საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. როგორც “თბილისი თაიმსს” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატეს.
23.01.15