სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა, წინასწარი მონაცემებით, შეადგინა 9 118,5 მლნ ლარი, რაც გეგმის – 9 105 მლნ ლარის 100,1%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გეგმა გადაჭარბებულია 13,5 მლნ ლარით. მათ შორის: შემოსავლებმა შეადგინა 7 396,3 მლნ ლარი, რაც გეგმას – 7,319 მლნ ლარს, 77,3 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი 101,1 %-ია;
საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 6 686,9 მლნ ლარი, რაც გეგმას 26,9 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 100,4 %-ს.
01.01.15