაარსე ჩემი სატელევიზიო მწარმოებელი სტუდია, “ტვ სახელოსნო მაესტრო“. იმედი მაქვს, რომ მალე შემოგთავაზებთ ახალ სატელევიზიო პროდუქტებს”,-აცხადებს მამუკა ღლონტი.
13.12.14