საფრანგეთში Charlie Hebdo-ზე განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს, ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომლის თქმით, მთავარი ეჭვმიტანილები – ძმები შერიფ და საიდ კუაშები კვლავინდებურად თავისუფლები არიან.
ამასთან, ვალსი დარწმუნებულია, რომ მომხდარის უკან სწორედ ისინი დგანან. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს დაკავებულების რაოდენობა არ დაუსახელებია.
7 იანვრის დილას ჟურნალ Charlie Hebdo-ის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა.
ეჭვმიტანილები 1980 წელს და 1982 წელს დაბადებული ძმები კუაშები და 1996 წელს დაბადებული ჰამიდ მურადია. ერთ-ერთი ინფორმაციით, 18 წლის მურადი პოლიციას უკვე ჩაბარდა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
08.01.15