დღეს, საფრანგეთში პრეზიდენტმა ფრანცუა ოლანდმა, ერთსქესიანთა ქორწინება და მათ მიერ ბავშვების აყვანა ლეგალურად ცნო. კანონი ძალაში, ოფიციალირ ბეჭდვით ორგანოში Journal officie გამოქვეყნების თანავე ძალაში შევიდა.
ერთი დღით ადრე საფრანგეთს საკონსტიტუცია საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ამგვარად, მეხუთე რესპუბლიკა, მე-14 ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა.
სააგენტო FRANCE PRESS-ი იუწყება, რომ პირველი გეი ქორწილი ქალაქ მონპელიეში, უკვე 29 მაისს გაიმართება.
ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია – სოციალისტ პრეზიდენტი ოლანდის ერთ-ერთი პირველი წინასაარჩევნო დაპირება იყო. კანონის მიღებამდე, საფრანგეთში დაშვებული იყო ერთსქესიანთა კავშირი და თანაცხოვრება, თუმცა სოციალისტურმა პარტიამ გადაწყვიტა დაქორწინების და ბავშვის აყვანის უფლება მიეცა. ამ კანონის წინააღმდეგ, მემარჯვენე ოპოზიციის და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები გამოდიოდნენ.
ამ კანონპროექტის ოპონენტები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. მათ უკვე არაერთხელ ჩაატარეს აქციები და დემონსტრაციები, რომელთაგანაც ზოგიერთი ძალადობით, პოლიციასთან შეტაკებით და დაპატიმრებით დასრულდა. 26 მაისს საფრანგეთის დედაქალაქში, მასშტაბური აქცია ჩატარდება, რომლის ორგანიზატორიც მოძრაობა ” დემონსტრაცია ყველასათის” იქნება.
ასეთმა ბოლო დემონსტრაციამ, რომელიც ამავე წლის მარტში გაიმართა, სხვადასხვა ცნობებით 400 ათასი მონაწილიდან 1,3 მილიონ მონაწილემდე მერყეობდა.
18.05.13