“თავისუფალი დემოკრატების” სახელით მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ჟურნალისტების და სამართალდამცავების ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას, – ამის შესახებ ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს მისი ყველა გამოვლინებით. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო. ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი მძიმე დანაშაულია. ქართველი ხალხი, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ, ისევე როგორც ჩვენი სამხედროები საერთაშორისო მისიებში. კიდევ ერთხელ დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს”, – ნათქვამია განცხადებაში.
08.01.15