• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, მაისი 25, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მთავარი მოვლენები
წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის პრემია “ივერიას” ლაურეატები გამოვლინდნენ

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის პრემია “ივერიას” ლაურეატები გამოვლინდნენ

2014/12/30
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
2 0
2
SHARES
28
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“თბილისი თაიმსი”  მთელი წლის განმავლობაში გაცნობდათ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ ”ივერიის” სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია –  “ივერიის”  მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს. 28 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიაზია «ერთსულოვნების” საკონცერტო დარბაზში გამართა დასკვნითი ღონისძიება, სადაც გამოვლინდნენ პრემიის ლაურეატები 12 ნომინაციაში.

10893169_816591538409154_1307329134_o

აღნიშნული ღონისძიება 2013 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, იმართებოდა თვეში ერთხელ – თვის ბოლოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მთელი წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობა მიიღო 96-მა პოეტმა, 12-მა მხატვარმა, 12-მა ხატმწერმა და 12-მა ფოტოხელოვანმა.

10893152_816590941742547_692724347_o

აღსანშნავია ისიც, რომ მთელი წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც, სინამდვილეში განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან, ასევე მსჯავრდებულების შემოქმედება გამოჰქონდათ სამზეოზე და ხალხს აცნობდნენ.

10888032_816590795075895_1654458284_n

პროექტს ჰყავდა კომპეტენტური ჟიური. როგორც ორგანიოზატორებმა განაცხადეს, ჟიურის წევრების ვინაობა ბოლო დღემდე გასაიდუმლოებული იყო და ერთმანეთის ვინაობაც კი არ იცოდნენ. ჟიურის წევრებმა არ იცოდნენ ასევე პროზა-პოეზიის ავტორების ვინაობა, გადაცემული მასალები მხოლოდ დანომრილი იყო.

პროექტის ჟიურის წევრები იყვნენ: პროფესორი, ლიტერატურის კრიტიკოსი ნათელა ჯანტიშვილი, ჟურნალისტი, გაზეთ „ქართული სიტყვის“ რედაქტორის მოადგილე ვანო პავლიაშვილი, მსახიობი ნანა ხურითი, რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი.

703169_816591088409199_1910093960_o

აღნიშნულ ღონისძიებაზე წლის პოეტად  – ლევან ფანჩვიძე დასახელდა. პოეზიის დედოფალი – თინათინ მღდვლიაშვილი, ხოლო მეფე კი – ჯანსუღ ჩარკვიანი გახდნენ.  ნომინაციაში «წლის საუკეთესო პროზა” გაიმარჯვა ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მაკა ნათელაურმა, და პროექტმა საბოლოოდ აჩვენა, რომ მაკა არა შეზღუდული, არამედ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანია და სტიგმაც კიდევ ერთხელ დაინგრა…

10884148_816591575075817_1125148609_o

ნომინაციაში გამარჯვებულებს წმინდა ილია მართლის სახელობის ორდენები და გამარჯვებისა და ორდენის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ.

703169_816591088409199_1910093960_o+

პროქტის ავტორი და პრემიის დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი:

“მთელი წელი ამ ღონისძიებისთვის ვემზადებოდით და შეიძლება ითქვას, რომ ღონისძიება შედგა. ნომინანტების გამოვლენისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, ჟიურიმ არ იცოდა ერთმანეთის ვინაობა, თუ შეიძლება ითქვას, ხელოვნურადაც კი ვაჭიანურებდით ჟიურის ერთმანეთტან შეხვედრას, რამაც მომცა იმის საშუალება, რომ სრულიად გასაიდუმლოებული ყოფილიყო ბოლო დღემდე შედეგები… ძალიან მიხარია, რომ სტიგმა დაიმსხვრა, თავიდანვე ჩვენ გვინდოდა, რომ ნომინაციაში “განსაკუთრებული შემოქედება” გამარჯვებული ყოფილიყო ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ადამიანი, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით ამ ნომინაციაში გაიმარჯვა ლადო კახაძემ, ამჯერად ჟიურის თხოვნა-შენიშვნას დავჯერდი და… წლის საუკეთესო პროზა კი გახდა მაკა ნათელაურის შემოქმედება, თუმცა ჟიურიმ არ იცოდა, რომ ამ ნაწარმოების ავტორი მაკა ნათელაური, ეტლით მოსარგებლე გოგონა იყო… მაკა ნათელაურის სამწერლობო კარიერა ჩვენთან დაიწყო, ჩვენმა პროექტმა აღმოაჩინა და შემდეგ ხელი შეუწყო `საქართველოს ბანკმა~, რომელმაც დაუბეჭდა კრებული. ახლა კი მისი შემოქმედება იმ უზარმაზრა კრებულში შევა, რომელიც მალე გამოიცემა პროექტის ფარგლებში. ძლიან ბედნიერი ვარ, რომ მაკა ნათელაურმა ჩვენი პროექტის საშუალებით გზა გაიკვალა ამ ლამაზ ასპარეზზე. რაც შეეხება გეგმებს, ღონისძიება მომავალ წელსაც გაგრძელდება, თუმცა ოდნავ  განსხვავებული ფორმატით, მიმართულება პროზის, პოეზიის ხატწერისა და ფოტოხელოვნების უცვლელი იქნება, უბრალოდ ღონისძიებების ჩატარების სქემა შეიცვლება, ყველა ღონისძიება ჩატარდება სხვადასხვა ქალაქში და ისეთ ადგილებში, სადაც ძალიან იშვიათად ჩადიან ადამიანები, მაგალითად საინგილოში – ისტორიულ ჰერეთში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტში ყველამ გაიმარჯვა – ყველა მონაწილე გამარჯვებულია, რადგან მონაწილეები არიან წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ლიტერატურულ პროექტში, რომელსაც ივერია ეწოდა და რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითაა _ ამ ორი დიდი, ბუმბერაზი ქართველის სახელის ქვეშ პროექტში მონაწილეობა, თავისთავად, გამარჯვებაა”.

10901755_816591338409174_1985285733_o

პოეტი მაყვალა გონაშვილი:

”ერთი წლის წინ, როდესაც უწმინდესთან ვიყავი სტუმრად, მან თქვა, რომ დღევანდელმა ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა კარდაკარ უნდა შემოიარონ მთელი საქართველო და ისაუბრონ ქართულ პოეზიასა და მწერლობაზეო. მე მიხარია, რომ ნუგზარ ჭიაბერაშვილმა პატრიარქის ეს ნატვრა აასრულა და ამას პროექტის სახე მისცა. მე დავესწარი საღამოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მიხაროდა, რომ ქართველი მკითხველი სიხარულით ხვდებოდა პროექტის ავტორებსა და მონაწილეებს. მთავარი კი ის იყო, რომ ავტორთა ნაწარმოებები სიყვარულით მიიღო ქართველმა მკითხველმა და მწერლისთვის ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს”.

unnamed

ჟიურის წევრი, მსახიობი ნანა ხურითი:

”ძალიან საინტერესო პროექტია და ვფიქრობ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მომავალ წელსაც. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თითოეული ავტორის შემოქმედების გაცნობა, მე არ ვიცოდი ავტორების ვინაობა, სიურპრიზი იყო, როდესაც სცენაზე ადიოდნენ ადამიანები და მე მათ ვცნობდი მათი შემოქმედების მიხედვით, რადგანაც ისინი ამ დროის განმავლობაში ჩემთვის ძალიან ახლობლები გახდნენ. ნომინაციები აუცილებლად უნდ გაიზარდოს, რადგან იყო ძალიან ბევრი კარგი ლექსი და ამორჩევა ძალიან გვიჭირდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ნაწარმოებების ავტორების ვინაობა არ ვიცოდით, მაგალითად წლის საუკეთესო პროზად დასახელებული ნაწარმოების ავტორი მე მეგონა ბიჭი და აღმოჩნდა, გოგონა, მაკა ნათელაური ყოფილა, რომელიც მართლაც, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონეა, თუმცა მან `წლის საუკეთესო პროზის~ ნომინაცია მიიღო სრულიად მოულოდნელად, ჟიურის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად და კიდევ ერთხე, საბოლოოდ დაინგრა სტიგმა.”

1743654_780166012019748_3538778729314961937_n

წლის პოეზიის დედოფალი თინათინ მღდვლიაშვილი:

”საკუთარ თავზე მიჭირს საუბარი, მაგრამ რადგან ვარ “ხმალი ავლესოთ ქართველებოს” ავტორი, რადგან ვარ “მარტოხელა მარტოსულო ქალბატონოს” ავტორი, ვიქნები ძალიან ყალბი, რომ ვითავმდაბლო და ვთქვა, რომ არ ველოდი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ დარბაზში იყო რამოდენიმე მაღალი რანგის პოეტი, რომლებიც ნომინაციების გარეშე დარჩნენ და ველოდი, რომ სხვა ადამიანებიც დასახლედებოდნენ ჩემთან ერთად. მაგალითად მთვარისა კერესელიძე, ტარელ ხარხელაური, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პოეტები. ვინც არ ჯილდოვდება ყველა ნაწყენი რჩება, რადგან ყველას გონია, რომ მის გარშემო ბრუნავს სამყარო, მითუმეტეს საუბარია პროზა-პოეზიაზე. ძალიან მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ ცოტა სხვა შედეგებს ველოდი. რაც შემეხება მე, რა თქმა უნდა, კამყოფილი ვარ, სხვანაირად არც შეიძლება, საბოლოოდ ბედნიერი ვარ, რომ წმინდა ილია მართლის ჯვრის _ ორდენისა და 2014 წლის პოეზიის დედოფლის ტიტულის მატარებელ გავხდი.“

10886466_816591111742530_250984172_o

პროექტს მუსიკალურად აფორმებდა მოცეკვავეთა ანსამბლი ”სამა” ნათია ალფაიძის ხელმძრვანელობით, უსინათლოთა კვარტეტი და ვაჟთა მუსიკალური ანსამბლი `ჰერულა~ საქართველოს ძირძველი ისტორიული ჰერეთიდან სპეციალურად ჩამოსული.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

30.12.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 
ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 

2022/05/25
საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 
ახალი ამბები

საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

2022/05/25
„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 
ახალი ამბები

„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

2022/05/25
Next Post
პრემიერ-მინისტრი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმით დაინტერესდა

პრემიერ-მინისტრი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმით დაინტერესდა

“სწორედ განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისათვის” – ირაკლი დოღონაძე

"სწორედ განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისათვის" - ირაკლი დოღონაძე

ილია მეორის კურთხევით, ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს,  მრევლს თევზის მიღება შეეძლება

ილია მეორის კურთხევით, ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს, მრევლს თევზის მიღება შეეძლება

Discussion about this post

ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 
ახალი ამბები

„12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი” 

2022/05/25
0

შაბათს გადაცემა „სთორის“ სტუმარი გიორგი გილიგაშვილი იქნება. ამის შესახებ გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი თემა, რაზეც გიორგი ისაუბრებს...

სრულად
საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე 

2022/05/25
„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ 

2022/05/25
მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

მაიმუნის ყვავილის ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ მალე სპეციალური „პისიარ ტესტი“ გვექნება – გამყრელიძე

2022/05/25
მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

2022/05/24
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2022/05/24
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

2022/05/23

საინტერესო

10-12 ივლისს გამოფენა – “ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის” გაიმართება

10-12 ივლისს გამოფენა – “ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის” გაიმართება

8 წელი ago
საინტერესო ტკბილეული – “შოკოლადისფეხსაცმელი” ქართულ ბაზარზე 

საინტერესო ტკბილეული – “შოკოლადისფეხსაცმელი” ქართულ ბაზარზე 

4 თვის ago

ირაკლი ალასანია: „აშკარა პოლიტიკური თავდასხმაა ნაციონალების მხრიდან პროკურატურის სისტემაზე“

8 წელი ago
საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ – ცერცვაძე

საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ – ცერცვაძე

1 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • „12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი”  2022/05/25
  • საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება – იმნაძე  2022/05/25
  • „რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ – უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ  2022/05/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In