ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტები გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. კერძოდ, 12 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, სომხეთის მოქალაქე ხ.ა.-ის ავტომანქანის დათვალიერებისას, მათ აღმოაჩინეს 2,69 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა.
ეს საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს.
შემოსავლები სამსახურის ინფორმაციით, მარიხუანას შემოტანის ფაქტი გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა 16 დეკემბერს, სგპ „ნინოწმინდაზეც“. სომხეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ავტომობილის დათვალიერებისას მათ 1,22 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს და საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადასცეს.
სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე კი სომხეთის მხრიდან შემოვიდა რუსეთის მოქალაქე მ.ა., რომლის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LIRIKA – 5 კაფსულა.
16.12.14
Discussion about this post