შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძს ადვოკატრმა 5000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შესახებ სასამართლომ არ გაიზიარა.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს გადახდისთანავე დატოვებს.
ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაული, რომელსაც გელა ხვედელიძეს ედავებიან, ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიისაა და, აქედან გამომდინარე, აღმკვეთი ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდება მოსალოდნელი იყო.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, გელა ხვედელიძე გამოძიებასთან თანამშრომლობს და მომავალშიც აპირებს, შესაბამისად მისგან მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე გამორიცხულია.
ხვედელიძე დღევანდელ პროცესს არ დასწრებია.
15.05.13