• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველო იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომელთაც “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი ჯერ კიდევ არ გააჩნიათ” – თსუ-ს პროფესორები და მეცნიერები პარლამენტს მიმართავენ

2014/12/25
in საზოგადოება
0 0
5
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Tsu3ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტოს პროფესორები და მეცნიერები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ და სთხოვენ, ხელი შეუწყოს “საქართველოს სახელმწიფო ენის” შესახებ კანონის მიღებას. პროფესორებმა და მეცნიერებმა “საქართველოს სახელმწიფო ენის” კანონის შესახებ განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაშია საუბარია რომ ჩარჩო კანონის მიღება ინსტიტუციური გარანტია იქნება სახელმწიფო ენის მართვისა და გამოყენებისათვის. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების განცხადების მიხედვით იგი უზრუნველყოფს ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ქართული და აფხაზური ენების სახელმწიფოებრივ სტატუსს – საქართველოს ერთ-ერთ ნაწილში – აფხაზეთში.

“სახელმწიფო ენის შესახებ” კანონის მიღებას საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა, მაგრამ საქართველო იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომელთაც “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი ჯერ კიდევ არ გააჩნიათ. იგი ამ მხრივ რეგიონის მასშტაბითაც გამონაკლისია.

ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი ჯერ კიდევ 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იქნა აღდგენილი, როცა შესაბამისი კანონი მიიღეს. საბჭოთა სისტემის დროს, 1978 წლის 14 აპრილს, ქართულმა საზოგადოებამ ახალგაზრდობის თაოსნობით შეძლო ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნება. თუმცა, ბოლო ორი ათეული წელია, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი ძირითადად მხოლოდ კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი. გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან დაწყებული კანონპროექტი “სახელმწიფო ენის შესახებ” ყველა ხელისუფლების განხილვის თემა იყო, მაგრამ ვერცერთი მოწვევის პარლამენტმა ვერ შეძლო მისი მიღება. ამჯერადაც ფერხდება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება. ენათმეცნიერებისა და იურისტების ჯგუფის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია ახალი რეალიები. შესაბამისად, იგი პასუხობს ახალ გამოწვევებს. კანონპროექტმა ექსპერტიზა გაიარა ყველა შესაბამის ევროპულ ინსტანციაში. საჭიროა მხოლოდ სახელმწიფოს ნება, რათა არსებული ხარვეზი აღმოიფხვრას. ჩარჩო კანონის მიღება ინსტიტუციური გარანტია იქნება სახელმწიფო ენის მართვისა და გამოყენებისათვის. იგი უზრუნველყოფს ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ქართული და აფხაზური ენების სახელმწიფოებრივ სტატუსს – საქართველოს ერთ-ერთ ნაწილში – აფხაზეთში.

ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ხელი შეუწყოს სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტის მიღებას.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს და გაცილებით ფართო მასშტაბით გააგრძელოს ქართული ენის შესწავლის სახელმწიფო პროგრამა, ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავის მხრივ, გამოხატავს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს როგორც ამ პროგრამის განხორციელებაში, ასევე ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის განმტკიცების საქმეში”, -ნათქვამია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და მეცნიერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი
აკადემიკოსი მზექალა შანიძე
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე
პროფესორი რამაზ ქურდაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ ლორთქიფანიძე
აკადემიკოსი ლევან ალექსიძე
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი აპოლონ სილაგაძე
აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი
პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
პროფესორი ნუგზარ სურგულაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ავთანდილ არაბული
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვაჟა შენგელია
პროფესორი თედო ნინიძე
პროფესორი ოთარ გამყრელიძე
პროფესორი თედო უთურგაიძე
პროფესორი ბესარიონ ზოიძე
პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი
აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე

25.12.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

წალენჯიხაში უფასო IT სკოლა იხსნება – “დარწმუნებული ვარ, ბრილიანტებს აღმოვაჩენთ“ 
ახალი ამბები

წალენჯიხაში უფასო IT სკოლა იხსნება – “დარწმუნებული ვარ, ბრილიანტებს აღმოვაჩენთ“ 

2022/05/21
Turebi.ge – “აშშ-ის “მწვანე ბარათი” საქართველოში 3-4 ათასამდე ადამიანმა მოიგო”  
ახალი ამბები

Turebi.ge – “აშშ-ის “მწვანე ბარათი” საქართველოში 3-4 ათასამდე ადამიანმა მოიგო”  

2022/05/15
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა –  საქსტატის მონაცემები
ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა – საქსტატის მონაცემები

2022/05/13
Next Post
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2014 წლის ნოემბერში გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2014 წლის ნოემბერში გაიზარდა

“ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს ისეთი ღირსეული სულიერი წინამძღვარი, როგორიც ჩვენი პატრიარქია”

"ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს ისეთი ღირსეული სულიერი წინამძღვარი, როგორიც ჩვენი პატრიარქია"

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Discussion about this post

ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 
ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 

2022/05/25
0

შაბათს გადაცემა „სთორის“ სტუმარი გიორგი გილიგაშვილი იქნება. ამის შესახებ გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი თემა, რაზეც გიორგი ისაუბრებს...

სრულად
საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

2022/05/25
„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

2022/05/25
მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

2022/05/25
მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

2022/05/24
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2022/05/24
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

2022/05/23

საინტერესო

რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

5 წელი ago

საბავშვო ბაღების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა, ბიუჯეტს დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაუჯდება

9 წელი ago
„როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?” – სალომე ზურაბიშვილი

„როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?” – სალომე ზურაბიშვილი

4 წელი ago

გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა

7 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • „12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი”  2022/05/25
  • საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე  2022/05/25
  • „რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ  2022/05/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In