თავდაცვის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ეს განცხადება იყო შეცდომა, რომელსაც უწყება აღიარებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
“პირველ რგიში, სამძიმარს ვუცხადებ თავდაცვის სამინისტროს სახელით გარდაცვლილი ალექსანდრე გრიგოლაშვილის, ღირსეულის კაცის ოჯახს და სრულიად საქართველოს, ეს ნამდვილად დიდი დანაკლისია საქართველოს შეირაღებული ძალებისთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის და სრულიად საქართველოსთვის. აქვე ვაცხადებ, რომ თავდაცვის სამინისტრო მზად არის, ყოველგვარი დახმარება გაუწიოს გარდაცვლილის ოჯახს, რათა ალექსანდრე გრიგოლაშვილის ხსოვნას ღირსეული პატივი მიეგოს.
რაც შეეხება განცხადებას, საზოგადოების რეაქცია აჩვენებს, რამდენად მაღალია ქართული საზოგადოების მხრიდან საზოგადოების მხრიდან, ეს ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ეს იყო შეცდომა და აქვე ვაცხადებ, რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინ არასოდეს არ არის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ შეცდომას ვხედავთ და ვაღიარებთ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეცდომა გარკვეულ ემოციურ ფონზე იყო დაშვებული”, – განაცხადა ღირსიაშვილმა “იმედის კვირის” ეთერში.
მისივე თქმით, განცხადების ტექსტი თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესთან შეთანხმებული არ ყოფილა, რადგან ის 20 დეკემბერს სამუშაო ადგილზე არ იყო.
“ზოგადად შეთანხმებული იყო, რომ სამძიმარი უნდა გამოცხადებულიყო, თავდაცვის მინისტრი ამ განცხადებას გამოქვეყნებამდე არ გაცნობია. ამგვარი შინაარსის ტექსტი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულიყო არ ყოფილა”, – განაცხადა ღირსიაშვილმა.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო შაბათს განცხადება გაავრცელა, სადაც ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში”, – ნათქვამი იყო თავდაცვის სამინისტროს 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

21 დეკემბერს კი, თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა. ამ დროისთვის განცხადება არც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – mod.gov.ge და არც Facebook-ში უწყების ოფიციალურ გვერდზე აღარ დევს.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში
მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.
22.12.14