ძალიან მიხარია, როდესააც ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას ვხედავ ჩვენს ქვეყანაში და მიწევს თქვენთვის მათი შემოქმედების გაცნობა. ვფიქრობ ნიჭიერი ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის პოტენცილია, რომელიც საზოგადოებამ უნდა განავითაროს, ნიჭიერი ახლაგაზრდები ყველაზე დიდი კაპიტალია, რომელიც ხელისფლებამ უნდა დააბანდოს, ნიჭიერი ახალგაზრდები ყველაზე დიდი მოვლენაა, რომელიც ისტორიამ უნდა შეაფასოს, ნიჭიერი ახალგაზრდები ყველაზე დიდი აღმოჩენაა, რომელიც მეცნიერებამ უნდა გამოიკვლიოს, ნიჭიერი ახალგაზრდები ყველაზე დიდი ალმასია, რომელიც მჭედელმა ბრილიანტად უნდა აქციოს, ნიჭიერი ახალგაზრდები სწორედ ის ნაყოფია, რომელიც საქართველოს მიწაში მყარად ფესვგადგულმა ხემ მოისხა, ასეთი ახალგაზრდები ის იმედია რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს… და ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ახალგაზრდა ოპერის მომღერალ, გიორგი სტურუას მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი საკმაოდ ახალგაზრდაა, ის უკვე სოლისტად მუშაობს ქუთაისის ოპერის თეატრში და საკმაოდ წარმატბულია თავის კარიერაში. სხვა საინტერესო ფაქტებს მის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ….
– დავიბადე ქუთაისში 1993 წელს, მყავს მამა, დედა და უმცროსი და. 6 წლის ვიყავი, როდესაც მამა წავიდა ამერიკაში და დღემდე იქ მუშაობს. ბავშვობა ჩვეულებრივი თანმიმდევროვით გავიარე, არაფერი გამორჩეული და უჩვეულო. ვსწავლობდი სკოლაში და სიმღერასთან არანაერი კავშირი არ მქონდა. შედარებით გვიან ავმღერდი, ყველას გაუკვირდა, როდესაც სიმღერა დავიწყე, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიყავი მუსიკალური ბავშვობაში. ვფიქრობ ლათენტური იყო ეს ნიჭი და გვიან გამომივლინდა.
როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება მუსიკასთან და თუ გახსოვთ ის შეგრძნება როდესაც პირველად დადექით სცენაზე?
– 16 წლის ვიყავი, როდესაც ქალბატონი ზემფირა ხვედელიძე გავიცანი. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი შემოქომედებითი ცხოვრების განვითარებაში. ვმღეროდი ქალაქურ სიმღერებს და ამასთან ერთად ვუკრავდი კიდეც. სწორედ ამ პერიოდში მომისმინა ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ლაშა ნიქაბაძემ და გადაწყვიტა, რომ მაესტრო გიორგი ლომთაძისათვის მოესმენინებინა ჩემი ნამღერი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მე ამ დროს ვაბარებდი სამედიცინო უნივერსიტეტში. ბატონ გიორგისთან მისვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროფესიით მოვიწამლე. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ ჰობი იქნებოდა, თუმცა მალევე დავრწმუნდი საწინააღმდეგოში. ჩავაბარე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სასწვლებელში, რა თქმა უნდა, ბატონი გიორგის კლასში. იქ დამხვდა კონცერტმეისტერი ქალბატონი ირინა კუხიანიძე, რომელმაც როგორც საკუთარი შვილი ისე მიმიღო და ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე ესწავლებინა ჩემთვის ესა თუ ნიუანსი. სასწავლებელში 4 წელიწადი ვისწავლე და დღეს თუ რამე ვიცი ყველაფერი იქ შევისწავლე, დიდ სცენაზეც სწორედ იქიდან ავედი. 18 წლის ვიყავი, როდესაც ოპერის სცენაზე სხვადასხვა კონცერტებში ვიღებდი მონაწილეობას. 20 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვითამაშე სპექტაკლში და რევაზ ლაღიძის ოპერაში „ლელა,“ შევასრულე ბერდოს პარტია. ეს ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რადგან ჩემს ასაკში რთულია ასეთი პარტიების შესრულება. ამ დროს ყველა გრძნობა ერთად დამეუფლა, თან ვღელავდი და თან გახარბული ვიყავი.
ახლა სად მოღვაწეობთ და რამდენი ხანია რაც დიდი სცენაზე დგახართ?
– ამჟამად ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ასევე ვსწავლობ ქუთაისის უმაღლეს სამუსიკო კოლეჯში. ვმუშაობ ქუთაისის ოპერის თეატრში სოლისტად. ერთი წელია, რაც დიდ სცენაზე ვდგავარ.
მიგიღიათ მონაწილეობა კონკურსებსა და ფესტივალებში? თუ გაქვთ რაიმე ჯილდო მიღებული?
– 2012 წელს კონკურსში „მომავლის ვარსკვლავები“ ავიღე გრამპრი, 2013 წელს სომხეთის საერთაშორისო კონკურსზე ავიღე პირველი ადგილი, 2014 წელს გავხდი ნოდარ ანდღულაძის კონკურსის გრანპრის მფლობლი.
რა და რა არიები გაქვთ შესრულებული და გაქვთ თუ არა რაიმე საოცნებო არია, რომლის შესრულებაც მომავალში გინდათ?
– არიების ჩამოთვლა გამიჭირდება, საკმაოდ ბევრი მაქვს შესრულებული. ბერდოს პარტია ოპერიდან „ლელა“, მინდიას პარტია ოპერიდან „მინდია“და კანიოს პარტია ოპერიდან „ჯამბაზები“.
თუ გყავთ საყვარელი ოპერის მომღერალი, რომლის გავლენასაც გრძნობთ თქვენს შემოქმედებაზე?
– ჩემი უსაყვარლესი მომღერალი ფრანკო კორელია, ჩემი აზრით ის არის მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ტენორი. ვცდილობ მივუახლოვდე მის სტილს, მანერას, სასიმღერო ხერხებს. რამდენად გამომივა ამას დრო მიჩვენებს.
ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზები“ და თქვენ მიერ შესრულებული კანიო, სულ ახლახან ქუთაისის თეატრში… გვიამბეთ ამის შესახებ?
– კანიოს პარტია ოპერიდან „ჯამბაზები“ სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის. ცნობილია, რომ ეს პარტია შედარებით მოწიფულ ასაკში სრულდება, მისი სირთულის და დრამატულობის გამო. ადრე მომიხდა ამ პარტიის უცებ სწავლა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ იმ დროს ეს პარტია არ შემისრულებია. გადაწყდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ თეატრის იუბილეზე უნდა დადგმულიყო „ჯამბაზები“ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა გოგი ჭიჭინაძემ კანიოს როლზე მე ამირჩია. ეს დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, საკმაოდ დიდი გამოწვევაც იყო. როგორ გავართვი თავი ეს მაყურებემლა განსაჯოს. ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნლოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში
თქვენი აზრით, რა ეხმარება ადამიანს ყველაზე მეტად წარმატებაში და რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
– წარმატების მისაღწევად ყველაფერი საჭიროა, განსაკუთრებით საშემსრულებო ჟანრში. თუმცა ჩემი აზრით, მაინც მთავარია სამი რამ: ნიჭი, ცნობისმოყვარეობა და თავდადებული შრომის უნარი.
რას ურჩევდით იმ ახლაგზარდებს, რომლებიც ახლა იწყებენ და უნდა გაიარონ ის გზა რაც თქვენ ნაწილობრივ უკვე გაიარეთ?
– ახალგაზრდებს ვურჩევდი (ცოტა სასაცილოდ ჟღერს ჩემგან რჩევა, რადგან მე თვოთონაც ახალგაზრდა ვარ) დაისახონ მიზანი და რადაც არ უნდა დაუჯდეთ იბრძოლონ მის მისაღწევად.
საქართველოში დღეს როგორია საოპერო ხელოვნების დონე და რა პრობლემებს ხედავთ?
– საქართველოში საოპერო ხელოვნების დონე არც თუ ისე სახარბიელოა. ყველაფერი კი დამოკიდებულებიდან მოდის. სახელმწიფოსათვის პრიორიტეტი აღარ არის საოპერო ხელოვნების განვითარება, დატვირთვა დაკარგა ოპერამ საზოგადოებისათვის. ადრე თეატრებშო ყალიბდებოდა საზოგადოება, დღეს კი უკვე ამდენად აქტუალური აღარ არის ხელოვნება. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეცვლება.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? რის გაკეთებას გეგმავთ მომავალში?
– სამომავლო გეგმები ერთი შეხედვით მარტივია. მინდა შევისწავლო სხვადასხვა პარტიები და შევძლო მათი ამა თუ იმ ცნობილ სცენაზე შესრულება. ამის განხორციელება კი საკმაოდ რთულია. ძალ ღონეს არ ვიშურებ, რომ გავამართლო ჩემი და არა მართო ჩემი იმედები.
12.01.15
ანო მუქათარიძე