• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
პარასკევი, მაისი 20, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მთავარი მოვლენები
CNN: სამხრეთ კორეა – სწრაფი განვითარების 50 წლიანი ისტორია

CNN: სამხრეთ კორეა – სწრაფი განვითარების 50 წლიანი ისტორია

2016/05/23
in მთავარი მოვლენები, მსოფლიო
6 0
6
SHARES
79
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თანამედროვე სამყაროში ოფიციალურად ორი კორეა არსებობს, ჩრდილოეთი – კომუნისტური  და სამხრეთი – კაპიტალისტური. მიუხედავად იმისა, რომ კორეის ისტორია ათასწლეულებს ითვლის არასდროს ყოფილა ისეთი პრეცენდეტი, რომ ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები ერთმანეთისგან გათიშული ყოფილიყო. სწორედ იდეოლოგიურმა განსხვავებებმა და სხვა დამატებითმა ფაქტორებმა იქონია გავლენა იმაზე, რომ ერთი ქვეყნის ორი მხარე განსხვავებულად განვითარდა, მათ შორის დიპლომატიური, საინფორმაციო თუ სამხედრო ომი დღემდე მიმდინარეობს, ხოლო სხვადასხვაგვარი მასშტაბის სასაზღვრო შეტაკებები  ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.

ყველაფერი 1905 წელს დაიწყო, როდესაც იაპონოამ რუსეთთან ომი მოიგო, მან გადაწყვიტა კორეის დაპყრობა. იაპონიის ინტერესს, ექსპერტების ანალიზით, სამხრეთ კორეა წარმოადგენდა, რადგან ის ბუნებრივი თუ სხვა პირობების გამო მეტად უფრო ხელსაყრელი ტერიტორიაა, ვიდრე ჩრდილოეთი.

იაპონიამ კორეა 1910 წელს უკვე მთლიანად დაიპყრო. როგორც წარსულში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, დაპყრობილი კორეის სამხრეთი ნაწილი გამუდმებით აჯანყებებითა და პარტიზანული ბრძოლებით გამოირჩეოდა, რასაც ვერ იტყოდნენ ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებზე. ექსპერტების შეფასებით, დღემდე ჩანს კორეის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ადამიანების პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული და მისდამი რწმენა. შესაძლოა სწორედ ამ თვისებებმა იქონია ის, რომ დღეს კორეის სამხრეთი ნაწილი საზოგადოებრივი სფეროს ყველა დარგში მოწინავე პოზიციებზეა, ვიდრე ჩრდილოეთი.

10872451_891183420912935_1351272177_nკოსმოსიდან გადაღებული ფოტო, ჩრდილოეთ  და სამხრეთ კორეა.

ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები მოქალაქეების არსებულ პოლიტიკურ კულტურას ისიც დაემატა, რომ 1945 წელს, როდესაც იაპონიამ მეორე მსოფლიო ომში კაპიტულაცია გამოაცხადა, კორეის ჩრდილოეთ ნაწილი სრულად დაიკავა საბჭოთა არმიამ. ამერიკამ, ბრიტანეთმა და ჩინეთმა სტალინის ამგვარი ქმედების საპასუხოდ ძალიან მალე, სამხრეთ კორეის ოკუპაცია მოახდინეს. მოკლე ისტორიული მიმოხილვა სწორედ აქ სრულდება, დასავლეთმა ამ გზით გადაუკეტა 38-ე პარალელზე კომუნისტებს გზა, ჩრდილოეთის შემდეგ სამხრეთისკენაც, რომ არ დაძრულიყვნენ.

10859785_891934827504461_891136681_nსამხედრო კოლონა კვეთავს 38-ე პარალელს

აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უმრავლესობას ახლად ინდუსტრიული ქვეყნების რიცხვს მიაკუთვნებენ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბაზარი ქმნის პოლიტიკას, ხოლო პოლიტიკა ქმნის ბაზარს დასტურდება იმ ისტორიული მოვლენებით, რაც მეოცე საუკუნის ბოლოს განვითარდა. ეკონომიკური წინსვლა პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ქვეყანის განვითარებასა და მის საერთაშორისო სისტემაში ჩაბმის სიჯანსაღეზე.  მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო ეკონომიკური წინსვლა სამხრეთ კორეას ახასიათებს.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მათი სწრაფი განვითარების მიზეზი ინდუსტრიული დარგების ამუშავება და სამრეწველო საქონელზე ექსპორტის დაწყებაა, თუმცა ინდუსტრია არ არის ერთადერთი სფერო რომელიც სამხერთ კორეამ, როგორც ინდუსტრიულმა ქვეყნამ ფაქტობრივად, რამდენიმე ათეულწელიწადში განავითარა. მათი წარმატება თვალსაჩინოა – ბიოტექნოლოგიაში, ზეგამტარობის სფეროში, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაში და სხვა.

10860458_891934787504465_422506138_oსამხრეთ კორეის ეკონომიკურად განვითარებადი რეგიონები

აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით, ეს სახელმწიფოები ქმნიან საექსპორტო საწარმოო ზონებს, სადაც საგარეო ბაზარზე ორიენტირებული საქონელი იწარმოება. ყველაფერი კი გასული საუკუნის 50-60-იან წლებში დაიწყო, როდესაც „აზიური ვეფხვების“ ქვეყნების მმართველმა ელიტებმა წამოაყენეს სტრუქტურული გარდაქმნის იდეა, როგორც წარმოებასა და სოციალურ სფეროში, ისე საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში და სამომავლო ძვრების ცენტრალურ რგოლად ინდუსტრიალიზაცია აქციეს

10863702_891183020912975_80628398_nსამხრეთ კორეის ბიუჯეტის ზრდა 1960 წლიდან 2009 წლამდე – $832,512 მილიარდი

ამერიკელი მეცნიერები წერენ, რომ თუ თავდაპირველად ინდუსტრიალიზაციის პროცესი საფეიქრო მრეწველობით დაიწყო, მოგვიანებით ფიქრი დაიწყეს მძიმე მრეწველობის დარგებზე, ახლა კი ძირითადი პრიორიტეტი უფრო შრომატევად და მეცნიერებადტევად წარმოებებს ენიჭება.

სამხრეთ კორეა 2010 წლის მონაცემებით, მსოფლიო ქვეყნების დემოკრატიის ინდექსის მიხედვით სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანათა რიცხვში მოხვდა და ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, საფრანგეთი, იტალია. ინდექსი შემდეგი ხუთი მონაცემის საშუალებით ადგენს დემოკრატიის ხარისხსს: პოლიტიკური აქტივობადა პოლიტიკური კულტურა, საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო უფლებები,  მთავრობის ფუნქციონირება.

მეცნიერები შენიშნავენ იმას, რომ რამდენიმე ათეულ წელში სამხრეთ კორეამ, როგორც ერთ–ერთმა უღარიბესმა ქვეყანამ ასეთ წარმატებას, არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ დემოკრატიის განვითარებისთვალსაზრისითაც მიაღწია.

1945 წლისთვის იაპონიის ოკუპაციისგან გათავისუფლებული კორეაში ეშპ-ს სტრუქტურაში მრეწველობაზე 15%, ხოლო სოფლის მეურნეობაზე 40% მოდიოდა, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცოდა,  რეფორმები კი ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციით დაიწყო და მთავარ პრიორიტეტად განათლება გამოცხადდა.

10850731_891185370912740_159892846_nსკოლა სეულში

სამხრეთ კორეის ეროვნულმა საგანმანათლებლო პროგრამამ უკანასკნელ წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, რაც სახელმწიფოს მიერ ფინანსების მობილიზების წყალობით მოხდ.

სტატისტიკა და ციფრები ნათლად აჩვენებს განვითარების იმ გზას, რაც საგანმანათლებლო რეფორმამ გაიარა ამ ქვეყანაში: თუ 1945 წლისთვის წერა–კითხვის მცოდნე მოსახლეობის 22% იყო, 1970 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 87,6%-ს მიაღწია, ხოლო 80-იანი წლების ბოლოსთვის – 93%-ს.

1960 წელს სტუდენტების რაოდენობა 100 000-ს აღწევდა, ხოლო 1987 წლისთვის მათი რაოდენობა 1,3 მილიონამდე გაიზარდა, რაც იმ დროისთვის აშშ-ის შემდეგ უდიდესი მაჩვენებელი იყო. 1975 წელს განათლებისთვის გამოყოფილი იყო 220 მლრდ ვონი, რაც შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2%-ს, 1986 წლისთვის კი ის გაუტოლდა 3,76 ტრილიონს.

10841602_891185290912748_1764336196_n (1)სკოლა სეულში

2001 წელს განათლების სამინისტრო შეიცვალა და ის  განათლებისა და მართვის სამინისტრო გახდა,  გაიზარდა მინისტრის უფლებამოსილებები და ვიცე-პრემიერის დონეზე ამაღლდა. აქ უნდა ითქვას, რომ განათლებისა და მართვის მინისტრს, ისევე როგორც სხვა მინისტრებს, პრეზიდენტი ნიშნავს მხოლოდ ერთი წლის ვადით. ყოველი წლის ბოლოს მინისტრები პრეზედენტს დეტალურ ანგარიშს სთავაზობენ.

როგორც საშუალო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდებს დასვენებისა და გართობისთვის ცოტა დრო რჩებათ. უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლებში ტესტირება სემესტრში ორჯერაა და ის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც უნივერსიტეტში ან კოლეჯში მისაღები გამოცდები. 2012 წელს „Economist Intelligence Unit“-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, სამხრეთ კორეამ მეორე ადგილი დაიკავა ფინეთის შემდეგ. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ კორეაში მასწავლებლის პროფესია საკმაოდ პოპულარულია, ამის მიზეზი კი მათი მაღალი ანაზღაურებაა.

როგორც ნათქვამია, განათლებაში ჩადებული კაპიტალი ქვეყანას ბუმერანგივით უბრუნდება, ასე მოხდა სამხრეთ კორეის შემთხვევაშიც. ქვეყანაში დროთა განმავლობაში განვითარდა მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და მეტალურგია. ინფრასტრუქტურის განვითარებამ ბიძგი მისცა მსხვილი პროექტების განხორციელებას ნავთობგადამუშავებასა და ნავთობქიმიაში.

ქვეყანამ განავითარა მძიმე მანქანათმშენებლობა, რომელმაც შეითვისა გემთშენებლობა.  ყველაზე საინტერესო მაინც შავ – თეთრი ტელევიზორების წარმოების ისტორიაა, რომელმაც სოციალური და ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვანწილად გაზარდა. სამხრეთ კორეული „სამსუნგ ელექტრნიკსის“ მონაცემებიც კმარა, ბიზნესგამოცემა „ფორბსში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ამ კომპანიას 161, 96 მილიარდ დოლარიანი საბაზრო კაპიტალი და 101.4 ათასი თანამშრომლი ჰყავს. თუმცა, სხვადასხვა რეიტინგში მოწინავე ადგილებს იკავებენ „SAMSUNG“ ერთად, „DEU ELECTRONIC“, „HYUNDAI“ და “KIA MOTORS“.

10850671_891184360912841_1926892628_nქალაქი მასანი, ტვირთის გადაზიდვა გემებზე

სამხრეთ კორეის ეკონომიკურ წინსვლაზე საუბარი საბოლოოდ მიდის იმ აზრამდე, რომ იგი ლიბერალიზმის პრინციპებთან შეუსაბამობაშია. დასავლელი მეცნიერები შენიშნავენ, რომ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში მაინც არაა გარანტი იმისა, რომ სამხრეთ კორეის ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება.

ამერიკელი პოლიტოლოგების აზრით კი,  ეს ყველაფერი დროებითია, ისინი ამბობენ, რომ სამხეთ კორეა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით რამდენიმე ათეული წლით წინ არის და სწორად განსაზღვრავს ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკას, მის წარსულს, რომ დავუბრუნდეთ ნათლად დავინახავთ,  რომ მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ მიზნებზე ორიენტირებული პაკ ჩონ ხის დიქტატორულმა მმართველობამ დროებითი მოვლენის როლი შეასრულა სამხრეთ კორეის ისტორიაში და შემდეგ მოსულმა თაობამ შეზღუდვების მოხსნასა და სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებაზე აიღო ორიენტირი. 

10577606_891184747579469_1987104171_oსეული ღამით

აღმოსავლეთ აზიის რეგიონის განვითარების ტემპები უამრავი ეკონომისტის დაკვირვების ობიექტია. ამას ისიც ემატება, რომ ექსპერტები უკვე  დიდი ხანია ამტკიცებენ წყნარი ოკეანის აუზის მნიშვნელობას გაზრდას ზუსტად ისევე, როგორც ეს ატლანტის ოკეანის რეგიონს ეკავა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნებზე დაკვირვებით უნდა ჩამოყალიბდეს აზიური მოდელები, რომლებმაც შემდგომში შესაძლოა სხვა კონტინენტებზე მდებარე განვითარებად ქვეყნებს სარგებელიც მოუტანოს.

წყარო: CNN

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet2Share1

მსგავსი სტატიები

„ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ 
ახალი ამბები

„ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ 

2022/05/19
სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება 
ახალი ამბები

სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება 

2022/05/19
ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება 
ახალი ამბები

ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება 

2022/05/19
Next Post

დემოკრატიისა და თანასწორობის ფორუმი გაიმართება

“ვისურვებდი, მოსკოვიდან ისეთი მესიჯები ყოფილიყო, რომელიც არ შეეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს”

"ვისურვებდი, მოსკოვიდან ისეთი მესიჯები ყოფილიყო, რომელიც არ შეეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს"

“ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა”

"ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა"

Discussion about this post

ახალი ამბები

„ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ 
ახალი ამბები

„ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ 

2022/05/19
0

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პუტინს კიდევ ერთხელ აქებს და ამბობს, რომ ბავშვებმა მაგალითი სწორედ მისგან უნდა აიღონ. „ჩვენ გვყავს პრეზიდენტი,...

სრულად
სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება 

სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება 

2022/05/19
ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება 

ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება 

2022/05/19
საზტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება არ განიხილება – გამყრელიძე  

საზტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება არ განიხილება – გამყრელიძე  

2022/05/19
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ

2022/05/18
ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

2022/05/18
“ბირთვული ომი დაუშვებელია, რადგან ჩვენი დედამიწა შესაძლოა ორბიტას მოწყდეს და სად გავფრინდებით არავინ იცის” – ლუკაშენკო 

რუსეთი ნატოს მარტო არ უნდა ებრძოლოს – ლუკაშენკო  

2022/05/18

საინტერესო

პარლამენტის სხდომა კიდევ ერთხელ ჩაიშალა

6 წელი ago
ანჯელინა ჯოლი ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სალექციო კურსს წაიკითხავს

მსოფლიოს უმშვენიერესი ქალბატონი 41 წლის გახდა

6 წელი ago

პარლამენტი “რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსამართლეების აცილებას ითხოვს

7 წელი ago

თამარ ბერუჩაშვილი: “პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ვრჩები თანამდებობაზე”

8 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • „ის ყველაფერში სამაგალითოა დონ“ – კადიროვი ახალგაზრდებს ურჩევს პუტინს მიბაძონ  2022/05/19
  • სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდება  2022/05/19
  • ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება  2022/05/19

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In