• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, მაისი 28, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ეკონომიკა
“ჩვენი მეურნეობა ქვეყნის სავიზიტო ბარათად გვინდა ვაქციოთ!“ – მარიკა კოდუა

“ჩვენი მეურნეობა ქვეყნის სავიზიტო ბარათად გვინდა ვაქციოთ!“ – მარიკა კოდუა

2014/12/25
in ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
2 0
1
SHARES
21
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.  იგი უძველესი, ტრადიციული და სტრატერგიული მნიშვნელობის კაკლოვანი კულტურაა, რომლის საქართველოში წარმოშობის პირველ კერად აღიარებულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო, კავკასია და მცირე აზია. დღესდღეობით, თხილის გვარი  მოიცავს მრავალ სახეობას, რომელიც გაშენებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იგი საშუალოდ ზღვის დონიდან 1500-1800 მეტრამდე ბუნებრივად იზრდება. ეკონომიკური მნიშვნელობის გამო თხილის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. მისი ნაყოფი ხანგრძლივი შენახვისუნარიანობით ხასიათდება. მაღალი კვებითი ღირებულების გამო მას ჯანსაღი კვებისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

საქართველოში, ბოლო 14 წლიანი პერიოდის ანალიზის შედეგად  გამოჩნდა, რომ თხილისა და კაკლის ექსპორტი თითქმის ყველა წელს უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების პირველ ათეულში ხვდება.  ამასთანავე, დაახლოებით 8 წლის განმავლობაში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფების პირველ ხუთეულშიც დაფიქირდა. აღსანიშნავია ის, რომ 2013 წლის მონაცემებით, საქართელო მსოფლიოში ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის მიხედვით, თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა, თხილის გულს კი  მსოფლიო ექსპორტის 10,8 % უჭირავს, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. თხილის კულტურის წარმოება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ამ მხრივ, განსაკუთრებით სამეგრელო გამოირჩევა, მას მოსდევს გურია, იმერეთი, კახეთი, აჭარა და სხვა რეგიონები.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერედა სამეგრელოში მდებარე თხილის საწარმოთი შ.პ.ს „ქესკია“. საწარმო მრავალფეროვან ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს, რომელიც ერთდროულად, რამდენიმე სოფლის მეურნეობის დარგს აერთიანებს.  ქარხანა გაუტეხავ და გატეხილ თხილს აწარმოებს, პროდუქციის უმეტესი ნაწილი კი ექსპორტზე გადის. ჩვენთან შ.პ.ს „ქესკიას“ შექმნის ისტორიის შესახებ, თხილის წარმოებისა და მისი ექსპორტზე გატანის პროცედურებზე საწარმოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიკა კოდუამ ისაუბრა. მან გამოყო ის ძირითადი პრობლემები თხილის წარმოების პროცესში და პრიორიტეტები, რომელთა გათვალისწინება და მოგვარებაც  უნდა შეძლოს მთავრობამ.

10878471_892928204071790_296562248_o

როდის შეიქმნა თხილის საწარმო „ქესკია“ და როგორია მისი შექმნის ისტორია?

– ჩემი ოჯახი 1985 წლიდან ფერმერულ საქმიანობას მისდევს, მათ შორის, მეფუტკრეობას, მემცენარეობას, მეცხოველეობასა და მეთხილეობას.  როდესაც  სახელმწიფო წყობა შეიცვალა  და ბიზნეს გარემო ნელ-ნელა დამოუკიდებელი გახდა სახელმწიფოსგან, ეს გარკვეული სტიმული იყო მცირე ბიზნესის დასაწყებად. ამ პერიოდში სამეგრელოში თხილის ბიზნესი ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს და მეტ-ნაკლებად სარფიანადაც ითვლებოდ. ჩვენც ამ მიმართულებით დავიწყეთ საქმიანობა, ვყიდულობდით მოსახლეობისგან თხილს და ქარხანას ვაბარებდით. ეს ქარხანა იმ პერიოდში ერთადერთი იყო მთელს რეგიონში. გარკვეული ფინანსების დაგროვების შემდეგ შევიძინეთ 12 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც 1991 წელს გავაშენეთ თხილის პლანტაცია. ამ პერიოდში  ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ვაჭრობით შემოიფარგლებოდა. თუმცა ვხედავდით, რომ ბაზარზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდებოდა და  გადავწყვიტეთ  საკუთარი ფირმის  დაფუძნება, რათა უკვე ჩვენი ფირმის სახელით შეგვძლებოდა პროდუქციის უშუალო მომხმარებლისთვის მიწოდება. სწორედ ამ მიზეზით 1996 წლის 29 ივლისს  ჩემმა მშობლებმა დააარსეს შ.პ.ს. „ქესკია“.  სახელწოდება ჩვენი დიდი წინაპრის  სახელიდან „ქესკინჯიდან“ მომდინარეობს.  ეს ადამიანი პირველი დასახლდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ჩვენი საწარმო და პლანტაციებიაა გაშენებული და მამაჩემმა მის საპატივცემულოდ დაარქვა სახელი. 1999 წელს ვაჭრობიდან და ასევე ჩვენი თხილის პლანტაციიდან მიღებული შემოსავლებით გადავწყვიტეთ მცირე ზომის თხილის გადამამუშავებელი ქარხანის აშენება. რათა შეგვძლებოდა ნედლეულის გადამუშავება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. ვინაიდან  ამ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე (გაუმართავი ინფრასტრუქტურა, დანაშაულის მაღალი სტატისტიკა და ა.შ.)  ბიზნესის წარმოება საკმაოდ რთული და ამავდროულად სარისკო იყო, იძულებული გავხდით საწარმოს მშენებლობა დაგვეწყო საკარმიდამო ნაკვეთზე, ასე უფრო უსაფრთხოდ ვიყავით. მწირი ფინანსებიდან გამომდინარე, მშენებლობა 2001 წელს დავასრულეთ და პროდუქციის პირველი ექსპორტი ამავე წელს ესპანეთში განვახორციელეთ.  შედეგად, დაფუძნების დღიდან დღემდე კომპანიას ექსპორტირებული აქვს დაახლოებით, 5000 ტონა თხილის გული, 2000 ტონა თხილის კაკალი, 1100 ტონა დაბალი ხარისხის თხილის გული ( ზეთის წარმოებისთვის). პროდუქცია ექსპორტირებულია შემდეგ ქვეყნებში:  ესპანეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი, ყაზახეთი, ირანი.  ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს წინასწარ ხელშეკრულებებზე, რაც ითვალისწინებს დამატებითი თანხების მოზიდვას ასევე რეალიზაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

 10877564_892928260738451_311660491_n

2007 და 2008 წლებში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მცირე და საშუალო საწარმოთა კონკურსში შ.პ.ს. „ქესკია“ საუკეთესო აგრარულ კომპანიად დასახელდა. კომპანიის მისიაა საექსპორტო ბაზრების მომარაგება ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი სამომხმარებლო ხარისხის თხილის პროდუქციით. ჩვენი ხედვაა ვიყოთ საუკეთესო ხარისხის და სრულყოფილი სერვისის მქონე წამყვანი ქართული კომპანია თხილის სექტორში. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლების მოთხოვნები რათა შევძლოთ უწყვეტი კავშირის დამყარება მათთან. სამომხმარებლო კმაყოფილება არის ჩვენი უპირველესი მიზანი და ეს ნიშნავს, ხარისხს ყველა ასპექტში. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ჩვენ გამოცდილ და სანდო გუნდთან ერთად შეგვიძლია სწრაფად დავამყაროთ საქმიანი ურთიერთობები და ავაშენოთ ერთ–ერთი წამყვანი კომპანია აგროინდუსტრიის დარგში.

10878794_892928274071783_1018155748_o

რამდენად რთული იყო საწარმოს არსებობის პირველი წლები, რა იყოს ის პრობლემები, რომელთა გამკლავებაც მოგიწიათ?

– საწარმოს არსებობის პირველი წლები ძალიან რთული იყო. ამის გამომწვევი მიზეზი ძირითადად, ქვეყანაში არსებული არასახარბიელო პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია იყო. პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ ქარხანის მშენებლობა. თავიდან გვეგონა, რომ არსებული ფინანსებით  გავწვდებოდით მაგრამ პრაქტიკულად აღმოჩნდა რომ შენობის მშენებლობაც  ვერ დავასრულეთ. სწორედ ამიტომ მშენებლობა მხოლოდ 2001 წელს დავასრულეთ. შემდეგ უკვე პროდუქციის გადამუშავების დრო გაგვიჩნდა პრობლემები. რადგან  ბაზარზე ცნობადობა არ გვქონდა, შემსყიდველი კომპანიები, კი თანხის გადახდას მხოლოდ პროდუქციის მიწოდების შემდეგ ახორციელებდნენ. მანამდე, კი საკმაოდ სოლიდური თანხები იყო საჭირო ნედლეულის შესასყიდად. ასევე პრობლემა იყო ისიც, რომ ზუგდიდში არ ფუნქციონირებდა არცერთი საფინანსო დაწესებულება,  ამიტომ  რეალიზაციიდან მიღებული თანხის აღება ფოთის „ქართუ ბანკში“ გვიხდებოდა. რომელიც 70 კმ დაშორებით მდებარეობდა ჩვენი ქარხნიდან. ასევე  ყოველთვის დაცვის თანხლებით გვიწევდა სიარული, რადგან ძალიან რთული კრიმინალური ვითარება იყო რეგიონში.  შეუძლებელი იყო სესხის აღება ბანკიდან. მაგრამ, მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, ჩვენ მაინც ვცდილობდით უფრო მეტად განვვითარებულიყავით. პირველი შემსყიდველი იყო ესპანური კომპანია, რომლის ხელმძღვანელმა საწარმოში ვიზიტის და ჩვენთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტა  წინასწარ გადმოერიცხა მთლიანი პროდუქციის ღირებულება, რამაც საშუალება მოგვცა საწარმოს გაფართოების. სწორდ ეს იყო პირველი წარმატებული ნაბიჯი საექსპორტო ბაზარზე.

10876719_892928190738458_1657828941_o

რა არის თქვენი საწარმოს ძირითადი საქმიანობა, როგორ მზადდება თხილი გასაყიდად?

– ჩვენი საწარმოო ხაზი ამ ეტაპზე გათვლილია გაუტეხავ და გატეხილ თხილის  გადამუშავებაზე. ექსპორტირებას ვახდენთ როგორც თხილის გულის ასევე გაუტეხავის თხილის სხვადასხვა ზომების მიხედვით.  თხილის გადამუშავება გადის შემდეგ ეტაპებს:   თხილს ვიღებთ, როგორც საკუთარი პლანტაციიდან ასევე ფერმერებიდან. შემდგომ მას ვაშრობთ ბუნებრივად და მექანიკურად. გამშრალ თხილს ვასაწყობებთ ხოლო გაუტეხავის კალიბრაციას ვახდენთ. შემდეგ თხილს ვამტვრევთ და ვახდენთ თხილის გულის კალიბრაციას. მიღებული თხილის გადარჩევით ვიღებთ პირველად პროდუქტს, რომელშიც შედის თხილის გული (9-11,11-13,13-15,15+ ზომის), დამჭკნარი, მოგრძო ფორმის თხილი, თითა  და შუაზე გატეხილი, ხოლო მეორადი პროდუქტით ვიღებთ დამპალ, ფარული სიდამპლის მქონე თხილსა და ნაჭუჭს. ყოველივე ამის შემდეგ მას ვაფასოებთ, დავასაწყობებთ და ვუშვებთ ექსპორტზე.

10864132_892928270738450_1968343757_o

რა არის თქვენი ქარხნის ძირითადი უპირატესობები, რითიც ის განსხვავდება თხილის სხვა საწარმოებისგან?

– ჩვენი უპირატესობა, ჩემი აზრით,  არის  საკუთარი სანედლელულო ბაზა (დაახლოებით  80 ტონა თხილი) და მცირე ფერმერებისგან  ჩვენთან დასაწყობებული 50-100 ტონამდე თხილი. ამ ყველაფრის საწარმოში ტრანსპორტირებას, შრობას  და რეალიზაციას კი ჩვენთვითონვე ვუზრუნველყობთ. ყოველივე ეს გვაძლევს საშუალებას  დავიცვათ ყველა ის სტანდარტი, რაც ნედლეულის შენახვასთანაა დაკავშირებული. შედეგად ჩვენი პროდუქცია ხარისხის მხრივ,  უფრო გამოირჩევა რადგან ხდება მოსავლის დროული აღება, შემდეგ მისი დროული შრობა, ტენიანობის დასაშვებ ნორმაზე დაყვანა, დასაწყობების პირობების დაცვა და ა.შ.

10876888_892928210738456_1361048817_o

როგორია თქვენი სოციალური პასუხისმგებლობა და რამდენია დასაქმებულთა რაოდენობა?

– სეზონურად 60-დან -100-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. დასაქმებულთა 80%  ქალია. მუდმივად 10-დან 40- ადამიანამდე, წარმოების დატვირთულობის მიხედვით. ხელფასი საშუალოდ 250-750 ლარამდე მერყეობს. მართალია არც თუ ისე მაღალია, მაგრამ ამ ადამიანების უმრავლესობისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. რაც შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ამ კუთხით მაქსიმუმი გავაკეთოთ. წრვილმანი დეტალების ჩამოთვლას არ დავიწყებ რადგან ვთვლი, რომ ეს უფრო საქმით  უნდა დაანახო ადამიანებს და რადგან მიმდებარე სოფლებში ერთადერთი დამსაქმებელი ჩვენ ვართ, ვთვლი რომ ესეც წინგადადგმული ნაბიჯია ამ კუთხით.  ასევე მინდა  აღვნიშნო, რომ ჩვენი საწარმო მდებარეობს განმუხურის საზღვართან, ე.წ  ბუფერულ ზონაში.   ჩვენ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ვაძლევთ საშუალებას ჩვენს საწარმოში დაასაწყობოს თხილი, საზღვრიდან ტრანსპორტირებას ვახდენთ ჩვენი მანქანებით, ვახდენთ შრობას  და დასაწყობებას. ყოველივე ეს ხდება სრულიად უსასყიდლოდ. ხოლო თუ გრძელვადიანი ვადით ახდენს შენახვას მხოლოდ ამ შემთხვევაში იხდის მხოლოდ მიზერულ თანხას.( რაც 1ტონაზე 20კგ-ს შეადგენს). როდესაც სურთ რეალიზაცია ჩვენ ბაზარზე არსებული ფასთან შედარებით ვუხდით 10-30 თეთრით მეტს.

10878704_892928287405115_1429304252_o

როგორია სახელმწიფოს დაინტერესება თქვენი საწარმოს მიმართ და არის თუ არა მისგან, რაიმე სახის მხარდაჭერა, რა იყო წარმოების პროცესში ხელისშემშლელი ფაქტორები?

– ოგადად ვთვლი, რომ მხარდაჭერის და რაიმე სახის მოთხოვნები არ უნდა გვქონდეს სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ თუ იქნება მსგავსი ინიციატივები წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ „თევზის დარიგების ნაცვლად თევზის დაჭერა, რომ ასწავლონ“ ეს უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნება.  ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია არ იყოს ხელის შეშლა, არ იყოს შეზღუდვები.

10850533_892928267405117_2033033612_n

რამდენად დიდია თქვენი წილი ადგილობრივ ბაზარზე და ყველაზე მეტად, რომელ რეგიონში იყიდება თხილი?

– ჩვენი წილი დაახლოებით, 7%-ია ადგილობრივ ბაზარზე. ხოლო აქვე ხდება ნედლეულის მცირე ქარხნების მიერ გადამუშავება და მსხვილ ქარხნებზე მიყიდვა უკვე გულის სახით. ძირითადად ამ სახით სამეგრელოში იყიდება. ზოგადად, სამეგრელოში არის 70 %-ი მთლიანი წარმოების. საბოლოოდ თხილი 100 %-ი საექსპორტო პროდუქტია.

10872114_892928284071782_13636864_n

როგორ გაიხსენებთ ექსპორტზე გასვლის მოლაპარაკებებს, რამდენად რთული იყო ეს პროცესები და რამ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა?

– საკმაოდ რთული იყო პირველი ნაბიჯები ამ კუთხით. რადგან ვიყავით სტარტაპი და არ გვქონდა ცნობადობა ბაზარზე, არ გაგვაჩნდა სათანადო ფინანსური რესურსები. ასევე განვიცდიდით ტექნიკური კადრების ნაკლებობას. ბევრ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი ამართლებდა, თუმცა დასაწყისისთვის ესეც კარგი იყო.  იმ კომპანიებთან რომელთან თანამშრომლობა თავიდანვე დავიწყეთ,  გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩვენი  უშაულო დამოკიდებულება, რითაც ჩამოყალიბდა ნდობა. ამასში  ალბათ ამ კომპანიების ხელმძღვანელების ჩვენს ოჯახში სტუმრობამაც იქონია გარკვეული გავლენა.

საექსპორტო თვალსაზრისით, ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში იყიდება თქვენი თხილი და რითია ეს განპირობებული?

– ძირითადი ექსპორტი ხდება გერმანია, იტალიაში. ეს იმით არის განპირობებული, რომ ეს ორი ქვეყანა წარმოდგანეს უმსხვილეს მომხმარებელს  და ასევე ძირითად დისტრიბუტორს სხვა ქვეყნებში.

10877437_892928254071785_1071784794_n

როგორ შეაფასებთ სხვა საწარმოებს საქართველოში და რომელია თქვენთვის კონკურენტი საწარმო?

– ჩვენი კონკურენტია ბაზარზე არსებული ყველა საწარმო, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, პირიქით საშუალებას იძლევა, რომ არ გავჩერდეთ და უფრო მოტივირებული ვართ, რომ დავნერგოთ ახალი ტექნლოლოგიები.

რა ახალი ტექნოლოგიების დანერგვას აპირებთ მომავალში თქვენს საწარმოში და არის თუ არა თქვენს გეგმაში ქარხნის გაფართოება?

– კომპანიის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო სტანდარტის, თხილის მწარმოებელი მაღალი იმიჯის მქონე ბრენდის ჩამოყალიბება, შედეგად კაპიტალისა და მოგების მაქსიმიზაცია. ჩვენი 3 წლის მიზნებია:

GHP, GMP, HACCP, IFS სტანდარტების დანერგვა. ნედლეულის დამზადების მოცულობის გაფართოვება, საკუთარი პლანტაციებისა და შესყიდვების ზრდით. დასავლეთ საქართველოს რეგიონში თხილის წარმოების ბაზარზე 20%-იანი წილის მოპოვება. ევროპის სასაქონლო ბაზრებზე თხილის პროდუქციის უშუალო მომხმარებლებთან კავშირის დამყარება (შოკოლადის მწარმოებლები და ა.შ.) მდგრადი ფინანსური და ორგანიზაციული განვითარება. იგეგმება ქარხანის ახალი თანამედროვე ტიპის დანადგარებით აღჭურვა. ამ მიზნით ეტაპობრივად დამონტაჟდება შემდეგი დანადგარები: თხილის გულის მოსახალი, თხილის საჭრელი (დასაქუცმაცებელი), თხილის პასტის დანადგარი, ვაკუუმ შემფუთავი, ლაბორატორია სრული კომპლექტაციით. ვფიქრობთ, რომ თანამედროვე აღჭურვილობა მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს კონტაქტების დამყარებაში, რადგან გავაფართოვებთ პროდუქტების წარმოების ჩამონათვალს და უფრო მეტი შანსი გაგვიჩნდება უცხოურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად. ასევე საერთაშორისო სერთიფიკატების აღებით კომპანია გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპულ ბაზარზე დასამკვიდრებლად.

10864365_892928214071789_829641945_o

თქვენი საწარმოს პარტნიორების შესახებ, რას გვეტყვით?

– ჩვენი კომპანია 100% წარმოადგენს საოჯახო ბიზნეს. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახის წევრები ვართ ერთმანეთის პარტნიორები.

ღიად, რომ მიმართავდეთ მთავრობას,  რას ეტყოდით მას თქვენივე საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, რას  მოითხოვდით ან რას ურჩევდით?

– კარგი იქნება საგადასახადო კუთხით გარკვეული საკითხების განხილვის საშუალება მოგვცემოდა, რადგან ეს არამარტო ჩვენი კომპანიის არამედ დარგში მოღვაწე ყველა კომპანიის პრობლემაა. მაგალითად შრობის საკითხი, რაც საკმაოდ აქტუალურია. თხილის დასაშვები მაქსიმალური ტენიანობა არის 6% და როდესაც აგვისტოს თვეში  ხდება მოსავლის აღება თხილის ტენიანობა 30-40% აღწევს, სექტემბერში 20-30%, ოქტომბერში 10-20%, ნოემბერ-დეკემბერში 10 %- მდე. ხოლო საგადასახადო კანომდებლობით კომპანიას უფლება აქვს დაუმტვრეველი თხილის გადამუშავებისას შრობის საწარმოო დანაკარგი აგვისტოს თვეში  ჩათვალოს მაქსიმუმ 18%, სექტემბერში 8%, ხოლო ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში  0.1%,  რაც ძალიან ცუდ სიტუაციაში აყენებს კომპანიებს. ასევე  პრობლემაა ის, რომ როდესაც მცირე საწარმოები ახდენენ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას ( მცირე ქარხანა ნედლეულს ამუშავებს და  აწვდის მსხვილ ქარხანას გულის სახით) იბეგრებიან დღგ-ით იმ მიზეზით, რომ  თხილის გული და ნაჭუჭი არ წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქციას. ვინაიდან კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ ძალიან მცირე მოგებაზე, ხანდახან არც რჩებათ მოგება, მათთვის 18% დღგ-ს გადახდა წარმოუდგენელია, რაც უბიძგებს მოიქცეს არაკეთილსინდისიერად. თხილის გული და ნაჭუჭი უნდა გათავისუფლდეს დღგ-სგან.

10864490_892928200738457_795984572_o

თქვენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად რთულია იყოს ქალი ბიზნესში და რა ზეგავლენას ახდენს იგი საქმიან მოლაპარაკებებზე, რა სირთულეებს აწყდებით თავად თქვენ ?

– ბავშვობიდან ჩემს და-ძმასთან ერთად  ყოველთვის ჩართული ვიყავი ამ საქმეში. მიჩვეული ვართ ფიზიკურ შრომას, როდესაც შენ თავად ხარ ჩართული შრომის პროცესში, სხვისას უკეთ აფასებ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე ჩაბარებას სოფელში დაბრუნება და მშობლების დაწყებული საქმის გაგრძელება  ვამჯობინე.  ამჟამად  ვარ შ.პ.ს. „ქესკიას“ აღმასრულებელი დირექტორი. 2013 წელს მე და ჩემმა დამ დავვარსეთ შ.პ.ს. „კოდუ გრუპი“. იჯარით ავიღეთ 273 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 92ჰა-ზე  თხილის სრულმოსავლიანი პლანტაციაა, ნაწილი სახნავ–სათესი მიწებია, ნაწილზე, კი ტყის საფარია. წელს ავაშენეთ სილოსი გადამამუშავებელი ქარხანა და მომავალ წელს ადგილობრივ ბაზარს მივაწვდით ვაკუუმად შეფუთულ სილოსს. ასევე გრძელვადიან პერიოდში ვაპირებთ აგროტურიზმისთვის ხელსაყრელი ზონის მოწყობას. დაახლოებით, 1 ჰექტარზე გვაქვს თევზის სატბორე მეურნეობაც, რომელიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს, მაგრამ ვაპირებთ განვაახლოთ. მის ნაპირას გავაშენეთ ხილი, კენკროვნები, დეკორატიული მცენარეები და ტერასა მოვაწყვეთ. დაახლოებით 5 წელიწადში ძალიან ლამაზი ბაღი იქნება. იქვე მდინარე ენგური მოედინება, სადაც კოტეჯების აშენებას ვაპირებთ. საბოლოო ჯამში გვინდა ჩვენი მეურნეობა, რომელიც ბევრი მიმართულებისგან შედგება, ერთ დიდ გაერთიანებად ვაქციოთ, რომელშიც შემავალი თითოეული მიმართულება იქნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე და არამარტო სოფლის, არამედ რეგიონის და ქვეყნის სავიზიტო ბარათი. რაც შეეხება სირთულეებს – არ არსებობს  საქმე, რომელიც ადვილად გამოვა, მაგრამ მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. მონდომებით და დაუღალავი შრომით ყველა საქმეში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. არარსებობს პრობლემა რომლის გადალახვაც შეუძლებელია მთავარია სწორად მიუხვდე გამოსავალს. საქმიან მოლაპარაკებებს  ვაწარმოებ, როგორც პირადად ასევე ოჯახის წევრებთან ერთად. პირადად ჩემთვის ეს არ წარმოადგენს, რაიმე სახის პრობლემას მაგრამ ზოგადად ქალის სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართვა საკმაოდ რთულია.

25.12.14

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 
ახალი ამბები

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  
ახალი ამბები

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
Next Post
ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენ გავაუმჯობესეთ სასჯელის მოხდის პირობები”

ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენ გავაუმჯობესეთ სასჯელის მოხდის პირობები"

"ჩვენ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზაობა გვაქვს, ვფიქრობ, უნდა შედგეს ასეთი შეხვედრა"

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მესტიის რაიონში მცხოვრებ მარტოხელა ქალბატონს დაეხმარნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მესტიის რაიონში მცხოვრებ მარტოხელა ქალბატონს დაეხმარნენ

Discussion about this post

ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას...

სრულად
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

2022/05/26
„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

2022/05/26
„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

2022/05/26
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

2022/05/26

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი: “ჩემს შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა”

4 წელი ago
კიევში კიდევ ერთი გარდაცვლილი

კიევში კიდევ ერთი გარდაცვლილი

8 წელი ago
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია

2 წელი ago
ბარაკ ობამა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბარაკ ობამა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

7 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი  2022/05/28
  • ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  2022/05/28
  • „მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია   2022/05/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In