• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, მაისი 28, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი

„დღეს ვიღაც გააზრებულად ცდილობს, დააკანონოს ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრება“ – ტარიელ ფუტკარაძე

2014/12/25
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
2 0
2
SHARES
26
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მას შემდეგ,  რაც 1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა, ხელი მოეწერა დოკუმენტს – „რეგიონული ენების ან უმცირესობის ენების ევროპული ქარტიის“ შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი არ არის რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ და არ არის ძალაში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არაქართულ ენებს უნდა მიეცეთ რეგიონალური სტატუსი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეგრელი მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ მეგრული ცალკე არაქართველური ენაა და მათაც  აქვთ  უფლება მოითხოვონ მეგრული ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება, თუ რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნა, შეუქმნის თუ არა აღნიშნული ქართულ ენას საფრთხეს ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ენათმეცნიერი, საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის  ცენტრის  ხელმძღვანელი,  პროფესორი  ტარიელ ფუტკარაძე ესაუბრა.

futბატონო ტარიელ ზუგდიდში მოსახლეობის ნაწილი მეგრული ენისათვის  რეგიონული ენის მინიჭებას ითხოვს, თქვენი აზრით, აქვთ თუ არა მათ ამის მოთხოვნის უფლება?

– პირველ რიგში ალბათ დასაზუსტებელია გამოთქმა: “ზუგდიდში ითხოვენ”… – გადამეტებული ფრაზაა: უფრო ზუსტი იქნება, თუკი ვიტყვით: “ქართველთა ერთი მცირე ჯგუფი ითხოვს”; აქვე დავძენ: ყველა ადამიანს აქვს ნებისმიერი რამის მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება “რეგიონული ენის” სტატუსს: საქართველოს მოქალაქეთა თუ ექსპერტთა ნაწილი მართლა ითხოვს საქართველოში 12-ზე მეტ ენას (მაგ. რუსულს, სომხურს, აზერბაიჯანულს, ასირიულს, ჩეჩნურს…) თუ კუთხურ ქართველურ მეტყველებას მიენიჭოს “რეგიონული ენის” სტატუსი “რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის” საფუძველზე. სამწუხაროდ, მათ უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს, თუ როგორ განიმარტება “რეგიონული ენის” ცნება   “ევროპულ ქარტიაში”; თქვენი გამოცემის საშუალებით დაინტერესებულ პირთ შევახსენებ ზუსტ განმარტებას:  “რეგიონული ენა არის მოცემული სახელმწიფოს რომელიმე მხარეში  ისტორიულად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის (მცირე ერის) ენა, რომელიც არ არის სახელმწიფო ენა (ევროპული ქარტია; 36-ე განმარტება). აქვე ვკითხულობთ: “ქარტიის დებულებები მოიცავს მხოლოდ უმცირესობაში მყოფი მცირე ხალხების ისტორიულ ენებს – უმცირესობაში მყოფი ავტოქთონი მოსახლეობის – ძირძველი მოსახლეობის – ენებს, ანუ იმ ენებს, რომლებიც დიდი ხანია გავრცელებულია მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე” (ევროპული ქარტია; 31 განმარტება). “ენის ქარტია” არ მოიცავს სახელმწიფო ენას, მის ადგილობრივ სახესვაობებსა და დიალექტებს; ამ ქარტიით ნაგულისხმევი “ენები მკაფიოდ უნდა განსხვავდებოდეს იმ ენის ან ენებისაგან, რომელზეც სახელმწიფოში მცხოვრები დანარჩენი მოსახლეობა საუბრობს. ქარტიის დებულებები არ ეხება ერთი ენის ადგილობრივ სახესხვაობებსა თუ დიალექტებს, თუმცა ქარტია არ განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოხატვის ესა თუ ის ფორმა ჩაითვალოს ცალკე ენად (32-ე განმარტება). ამ ოფიციალური განმარტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,  მეგრული არ არის მცირე ხალხის ” ენა”;  მეგრული ქართველთა ერთ-ერთი ჯგუფის – მეგრელების – მეტყველებაა, რომელიც ამავე დროს არის ქართველთა ეროვნული და სახელმწიფო ენის – ქართული ენის – სახესხვაობა; მეგრლები, სხვა ქართველებთან ერთად არიან მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ქართულის შემქმნელები და არა – “უმწერლობო ენის” მქონე ხალხი (როგორც ამას ზოგი აცხადებს). ის, ვინც ქართული ენის ნაცვლად მეგრულს აცხადებს მეგრელთა დედაენად, სამეგრელოს ძირძველ მოსახლეობას ართმევს მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო კულტურის ქმნადობაში მონაწილეობის ისტორიას. აქვე დავძენ: აფხაზური ქართულთან ერთად სახელმწიფო ენაა აფხაზეთში, ხოლო ზემოთ დასახელებული სხვა ენების (სომხური, აზერბაიჯანული, რუსული…) მფლობელი უმცირესობები კი არ წარმოადგენენ საქართველოს ავტოქთონ (ისტორიულ) მოსახლეობას.

რამდენად სწორია, რომ  მეგრელების საშინაო სასაუბრო მეტყველებას – მეგრულ დიალექტს, უწოდებენ მეგრულ ენას?

– ქართული სამწიგნობრო ენის – ზოგადქართული ენის – შექმნაში გამორჩეული წვლილი აქვთ მეგრელებს (/ლაზებს); იოვანე ლაზით დაწყებული ანტონ ჭყონდიდელითა თუ გამსახურდიებით დამთავრებული, ამ კუთხის ქართველობა მრავალი საუკუნის მანძილზე ძერწავდა ქართულ სამწიგნობრო ენას, შესაბამისად, მეგრელთა ისტორიული დედაენა, ეროვნული ენაა ქართული ენა, მეგრული კი კუთხური მეტყველებაა, მეგრელთა მშობლიური დიალექტია, როგორც ლაზურია მშობლიური დიალექტი ლაზებისა; ორივეს, როგორც ქართველთა სხვა კუთხურ მეტყველებებს, საქართველო, ქართველობა, უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ეროვნულ განძს; რაც შეეხება ენისა და კილოს გამიჯვნას: არ არსებობს უმწიგნობრო ენისა და კილოს გამმიჯნავი სანდო კრიტერიუმი; გარდა ამისა, “ენის ქარტიაში” ხაზგასმით წერია: “ენისა და კილოს სადავო საკითხის გადაჭრა დამოკიდებულია არა მხოლოდ სადავო წმინდა ლინგვისტურ მოსაზრებებზე, არამედ სხვადასხვა ფსიქო-სოციოლოგიურ და პოლიტიკურ ფაქტორებზეც, რომლებიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებულ პასუხს შეიძლება იძლეოდეს. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის განსაზღვრისას ქარტია პრეროგატივას ანიჭებს ქვეყნის ხელისუფლებას, რომელმაც დემოკრატიულ პრინციპების გათვალისწინებით თავად უნდა განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულ ამა თუ იმ მეტყველებას მიენიჭება დამოუკიდებელი ენის სტატუსი” /32-ე განმარტება/. ქართველთათვის დამოუკიდებელი ენის სტატუსი მრავალი საუკუნეა აქვს მხოლოდ ქართველთა საერთო ენას – ქართულ სამწიგნობრო ენას, რომლითაც მრავალი საუკუნეა იქმნება კულტურა სამეგრელოშიც, სვანეთშიც, ისტორიულ მესხეთშიც, იმერეთშიც, ქართლ-კახეთშიც და ფშავ-ხევსურეთშიც; მაგ., როცა საქართველოს დიდ ნაწილს სპარსეთი თუ ოსმალეთი აკონტროლებდა, მშობლიურ კუთხურ კილოზე არ დაუწყიათ მწიგნობრობა ლევან დადიანსა თუ ანტონ ჭყონდიდელს; მათ გააგრძელეს იოვანე ლაზისა თუ მარტვილელი იოვანე მინჩხის  მიერ ნაკურთხი გზა და აღაზევეს საკუთარი წინაპრების მიერ შექმნილი დედაენა – ქართული სამწიგნობრო ენა; შემდეგ იგივე გზა გააგრძელეს დადიანებმა, წმინდა მღვდელმთავარმა ამბროსი ხელაიამ, წმინდა ბერმა ალექსი შუშანიამ, თედო სახოკიამ, კონსტანტინე გამსახურდიამ, ჩიქოვანებმა, ჩიქობავებმა და მრავალმა სხვამ.

საინტერესოა რატომ არის ასე განსხვავებული ერთმანეთისაგან ქართული სალაპარაკო ენა და მეგრული დიალექტი, რამ გამოიწვია ეს?

– მსოფლიოს ყველა ენას აქვს მეტ-ნაკლებად განსხვავებული კილოები/დიალექტები; მაგ., კუთხურ კილოებზე თუ ისაუბრებენ, ერთმანეთს ვერ გაუგებენ გერმანულის, ფრანგულის, ესპანურის, არაბული, ჩინურის… დიალექტების მფლობელები; ეს დიალექტები განსხვავდება ფონეტიკითაც, მორფოლოგიითაც, სინტაქსითაც, ლექსიკითაც… გაგებინების არარსებობა თუ წმინდა ლინგვისტური განსხვავება ყველა ენაში ჩვეულებრივი მოვლენაა: სალიტერატურო ენა უფრო კონსერვატორულია, ხოლო ზეპირი მეტყველება სწრაფად იცვლება; ცვლილებებს აპირობებს განაპირა კილოებზე სხვა ენათა გავლენაც; მაგ., ბუხარული დიალექტი ისე განსხვავდება არაბული ენისგან, რომ ზოგი მეცნიერი ამ კილოს ტაჯიკური ენის სახესხვაობად აცხადებს; თუმცა, რამდენადაც ბუხარელები არაბები არიან და მათი ეროვნული ენა არის ყურანის ენა, ძალიან განსხვავებულ ამ კუთხურ მეტყველებას მაინც არაბული ენის დიალექტს უწოდებენ; ჩვენ კი უფრო ძველი რელიგიის ენა გვაქვს, ვიდრე არაბებს და კუთხური მეტყველებებიც უფრო ნაკლებადაა განსხვავებული ერთმანეთისგან. გარდა ამისა, ქართულ ენა  ეკლესიის ენაა სულ მცირე 16 საუკუნეა, შესაბამისად, საქართველოს ეკლესიისა და ქართველთა სალიტერატური ენა, რომელიც უშუალო მემკვიდრეა აიეტის დროიდან მოყოლებული ქუჯ-ფარნავაზის ეპოქამდე არსებული საერთო ქართველური ენისა, ყველა ქართველის დედაენაა, რომლის ფონზე ქართველური კუთხური მეტყველებანი კილოდ კვალიფიცირდება მემატიენეებიდან მოყოლებული, ვიდრე რუსეთის იმპერიის ენობრივ-ეთნიკურ დივერსიამდე. დღეს ვიღაც გააზრებულად ცდილობს, “ევროპული ქარტიის” არსის გაყალბებით დააკანონოს ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, მეგრულ დიალექტს რეგიონალური სტატუსი, რომ მიენიჭოს, საფრთხე შეექმნება საქართველოს სახელმწიფო ენას?

– როგორც გითხარით, ოფივციალურად დეკლარირებული ევროპული სტანდარტების მიხედვით, რეგიონული ენის სტატუსი ენიჭება მცირე ერის იმ ენას, რომელიც სახელმწიფო ენა არ არის; მეგრელობა არ არის მცირე ერი; მეგრელობა ქართველთა ძირითადი ნაწილია; შესაბამისად, მეგრელთა ისტორიული დედაენაა ქართული ენა. საქართველოს ზოგ არაკეთილმოსურნეს სურს ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრება. გარდა ამისა, სახელმწიფო პატარა ქვეყანაა; თუკი  საქართველოში 12-მდე თუ 12-ზე მეტ ენას მიენიჭება “რეგიონული ენის” სტატუსი, ისედაც ოკუპირებულ საქართველოში ქართული ენა დაკარგავს თავის დარჩენილ არეალსაც და ქართველთა საცხოვრისის უმეტეს ტერიტორიაზე, სახელმწიფო ენის ფუნქციასაც, რამდენადაც “ევროპული ქარტიის” მიხედვით რეგიონული ენა ფაქტობრივად მეორე სახელმწიფო ენაა მოცემულ მხარეში. რაც მთავარია, ასეთი კვალიფიკაციით სამეგრელოს მოსახლეობას წაართმევენ ქართულს, როგორც მრავალსაუკუნოვან დედაენას – მსოფლაღქმის, განათლებისა და ღვთისმსახურების ენას.

25.12.14

თამარ გვირჯიშვილი

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 
ახალი ამბები

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  
ახალი ამბები

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
Next Post

"ილია მეორის ღვაწლი ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე უდიდესია"

სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს რეკომენდაციით მიმართა

"საქართველო იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომელთაც "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონი ჯერ კიდევ არ გააჩნიათ" - თსუ-ს პროფესორები და მეცნიერები პარლამენტს მიმართავენ

Discussion about this post

ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას...

სრულად
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

2022/05/26
„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

2022/05/26
„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

2022/05/26
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

2022/05/26

საინტერესო

„უკრაინაში რა პროცედურებიც მიდის, თეორიულად ჩვენ უნდა გაგვევლო“ – ყოფილი მთავარი პროკურორი

„შსს და პროკურატურა ერთსა და იმავეს საუბრობს სხვადასხვა სიტყვებით“ – მაია მწარიაშვილი

5 წელი ago

გიორგი კვირიკაშვილი: “უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით”

6 წელი ago
თურქული მხარე კულტურის სფეროში მოღვაწე მეწარმეებისათვის ტრადიციული რეწვის უსასყიდლო კურსებს უზრუნველყოფ

თურქული მხარე კულტურის სფეროში მოღვაწე მეწარმეებისათვის ტრადიციული რეწვის უსასყიდლო კურსებს უზრუნველყოფ

7 წელი ago
21-28 ივლიის ფლორენციაში აფხაზი ახალგაზრდების ნახატების გამოფენა მოეწყობა

21-28 ივლიის ფლორენციაში აფხაზი ახალგაზრდების ნახატების გამოფენა მოეწყობა

8 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი  2022/05/28
  • ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  2022/05/28
  • „მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია   2022/05/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In